შენი სული, ჩემო კარგო,
ფიქრით არის მოხატული,
შიგ ჩასახლდნენ ვარსკვლავები,
ასხივოსნებს მთვარის შუქი.
დამიჯერე, კეთილს მისცემს
ჩვენი ღმერთი თავის სამწყსოს,
წინ დაგხვდება სიყვარული
და ცხოვრების გზები ფართო.
Friday, August 28, 2015
სიყვარულის ბრალია
ქუჩა ნაწვიმარია, სიყვარულის დარია,
მიყვარს როცა ქარია, ცად ნისლები ადიან,
ნაცრისფერი ღრუბლები ჩემკენ მოიჩქარიან,
ფეხშიშველი დავეძებ, სადაც წვიმის კვალია,
ვდგავარ სიმარტოვეში, - სიყვარულის ბრალია.

Wednesday, August 12, 2015
ჩემს სულს გაჩუქებ!
ხელებს დამადებ თბილსა და სათუთს,
გულს კაეშანი ეყრება სრულად,
შენ სიყვარული მაჩუქე დიდი,
მე კი ჩემს სულსაც გაჩუქებ უბრად.
გულს კაეშანი ეყრება სრულად,
შენ სიყვარული მაჩუქე დიდი,
მე კი ჩემს სულსაც გაჩუქებ უბრად.
კიდევ მოითხოვს მელა!
ხელზე მადნება ფიქრი,
ვერ აღდგენილა ხიდი,
ნაბიჯი რომც ვდგათ ფართო,
ზოგს ჩვენი წყენა ართობს...
მადა ჭამაში მოდის, -
გავიმეოროთ ყველამ,
ხომ გადავუგდეთ ბარტყი, -
კიდევ მოითხოვს მელა!
ვერ აღდგენილა ხიდი,
ნაბიჯი რომც ვდგათ ფართო,
ზოგს ჩვენი წყენა ართობს...
მადა ჭამაში მოდის, -
გავიმეოროთ ყველამ,
ხომ გადავუგდეთ ბარტყი, -
კიდევ მოითხოვს მელა!
შემოაბიჯებს დიდ ქალაქში ნიკალა ქველი
-ვიცი, მომიტანს იადონი შენგან მოკითხვას,
ჩამოათეთრებს მთვარის შუქი სანატრელ თბილისს,
ზირათ ხათუნი, მეზობელი, მძივად აკინძულ
სიტყვებს დამაყრის,- ნუ გძინავს, ელი...
-თვალებს ვიშვნიტავ, დაფარულა სიმშვიდით ველი.
-ჩემო ნიკალა, ავსებულა სიკეთით ქვევრი,
შენი მაზანდა ვერ დაწიე, ღამეს ათენებ,
რომ ხატო წმინდა კელაპტარი, ლამაზი შველი,

-"მრავალჟამიერ" გამაღვიძებს, - სამება თეთრი
სანთლად ანთია, ათასობით მლოცველის გვერდით.
ოცნების ნისლში ფიროსმანის კინტოებს ველი...
შემოაბიჯებს დიდ ქალაქში ნიკალა ქველი..
შემოაბიჯებს დიდ ქალაქში ნიკალა ქველი..
Monday, August 10, 2015
როცა პატარა ვიყავი (ავტობიოგრაფიული მოთხრობა)
როცა პატარა ვიყავი, მეგონა თბილისი ყველაზე დიდი ქალაქი იყო დედამიწის ზურგზე,
ყველაზე დიდი შენობები იდგა ჩემს სახლში, როგორც ბავშვობაში ვეძახოდი,
თუმცა თბილისი ყველას სახლი იყო. რუსის, ქართველის, სომეხის, ქურთის, ეზიდის, ებრაელის. ყველაზე დიდი და ვარსკვლავებით მოხატული ცა ეხურა თავზე ჩვენს სახლს,
პიონერთა სასახლეში მიმავალს, ორთაჭალიდან წამოსულს,
მეტეხი და ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მხვდებოდა წინ, ისინი იყო ჩემთვის თბილისი.
ნარიყალადან გადმომზირალი ქართლის დედა იყო ჩემთვის თბილისი,
გამყიდველი ქალი, რომელიც რუსთაველზე :საპონჩიკეში დედამიწის ზურგზე ყველაზე გემრიელი პონჩიკებით მიმასპინძლდებოდა და ყველაზე კარგი ქალი იყო ქვეყანაზე, რა თქმა უნდა დედაჩემის შემდეგ, ის იყო ჩემთვის თბილისი. მიყვარდა საპარიკმახერო, რომელშიც დედაჩემი დადიოდა თმების და ფრჩხილების გასაკეთებლად. სადაც საღებავების სუნი იდგა და სადაც დედაჩემს ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ, ჩემს უკრაინელ დედას, გრძნობდნენ, რომ მშობლის სითბო აკლდა და ეფერებოდნენ, ათას ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდმემ, დედობას უწევდნენ,მე კი, რომ არ მომწყენოდა, თმის საშრობს ჩამირთავდნენ, მიყვარდა იქ ჯდომა. ეს იყო ჩემი თბილისი. სტუდენტობისას ლაღიძის წყლები და აჭარული ხაჭაპურები ჩვენი ყოველდღიური რაციონი იყო, გვიყვარდა რუსთაველის პროსპექტზე სიარული, კინოფილმი არ გვრჩებოდა უნახავი. ცა და დედამიწა ჩვენი იყო, ჩვენ ხომ ოქროს ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენზე ზრუნავდნენ, ჩვენ ვუყვარდით.ეს იყო ჩემი თბილისი. განათებული, ღიმილიანი სახეები იყო ჩემი თბილისი.
თმაში ჭაღარა შემომერია, ჩემთვის თბილისი ყველაფერია. ჩემს გულში დადუღებული მაჭარი, ღვინოდ ქცეული მინდა მოგიძღვნა ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო თბილის ქალაქო!

Sunday, August 9, 2015
ჩემო სამშობლოვ!
ჩემო სამშობლოვ, ჩაძირულხარ სევდის მორევში,
ნეკნებს გითვლიან, რომელიმე ამოგაცალონ,
ცრემლი მოჟონავს საქართველოს დედის უბეში,
ვხედავ, უფალი, ცოდვებიანს, დიდად არ გწყალობს.
