ვუმზერ: ნიშა ხარს, გასცვენია უკვე ბალანი,
ღონემიხდილი მაინცა სწევს გუთანს და ხარობს,
ამოყვავდება დახნულ ველზე მწვანე ჯეჯილი,
მზით დამწიფებულს სულ სხვა ფერი ედება ახოს.
თავზე ცის თაღი დამეხურა, როგორც ფაფახი,
ვარსკვლავთ ჭიატში უსასრულოს შენს სახეს ვხედავ,
გითამაშიათ, ალბათ, აქვე, ამ მთის კალთამდის,
გილგამეშსა და შენ, ძვირფასო, ოდესღაც ერთად.
No comments:
Post a Comment