დარდს გაუმაგრდი, შეაჩერე მტერი, უზღვავი,
შემოეხვიე ვაზის ლერწად რწმენას, ვით ჭიგოს,
წამოიმართე, გისახსოვრეს თეთრი სამოსი,
რომ როგორც უწინ, წმინდა სულით ნათელი იყო.

Saturday, August 8, 2015
თბილისი (ავტორი:სოფიო ჭელიძე)
თბილისი უძველესი და განუმეორებელი ქალაქია, მან გადაიტანა უამრავი სირთულე და ბრძოლა, გადაურჩა ბევრ მრისხანე მტერს და დღეს მას ღირსეულად ჰქვია ამ დიდებული პატარა ქვეყნის- საქართველოს დედაქალაქი. ძალიან მიყვარს თბილისის გამჭვირვალე ცხოვრება, მაგრამ, როდესაც ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე მეჩვენებოდა, თავის გატანა არ ყოფილა ისეთი მარტივი, ბევრი უნდა იშრომო, რომ გქონდეს საჭმელი, ბევრი ადამიანი იჩაგრება, ისინი ვერ შოულობენ სამსახურს, იღებენ ვალებს ბანკიდან, რათა ცოლ-შვილი შიმშილით არ დაეხოცოთ, არსაიდან გამოსავალი, რომ არ ჩანს, ვალებს ვალებს ამატებენ და ბოლოს რჩებიან გარეთ, საცხოვრებელის გარეშე,ეს ნამდვილი უსამართლობაა, ამ დროს კი, სხვები მდიდრდებიან. როდესაც მივდივარ სკოლაში ან სამხატრო სასწავლებელში, გზად ხშირად ვხედავ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მეცოდებიან და გული შემტკივა მათზე, მათ დანახვაზე სწრაფად ვიჩხრიკავ ჯიბეებს და ვცდილობ მცირეოდენით მაინც დავეხმარო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის საკმარისი, მეტი გულისმიერებაა საჭირო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.
ჩვენს ქალაქში ულამაზესი არქიტექტურული შენობებია, რომელიც ტურისტებს უფრო მეტად ხიბლა,ვს ვიდრე თვითონ აქ მაცხოვრებლებს, ვინაიდან ვხედავ უდიერ გულგრილ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ცხოვრება ნელ-ნელა სულ უფრო აუტანელი ხდება, ან მე შევიცვალე და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ხალხი იმდენად გადაღლილია ფიქრით თუ სად იშოვონ ფული, რომ გარშემო ვეღარ ამჩნევენ ვერაფერს, დღის ბოლოს, საზოგადო ტრანსპორტში ადამიანების სახეებს დიდი ინტერესით ვაკვირდები, როგორი გადაღლილები, დასევდიანებულები და განაწამები არიან ისინი, ადრე კი მახსოვს, როდესაც დედას ავყავდი ტრანსპორტში, ხალხი სულ იღიმოდა, ერთმანეთთან საუბრობდნენ, მგზავრები ხუმრობდნენ და მძღოლიც გულიანად იცინოდა მათ უკბილო ხუმრობებზე, ძალიან მინდა ხოლმე, რომ ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ხალხი ერთმანეთს ენდობოდა და ქალაქი ისევ აივსოს იმ დიდი სიყვარულით, რომელიც ადრე ჰქონდა.
შემოდგომაზე თბილისის ქუჩები მოფენილია ლამაზი წითელ-ყვითელი გამხმარი ფოთლებით, რომელზეც გავლა ბავშვობიდან მიყვარდა მათი უცნაური ხმის გამო. მომწონს ზამთარის ღრუბლიანი ამინდები, რადგან მზე არ მიყვარს, წვიმიანი, ნისლიანი, ნაცრისფერი ღრმა ღრუბლები ხანდახან მგვრის სევდას და ვუფიქრდები თუ როგორ ვხედავდი მე პატარაობაში თბილისს, ის იყო ჩემთვის უზარმაზარი, მეგონა მის გარდა არცერთი სხვა ქვეყანა და ქალაქი არ არსებობდა, სანამ წამიყვანდნენ დასასვენებლად ქალაქგარეთ თეთრიწყაროში, სადაც სულ სხანაირი სახლები და ბუნება იყო, გავოცდი, რომ გავიგე, რომ ამ უცნაურ, მაგრამ ლამაზ ადგილას საუბრობდნენ ჩემთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ როდესაც ცოტა წამოვიზარდე წამიყვანეს მატარებლით ქობულეთში, ექვსაათიანი მგზავრობა ძალიან დამღლელი იყო და როდესაც დიდი მატარებელი შიგადაშიგ ჩერდებოდა, მამაჩემი მეუბნებოდა -აი, სოფო, ეს არის მცხეთის სადგური, ეს არის ხაშურის სადგური, ეს არის ურეკის სადგური და ა.შ.- მე ვფიქრობდი რეებს მელაპარაკება ნეტა- მეთქი, სანამ შემდეგ არ გავიგე, რომ თბილისის გარდა არსებობდა უამრავი ქალაქი, უამრავი ენა, უამრავი ულამაზესი კულტურა, მაგრამ მაინც თბილისი ჩემთვის ერთადერთია. ჩემი კორპუსი მდებარეობს რკინიგზის ლიანდაგებთან, სადაც ყოველთვის მატარებლების ხმა ისმის და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც პირველად გავაცნობიერე, რომ თბილისი მარტო ერთი ქალაქი არ არის მთელს დიდ დედამიწაზე,
ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ლამაზ ქალაქს მისი მაცხოვრებლების სახეზე ლამაზი ღიმილი ამშვენებდეს, ყველა იყოს ბედნიერი, დაბრუნდეს ის დიდი ერთგულება და ნდობა, როგორიც ადრე იყო და ხანდახან ვფიქრობ, კარგი იყო როდესაც შუქი ქრებოდა-ხოლმე, მეც მახსოვს ის დრო, სხვათაშორის, რადგან მთელი ოჯახი ერთიანდებოდა, მე და ჩემი ორი უფროსი ძმა, დედ-მამა და ბებია, რომელიც ყოველთვის ემუქრებოდა და აშინებდა თელასში თანამშრომლებს, რომ ლივტში კაცი გაჭედა და ცუდადააო. ამ დროს სწრაფად გვირთავდნენ დენს, არადა კარგი იყო სანთლის მოგიზგიზე ალის ყურება და ხშირ შემთხვევაში სახლის ფანჯრიდან თბილისის სხვა დასახლებების ცქერა, მაგალითად,: თემქის, მუხიანის, საბურთალოს და ა.შ მათ ქონდათ დენი თუ არა, ამ ისტორიების გახსენება დიდ სიამოვენებას მანიჭებს.
მიყვარს წვიმის თბილი წვეთები გაზაფხულზე, როდესაც თბილისში ყველაფერი იღვიძებს, ბუნება ხარობს და მწვანდება, მიხარია, როდესაც თედო მასწავლებელს დავყავართ ჩანახატების გასაკეთებლად ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩებში და მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ!

Friday, August 7, 2015
ჩემი თბილისი(ავტორი: სოფიო ჭელიძე)
გუშინ დილით მშვენიერ გუნებაზე გავიღვიძე, შაბათი დილა იყო, ისე ძალიან არ ცხელოდა, როგორც წინა დღეებში, თითქოს წვიმას აპირებდა, თუმცა მზე მაინც იჭყიტებოდა ღრუბლებიდან. გავხედე ფანჯარას, ცა მოჩანდა. ნიკოლოზ ბარათაშვილის "ცისა ფერს" გამახსენდა და "შედევრის" შესაქმნელად მოვემზადე (ზოგჯერ ლექსების წერა მიყვარს) გავიფიქრე, სხვა პოეტებმა როგორ უნდა მაჯობონ, რომ უეცრად, როგორც რუსები უწოდებენ", სვარკა" ჩართეს. განვრისხდი, ვიფიქრე, ეს რა უბედურებაა, სამი თვეა მეხუთე სართულის მეზობლებს რემონტი აქვთ, რით ვერ მორჩნენ ამ გაუთავებელ სამუშაოებს?!.ყოველ დილით სხვადასხვა მუსიკალურ ნოტებზე ვიღვიძებთ, ხოლმე. პირველად ვინანე, რომ ჩემი პაპა თბილისელი იყო და სოფელში, სადმე გადაკარგულ ტყეში მთაში პატარა ქოხი არ მქონდა, მერე მშობლებს გადავწვდი, რით ვერ მოახერხეს სადმე ახლომახლო ქალაქგარეთ პატარა სახლი ეყიდათ, ზაფხულში დამესვენა!, ბოლოს ყველაფერი ბედისწერას დავაბრალე, პაპას რომ გურიაში ჰქონოდა კარმიდამო, იქნებ აქ არც კი ჩამოსულიყო, მე კი აუცილებლად თბილისელობა მინდოდა, მერე მეზობლებიც გავამართლე, რა ქნან, რაიონიდან ჩამოვიდნენ, მათაც თბილისში უნდათ ცხოვრება, როგორც მე, მართალია, "შედევრი" ვეღარ შევქმენი, თავი გავიმართლე, ვითომ ხმაურმა შემიშალა ხელი, მერე გამახსენდა, რომ გალაქტიონი სწორედ თბილისში ქმნიდა თავის ბრწყინვალე ნაწარმოებებს , თუმცა, დიდი ალბათობით, მაშინ ასეთი ხმაური არ იქნებოდა, ჩემი სახლის უკან რკინიგზის და მეტროს ლიანდაგებიც გადის, და ფიქრი გავაგრძელე.
როცა პატარა ვიყავი, უფრო სწორედ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, თბილისი მეგონა მთელი საქართველო, მთელი დედამიწა, მთელი სამყარო. როცა მეკითხებოდნენ, რომელ ქვეყანაში ცხოვრობო, ამაყად ვპასუხობდი-, თბილისში! დედა მისწორებდა, თბილისი კი არა, საქართველო უნდა თქვაო, მიკვირდა, რა განსხვავებაა-მეთქი. იხტიბარს არ ვიტეხდი. როცა პირველად წამიყვანეს თეთრიწყაროში დასასვენებლად, მივხვდი, რომ სხვა ქალაქებიც არსებობდა, თუმცა პატარა და იქაც ქართულად ლაპარაკობდნენ, მერე როცა ქობულეთისკენ მატარებლით მიმავალ გზაზე მომიწია რამდენიმესაათიანმა მგზავრობამ, ნამდვილად დავრწმუნდი, რომ საქართველო არ იყო მხოლოდ თბილისი. კიდევ ცოტა რომ წამოვიზარდე, დედამ სამხატვრო სასწავლებელში შემიყვანა, მაშინ აღმოვაჩინე, რომ თბილიში არ არის მხოლოდ ის კორპუსები, რომელიც ჩემი სახლის ფანჯრებიდან და აივნიდან მოჩანს და გამოფენის ბაღი, სადაც დედა ხშირად მასეირნებდა, რომ არის ძველი თბილისიც, სადაც ხშირად დავყავართ ჩვენს თედო მასწავლებელს.და რომელიც პირველად ჩემმა პირველმა ხატვის პედაგოგმა- ნათელა მაყაშვილმა დამანახა სხვა რაკუსით და მისი სიყვარული ჩამინერგა, მივხვდი, რომ თბილისი მარტო ის არ არის,რაც მე მეგონა. იგი უფრო დიდია და მრავალფეროვანი. თბილისია სოლოლაკის პატარა ქუჩებიც და რუსთაველის გამზირიც, ვაკეც და თბილისის გარეუბნებიც.სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის ულამაზესი არქიტექტურული შენობები ტურისტებს უფრო მეტად ხიბლავს, ვიდრე თვითონ აქ მაცხოვრებლებს, ვინაიდან ხანდახან ვხედავ აქაურების უდიერ, გულგრილ დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. თბილისში აღმოვაჩინე ზოოპარკიც, სადაც ხატვიდან, ზაფხულობით, პრაქტიკებზე დავდიოდით ბოლო სამი წლის განმავლობაში, წელს, პირველად, ვერ წავედით( მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. ძალიან დაგვწყდა გული მეც და სხვა ბავშვებსაც. ყველა ზოოპარკის თანამშრომელს, ლამის, პირადად ვიცნობდით, ვუყურებდით, თუ როგორი დიდი სიყვარულით უვლიდნენ ისინი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, თუმცა მათ შორის ბევრი გარეული ცხოველიც იყო. იქ ვნახე, თუ როგორი დიდი მეგობრობა შეიძლება აკავშირებდეთ ადამიანებსა და ფაუნის წარმომადგენლებს.. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ყარყატი, რომელიც ბავშვებს ფანქრებს გვპარავდა ხოლმე, ვეჩხუბებოდით, როგორც ადამიანს და უკან ვიბრუნებდით დაკარგულ ნივთებს.დღეს კარგად ვიცი, რა არის ჩვენი თბილისი. ის მრავალჭირნახული საქართველოს დედაქალაქია და ამაყად ატარებს თავის სახელს. ამიტომ არა მარტო ჩვენია, თბილისელების, ის ყველასია, თითოეული ქართველის, თითოეული საქართველოს მოქალაქის, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. ის მთელი მსოფლიოსია, ის მთელ სამყაროს ეკუთვნის, რადგან უნიკალური და განუმეორებელია.
ძალიან მიყვარს თბილისის გამჭვირვალე ცხოვრება, მაგრამ, როდესაც ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე მეჩვენებოდა, თავის გატანა არ ყოფილა ისეთი მარტივი, ბევრი უნდა იშრომო, რომ გქონდეს საჭმელი, ზოგი ადამიანი იჩაგრება, ისინი ვერ შოულობენ სამსახურს, იღებენ ვალებს ბანკიდან, რათა ცოლ-შვილი შიმშილით არ დაეხოცოთ, გამოსავალი არსაიდან რომ არ ჩანს, ვალებს ვალებს ამატებენ და ბოლოს რჩებიან გარეთ, საცხოვრებელის გარეშე, წელს ჩემი ორი მეზობელი გამოასახლეს ბინიდან. დავინახე როგორ გამოჰქონდათ ავეჯი მათი სახლებიდან, როგორი სასოწარკვეთილი სახეები ჰქონდათ ოჯახის წევრებს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილი უსამართლობაა, როდესაც მივდივარ სკოლაში ან სამხატრო სასწავლებელში, გზად ხშირად ვხედავ გაჭირვებულ ადამიანებს,რომლებიც ძალიან მეცოდებიან და გული შემტკივა მათზე, მათ დანახვაზე სწრაფად ვიჩხრეკ ჯიბეებს და ვცდილობ მცირეოდენით მაინც დავეხმარო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის საკმარისი, ცხოვრება ნელ-ნელა სულ უფრო რთული ხდება ან მე შევიცვალე და სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს, ხალხი იმდენად გადაღლილია ფიქრით თუ სად იშოვონ ფული, რომ გარშემო ვეღარ ამჩნევენ ვერაფერს, დღის ბოლოს, საზოგადო ტრანსპორტში, სამხატვრო სასწავლებლიდან დაბრუნებისას, ადამიანების სახეებს დიდი ინტერესით ვაკვირდები, როგორი გადაღლილები, დასევდიანებულები და განაწამები არიან ისინი, ადრე კი მახსოვს, როდესაც დედას ავყავდი ავტობუსში, ხალხი სულ იღიმოდა, ერთმანეთთან საუბრობდნენ მგზავრები, ხუმრობდნენ და მძღოლიც გულიანად იცინოდა მათ უკბილო ხუმრობებზე, ძალიან მინდა, რომ ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ხალხი ერთმანეთს ენდობოდა და ქალაქი ისევ აივსოს იმ დიდი სიყვარულით, რომლითაც ადრე ასე ცნობილი იყო. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩემს ლამაზ ქალაქს ღიმილი დაუბრუნდეს, რომელიც ყოველთვის ამშვენებდა, მინდა ყველა იყოს ბედნიერი, დაბრუნდეს ის დიდი ერთგულება და ნდობა, რომელიც ადრე ჰქონდა ხალხს ერთმანეთის მიმართ. ხანდახან ვფიქრობ, კარგი იყო როცა შუქი ქრებოდა, მეც შევესწარი იმ დროს, მთელი ჩვენი ოჯახი ერთიანდებოდა, მე და ჩემი ორი უფროსი ძმა, დედ-მამა და ბებია, რომელიც ყოველთვის ემუქრებოდა და აშინებდა თელასის თანამშრომლებს, რომ ლიფტში კაცი გაიჭედა, ცუდადაა და სწრაფად ჩართეთ დენიო. დენი სწრაფად მოდიოდა, არადა კარგი იყო სანთლის მოციმციმე ალის ყურება და, ხშირ შემთხვევაში, სახლის ფანჯრიდან თბილისის სხვა დასახლებების ცქერა, თემქის, მუხიანის, საბურთალოს და ა.შ სულ იმის გარკვევაში ვიყავით, ჰქონდათ თუ არა მათ დენი და თუ ჰქონდათ, ჩვენ რატომ არ გვქონდა. ამ ისტორიების გახსენება ახლაც დიდ სიამოვენებას მანიჭებს, რადგან მთელი თბილისი ერთიანდებოდა, ქალაქი ივსებოდა მოლოდინით, რომ რაღაცა აუცილებლად შესრულდებოდა. მინდა იმედი დაუბრუნდეს ადამიანებს, რომლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარს თბილისის ქუჩებში სიარული. არ მომწონს, როცა აქ მოსიარულეს წინ ნაგავი მხვდება, ვფიქრობ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მეტად უყვართ თბილისი და რომლებსაც, ალბათ, ნაკლებად, თუმცა შეიძლება მათაც ისევე უყვართ ჩვენი ქალაქი, როგორც ჩვენ, უბრალოდ არ იციან, როგორ მოიქცნენ. თბილისი არ არის მხოლოდ კარგი გოგოების და ბიჭების ქალაქი, ის ცუდი გოგოების და ბიჭების ქალაქიცაა. აქ არიან ნარკომანები და მეძავები, აფერისტები და ქურდები, ხულიგნები და ძველი ბიჭები, როგორც მათ ეძახიან, მაგრამ ეს ქალაქი მათიცაა და არა მგონია ჩვენზე ნაკლებად შესტკიოდეთ მასზე გული. მე თბილისის ყველა მაცხოვრებელი მიყვარს, ღარიბიც და მდიდარიც, "უფლისწულიც" და "მათხოვარიც", ყველას სატკივარი მტკივა, ისინი ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი არიან, ამ ქალაქის შვილები, ზოგი დროისა და ჟამისაგან განებივრებული, ზოგი კი- დაჩაგრული.
შემოდგომაზე თბილისის ქუჩები მოფენილია ლამაზი წითელ-ყვითელი გამხმარი ფოთლებით, რომელზეც გავლა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა იმ უცნაური ხმის გამო, რომელსაც თითოეული ნაბიჯის გადადგმა იწვევს. მომწონს ზამთარის ღრუბლიანი ამინდები, რადგან მცხუნვარე მზე მაღიზიანებს, წვიმიანი, ნისლიანი, ნაცრისფერი მუქი ღრუბლები ხანდახან სევდას მგვრის, ღრმა ფიქრებში გადავყავარ. მიყვარს წვიმის თბილი წვეთები გაზაფხულზე, როდესაც თბილისში ყველაფერი იღვიძებს, ბუნება ხარობს და მწვანდება, მიხარია, როდესაც თედო მასწავლებელს დავყავართ ჩანახატების გასაკეთებლად ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩებში და მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ!. ახლა კი, მე, პატარა თბილისელი გოგო, ვდგავარ თბილისის ერთ-ერთი ჭადრის ქვეშ და ვფიქრობ, როგორ გავაგრძელო ჩემი მონოლოგი, გამახსენდა, რომ ჭადრის თეთრი მფრინავი ბუმბულები სისხლს მიშრობს გაზაფხულზე, ალერგიას მაძლევს, მეც, ჩემს ძმებსაც, მაგრამ, როცა წარმოვიდგინე, რომ უნდა მოჭრან, დამენანა, ჩავეხუტე, ხელები შემოვხვიე და ვუთხარი- როგორიც არ უნდა იყო, მაინც ჩემი ხარ, მაინც მიყვარხარ.!- ახლა აგვისტოა, მაგრამ სკოლის დაწყებას სიხარულით ველოდები. არ მიყვარს ცარიელი თბილისი, ჩემი თანატოლების გარეშე. მინდა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაიბადოს და გაიზარდოს ჩვენს ქალაქში, რომ ის მუდმივი სიხარულის, მზის, სინათლის ქალაქი იყოს, რომლისთვისაც ძვირფასია თითოეული ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მინდა ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელები, ჩავხედოთ თვალებში და ერთმანეთს ვუთხრათ: მიყვარხარ!

Thursday, August 6, 2015
ოდა "თბილისს" (მოთხრობა)
ხან ჯანმრთელო, ჯანმაგარო და ფერხორციანო, ხანაც ფერმკრთალო და გამომშრალო, ყვითელი ღრუბლების ბუღში გახვეულო, ხან უჩვეულოდ მხიარულო და მოღიღინევ, ხანაც ნაღველისა და დარდის ბუდევ, ღამურასავით ხის ტოტზე მოქანავევ, ღალატისა და ორგულობის მნახველო და მაინც დაუმარცხებელო, მამაცო, გულადო. ზოგჯერ მინდა, როგორც ჩემს მოხუც დედას, შუბლზე ხელი მოგისვა, მოგეფერო, ცრემლიანი თვალები მოგწმინდო, იმიტომ რომ ვიცი,ხანდახან შენც გიჭირს, შეირყევა შენი გულის კარები, დაფლეთს ძარღვებს ჭირი და გინდა ამოისუნთქო, მაგრამ ფილტვები თითქოს რაღაცა სისხლიან ბურთს დაუგმანია, ვეღარ სუნთქავ, ოფლად იღვრები, წვეთები გისველებს დაღარულ შუბლს, რომელზეც ათასობით წელს გადაუვლია და დაუჭმუჭნია, ამავე დროს, დაუხვეწია და გაუსპეტაკებია. ჩემო მშობელო დედავ, ამაყო და პირუთვნელო, მტრის მტრულად დამხვედრო და მოყვრის-მოყვრულად.შენთვის დაღუპული შვილების საფლავებზე აცრემლებულო და მაინც გამარჯვების დროშის ხელში მჭერო, ქრისტეს ჯვრის მპყრობელო და დამცველო ყველა რელიგიური აღმსარებლობისა,. დედათა დედავ, მეორე იერუსალიმო, ჩემო თბილისო!
ყურძნის მტევანო, საქართველოს მზის ქვეშ დამკრახულო, გავსებულო სურნელოვანი ნექტარით, რომელიც ათასობით ფუტკარს იზიდავს, რომ მერე თავისი შრომის ნაყოფით გააბედნიეროს დედამიწა, ღიმილი მოჰგვაროს მშრომელ კაცს, ბარაქა მისცეს ყველა ოჯახს! შენ დაულეველო შარბათო, სავსევ სიტკბოებითა და ნეტარებით.
განა შენს ღონიერ მხარმკლავზე არ წამოწოლილა ის მთები, ერთი შეხედვით უსახური, რომ გვიცავს, ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი?! განა აქ არ მოედინება მდინარე, თითქოსდა ჭუჭყიანი და მღვრიე, მაგრამ ჩვენი მოჭირნახულე, მოიმედე, დამხმარე?! განა
შენ არ წაუღიხარ რკინა-ბეტონის ჩონჩხებსა და კასკადებს, მაგრამ შენ გულში ძველი ქალაქი ცოცხლობს განუმეორებელი,ქუჩებითა და აივნებით, ხალიჩებითა და ფარდაგებით, საიათნოვათი და ფიროსმანით! დაულეველო წყაროვ შთაგონებისა და ფიქრისა, მეცნიერებისა და მუშაკობისა. დალოცვილი ყოფილიყავი აწ და მარადის, შენი მზითა და მთვარით, შენი სილამაზითა და სიყვარულით, რომელიც ანდამატივით იზიდავს ყველას,.ასაზრდოებს, ძალას აძლევს სიცოცხლისა და სიკეთისათვის!
დღეს მე შენს ფეხქვეშ გაწოლილი სურო ვარ ბაღებიდან, სკვერებიდან, შენობების აივნებიდან მომზირალი, ათასი ბედუკუღმართობის მნახველი. გულშემატკივარი მობურთალი ბავშვების, ჭადრაკის მოთამაშე მოხუცების, შეყვარებული ქალ-ვაჟის. დღეს მე შენი ფანტაზია ვარ, რომელიც აგებს ცათამბჯენებს, აშენებს, ქმნის და არა ანადგურებს. დღეს მე სევდა ვარ, დედის უბეში დამალული, რომელსაც შვილები წაართვეს, დაანარცხეს ძირს უდროოდ მოგლეჯილი ყვავილებივით, გაატანეს წყალს, ეს გლოვა ხომ შენი არის, დედა თბილისო! დღეს მე სული ვარ, მაღლა ცაში აჭრილი, არწივად გარდასახული, რომელიც მახვილი მზერით ათვალიერებს მტერს და არ მისცემს შენი იავარქმნის საშუალებას, ღმერთმა გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, დედა თბილისო1

Wednesday, August 5, 2015
მზეს არ უმზერენ მზესუმზირები
მზეს არ უმზერენ მზესუმზირები, -
თავებს დახრიან მძიმე კირთებით,
გული სავსე აქვთ სიკეთით, დიდით,
თავებს რომ ხრიან, რაღაზე გიკვირთ?!
თავებს დახრიან მძიმე კირთებით,
გული სავსე აქვთ სიკეთით, დიდით,
თავებს რომ ხრიან, რაღაზე გიკვირთ?!
იქნებ არც იყავი!
იქნებ არც იყავი და ტყუილად მიყვარდი,
გონებამ მირაჟში ცხოვრება მაჩუქა,
არაფერს არ ვნანობ, მინდა რომ მიყვარდე,
ოღონ ის მითხარი, ამ ქვეყნად სად გნახო!
გონებამ მირაჟში ცხოვრება მაჩუქა,
არაფერს არ ვნანობ, მინდა რომ მიყვარდე,
ოღონ ის მითხარი, ამ ქვეყნად სად გნახო!
დედა(ავტობიოგრაფიული მოთხრობა)
დედა, შეიძლება ამაზე ტკბილი და თბილი სიტყვა წარმოთქვა?! თქვენი არ ვიცი და მე დედაჩემი მთელ ქვეყანას მირჩევნია, თუმცა წლებია მისი ნახვის საშუალება არ მაქვს. დღეს ის უკრაინაში ცხოვრობს. მოგეხსენებათ, რა ძნელია, ფინანსური განხრით, სხვა ქვეყანაში წასვლა, ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი კი ამის საშუალებას არ იძლევა..საქართველოში 90-იან წლებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის დროს ის სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ შემდგომ უკან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო, ხერხემალი დაიზიანა და გადაადგილება უჭირს. ძნელია დედის გარეშე ცხოვრება, რადგან ის შუქია, რომელიც გზას გინათებს, ვარსკვლავია, რომელიც ზევიდან დაგცქერის და მტერს აფრთხობს, მზე და მთვარეა, რომლის გარეშე დედამიწა არ იქნებოდა დედამიწა. მენატრება ჩემი ლამაზი და ჭკვიანი დედა, თუმცა მიუხედავად იმ სივრცისა, რომელიც ჩვენ გვაშორებს, ის ყოველთვის ჩემთანაა, არასდროს მტოვებს, რჩევებს მაძლევს, ყოველთვის ვგრძნობ მის სიახლოვეს.
როგორც უკვე მიხვდით, დედაჩემი უკრაინელია, დიდი ხნის წინათ ის საქართველოში ბიძასთან ჩამოვიდა და სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მამა კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ტრამვაიში გაიცნო. თურმე ვიღაც ბიჭები ამ უკრაინელ ულამაზეს გოგონას აწუხებდნენ, აქ კი მამაჩემმა იყოჩაღა და დამცველად დაუდგა. მას შემდეგ ერთმანეთი კარგად გაიცნეს და დაქორწინდნენ, თუმცა, როგორც დედა ყვებოდა, მამაჩემს თავი შეუცოდებია, ობოლი ვარ, არავინ მყავსო, ქორწილის შემდეგ კი ჩამოვიდნენ, საჩუქრებით დატვირთული, ჩვენი იმერელი ნათესავები, ბებიას წინამძღოლობით.ბებიას მაშინვე მოსწონებია რძალი, მას შემდეგ მათი ურთიერთობა სამაგალითო იყო, არასოდეს გამიგონია მათ ერთმანეთზე საყვედური ეთქვათ.უკრაინელმა ქალმა ხუთი შვილი გააჩინა, ქართული ისწავლა, მახსოვს როგორ გვიკითხავდა იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარს" ქართულად (მაშინ მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი), თვითონ ყველა ქართველი მწერლების შემოქმედებას გაეცნო ქართულ ენაზე, განსაკუთრებით მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები მოსწონდა. მშობლებმა ქართულ სკოლაში შეგვიყვანეს, რაც ასევე იშვიათი იყო, რადგან ბავშვები რუსულენოვანი ოჯახებიდან რუსულ სკოლებში შეჰყავდათ ხოლმე. ჩვენი დედა, რა თქმა უნდა, .რუსულად გველაპარაკებოდა, ქართულად ლაპარაკი უჭირდა, თუმცა ცდილობდა, მამა-ქართულად, ასე რომ სკოლაში მისვლისას თავში დომხალი გვქონდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი კარგად გვესწავლა. სამაგალითო ბავშვები ვიყავით, რაშიც დედის დიდი დამსახურება იყო. ქართველი ბავშვები ქართულად უნდა გაიზარდონ, ამბობდა ის, და ამ დევიზისთვის არასდროს უღალატია.მახსოვს არეულობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტების პერიოდი. დედა მაღაზიაში შესულა, უცებ ვიღაცა (საშინელ ხალხს რა დალევს) გამოუვარდა და შეურაცხყოფების მიყენება დაუწყო, რუსო, წაეთრიე შენს ქვეყანაშიო, გაოგნებულა, ძლივსღა მოუხერხებია ეთქვა, რომ ხუთი ქართველი გაზარდა. მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს განელებია სიყვარული საქართველოსა და ქართველების მიმართ. - მენატრება საქართველო- ასე ამბობს ხოლმე და ცრემლი დაედინებაო მის ჯერ კიდევ ლამაზ უბერებელ სახესო-,ხშირად გვეუბნება ჩემი ძმა, რომელიც ასევე უკრაინაში გადაიხვეწა დედასთან ერთად. დედას ძალიან დაწყდა გული, როცა დათომ იქაური ცოლი მოიყვანა და უკრაინაში დარჩა საცხოვრებლად, ქართველი რძალი უნდოდა. მაპატიებს ალბათ ჩვენი რძალი, ამას რომ ვამბობ. ცხოვრების უკუღმართობამ გაგვყარა ახლობლები და სიმინდის მარცვლებივით მოგვაბნია მთელ დედამიწაზე. მენატრება ჩემი თბილი, ტკბილი, სტუმართმოყვარე დედა, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის გულს ამოიღებდა ხოლმე, დაუდებდა თეფშზე და ისე მიართმევდა, თუმცა საქართველო არ აღმოჩნდა მისთვის სტუმართმოყვარე, ისევე როგორც ბევრისთვის. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ადღეგრძელოს დედაჩემი!

მთვარის საიდუმლო თავი VI ( ავტორი: სოფიო ჭელიძე)
თავი VI
მეორე დილით, როდესაც მე სამსახურში მივედი, ჩემს კაბინეტთან, მდივანისათვის განკუთვნილ მაგიდასთან, დამხვდა უცნობი და საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის სტუმარი, ეს იყო ლამაზი, წითური, ხუჭუჭათმიანი, ზღვისფერთვალება, თოვლზე თეთრი, ნაზი მოვლილი კანის მქონე ჭორფლიანი ქალი, სახეს სქელი წითელი ტუჩები უმშვენებდა, პატარა აპრეხილი ცხვირი ჰქონდა, საშვალო სიმაღლის გახლდათ, კოხტა ტანის, შესანიშნავ გრძელ მუქ იასამნისფერ კაბაში გამოწყობილი. ის ჩემთან გასაუბრებაზე იყო მოსული, სამსახურის თაობაზე, როდესაც ის დავინახე, გულმა თრთოლვა დამიწყო, მივხვდი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ დავიღლებოდი ამ ულამაზესი არსების ცქერით, ის ნამდვილად წააგავდა თამამ და თავისუფალ გაზაფხულის ფრინველს, მერცხალს, კაბინეტის კარგი გავუღე, ქალმა გაიღიმა და ამ ღიმილმა მომაჯადოვა, საუბრის დროს გაირკვა, რომ მას არა მხოლოდ ფიზიკური სილამაზე გააჩნდა, არამდე სულშიც ია ამოსდიოდა, მის კატრინა დევიტსონი, რომელიც ჩემზე 1 წლით ახალგაზრდა 38 წლის ქალბატონი აღმოჩნდა და რომლის სახეზეც ასაკი არავითარ კვალს არ ტოვებდა, განათლებული, გამოცდილი მდივანი და კარგ ოჯახში აღზრდილი ღირსეული ინგლისელი ქალბატონი გახლდათ, მე რა თქმა უნდა ავიყვანე ის ჩემს დამხმარედ და ფრიად გავბედნიერდი, რადგანაც ყოველ დღე დავინახავდი ამ მშვენიერ არსებას, მის შემხედვარეს ყველა პრობლემა გადამავიწყდა, უეცრად ოთახის კარი ვიღაცამ სწრაფად და მკვეთრად შემოაღო, ეს აღელვებული ვილიამი აღმოჩნდა, მას თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა, დორბლებს ძლივს იკავებდავ, შემოავლო ოთახს თვალი, მის კატრინას დანახვაზე წარბიც არ შეუხრია, თავისი ლამაზი თვალების მზერა ჩემზე შეაჩერა, მე ვიჯექი ჩემს მაგიდასთან და საბუთებს ვაწერდი ხელს, მან უეცრად გაბრაზებული და იმედგაცრუებული სახე მიიღო, ღრმად ამოიოხრა და თქვა:
- კი მაგრამ, ფრედ, მე მეგონა უკვე მზად იყავი ჩემთან ერთად წამოსასვლელად!- ჩემი მეგობრის სახე, სევდამ მოიცვა, მისი ამბიციები დროებით წარსულს ჩაბარდა, ჩემი მოუმზადებლობის გამო.
- მაპატიე, მეგობარო, საქმეები მქონდა, ახალი მდივანი ავიყვანე, გაიცანი მის კატარინა- ფრედი ნამდვილი ჯენლტმენი იყო, მან დაიცვა ჩვეული ეტიკეტი, ახლოს მივიდა ქალთან, მანაც ნაზად გაუწოდა ხელი და ვილიამი ეამბორა.
- ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი გაცნობით მის!.- ბლექის უნაკლო კაცურ სახეს ყალბი ღიმილი გამოესახა, მას ეტყობოდა, რომ არავინ და არაფერი არ აინტერესებდა საქმის გარდა. სახე მოეღრიცა და მომთხოვნი ტონით მომმართა.- ფრედ სწრაფად ჩაიცვი, მანქანაში დაგელდები!
სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი, ვილიამი მაშინვე წავიდა. მეც ჩავიცვი, ბოდიში მოვუხადე კატარინას და გავედი გარეთ, ძალიან ციოდა, წინწკლავდა კიდევაც, დიდი წვეთები ყინულის ნატეხებივით მეცემოდა, ჩავჯექი მანქანაში, მისტერ ბლექმა უსიტყვოდ დაძრა ძველი ''შევროლე'', როდესაც პოლიციის განყოფილება თვალს მოეფარა, მან ხმა ამოიღო: - ბევრი ვიფიქრე, ფრედ, გუშინ ღამით მომხდარზე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ მანქანა სარას მკვლელმა დამიზიანა, ის გვეთამაშება და ამითი უსაზღვრო სიამოვნებას იღებს, მან იცოდა, რომ ჩვენ არ გადავიჩეხებოდით და ცოცხლები გადავრჩებოდით, ვფიქრობ, რომ გუშინ ტყეში ის უცნობი ძაღლიანად ან თვითონ მკვლელი იყო ან მისი დამხმარე, ჩვენ მას პირისპირ შევხვდით და ვერც კი მივვხვდით ვინ იყო ის, შემდეგ კი მანვე შეაკეთა მანქანა, არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც ჩანს, ის ნამდვილი გიჟია!
გავიაზრე მეგობარის ნალაპარაკები.-შეიძლება ის სრულიად მართალიაა-გავიფიქრე, უკმაყოფილოდ და სინანულის გრძნობით ვუპასუხე: -სატანასავით ეშმაკია ის ჭკუიდან გადასული, ფიქრობ, რომ ჩვენი წამებით მართლა ერთობა?!
- სრულიად დარწმუნებული ვარ მაგაში!- ვილიამმა კბილებიდან გამოსცრა.
მანქანა ადიოდა აღმართზე, საიდანაც კარგად მოჩანდა ის უღრანი შავი და 'მისტიური' ტყე, სადაც უცნობი მწვანე პალტოიანი შეგვხვდა, თითქოს თავში ჩამესმოდა ნადირის
უცანური ხმები, მანქანა მიუახლობდა ჰარისონების უზარმაზარ შავ ჩუქურთმებიან რკინის ჭიშკარს, ნისლიანი და ბნელი ამინდის გამო, სასახლის ბუნდოვან მოხაზულობას ვხედავდით, სახლი თითქოს ჩამკვდარიყო, კარი მსუქანმა წითელლოყებიანმა მოსამსახურემ გაგვიღო, შეგვიპატიჟა სასტუმრო ოთახში, სადაც ახალგაზრდა ქერა მაღალი, დარდისგან განაწამები გამომეტყველებით, დაახლოებით 27 წლის ახალგაზრდა ვაჟი დაგვხვდა, ეს დილან ჰარისონი იყო, მისი სახე ნერვიულობისაგან და დაძაბულობისგან სულ გათეთრებულიყო, დილანს ეტყობოდა, რომ ძალიან დარდობდა საცოლის მოულოდნელი არაადამიანური დაღუპვის ამბავს, ახალგაზრდას შავი კოსტუმ-შარვალი ეცვა, სუფთა თეთრი პერანგი და მუქი ნაცრისფერი ჰალსტუხი ამშვენებდა მის სადა და ამავე დროს მდიდრულ ჩაცმულობას, უცბად გამახსენდა, რომ დღეს სარას დაკრძალვის დღე იყო, ვილიამი ოთახში მდგომ ყველა საგანთან ახლოს მიდიოდა, ყველაფერს ხელით სინჯავდა და დაჟინებით ათვალიერებდა, დილანთან საუბრარის დროს მე ეჭვიც არ შემპარვია, რომ ის არ მოკლავდა თავის საცოლეს, ის სასწაულებრივ შეყვარეული იყო, მე მეგობრულად დავუსვი მას კითხვა: - დილან, შენ ხომ უნდა შეხვედროდი სარას იმ საშინელ საბედისწერო დღეს?
- დიახ, მე მას შევხვდი კიდევაც, არაფერი საეჭვო, ის ძალიან ლამაზი, მშვიდი და გახარებული იყო, რომ ინტერვიუ თავისი ძველი მეგობარის, ცნობილი მეცნიერის, ფრედ ედკინსონისგან უნდა აეღო.- სევდიანად მიპასუხა მან.
ცოტა ხანში ჩვენ დავამთავრეთ დილანის დაკითხვა და გვინდოდა მამამისსაც გავსაუბრებოდით, მაგრამ ის სახლში არ აღმოჩნდა, ვილიამს ძალიან დასწყდა გული, შემდეგ ჩვენ თითეული მსახური დავკითხეთ, უმეტესობამ არაფერი იცოდა, ხოლო ერთ ქალს, რომელმაც კარი გაგვიღო და თბილად გაგვიმასპინძლდა, წამოსცდა ისეთი რამ, რამაც მე და მისტერ ბლექი ძალიან დაგვაინტერესა და მაშინვე ჩავაფრინდით მის წარმოთქმულ სიტყვებს,წითელლოყებიანმა მოსამსახურემ გვითხრა: -იცით რაა, მისტერ ბლექ და მისტერ ბენეტ, ძალიან ვწუხვარ ასე რომ მოხდა, სარა საოცრად კარგი გოგონა იყო, დილანს და მას ნამდვილად უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, მათ სიყვარულს მხოლოდ მისტერ ჰარისონი ეწინააღმდეგებოდა, არ მოსწონდა, რომ მისი შვილის სატრფო ღარიბი ოჯახიდან იყო, მართლაც ისე მოხდა, როგრც მას უნდოდა, ძალიან ვწუხვარ.
ჩვენ ჩავჯექით "შევროლეში", საკმაოდ გახარებული ვიყავით, რადგან ახალი საეჭვო ინფორმაცია შევიტყვეთ, მაგრამ მაინც გულდაწყვეტილები დავრჩით, რომ ოჯახის თავკაცს ვერ გავესაუბეთ პირადად, უამრავი აზრები გვაწუხებდა და ერთმანეთს ვუზიარებდით მე და მისტერ ბლექი, მოულოდნელად ვილიამმა მანქანა დაღმართზე სწრაფად დაამუხრუჭა, თავი ჩახარა, გაოცებული ვიყავი მისი მოქმედებით, მან ამოიხედა და გაოგნებული ხმით წარმოთქვა: - ფრედ, მე რაღაც ვიპოვე!...

Tuesday, August 4, 2015
ჩემი უკრაინელი ბებია (ავტობიოგრაფიული მოთხრობა)
ნეტავ რა უფრო მეტად მიყვარდა, კარტოფილის ,,ვარენიკები" თუ ალუბლის?! ყაყაჩოს ღვეზელი თუ ვაშლის ,,პეროგი"?! ჩემი უკრაინელი ბებიას მიერ გამომცხვარი, ის ხომ ნამდვილი ოსტატი იყო ამ საქმეში! ახლა ვხვდები, რომ ყველაზე მეტად მაინც ალუბლის ვარენიკები მომწონდა, მომჟავო-მოტკბილო გემოთი, ალუბლის ბაღი გვქონდა, დიდზე-დიდი, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეჩვენებოდა. მწიფე ალუბალს არ ვტოვებდით ხეზე მე და ჩემი და-ძმები, შევესეოდით, პირს ვიტკბარუნებდით. ალუბლის სიყვარულმა ერთხელ ჩემი და ხიდანაც კი გადმოაგდო და ხელი მოსტეხა, რის გამოც ბებიამ გაგვტყიპა ყველანი, მას მერე ხეზე ასვლას გვიშლიდა, მაგრამ ჩვენ რა შეგვაჩერებდა.
მშრომელი ბებია მყავდა, ერთ დროს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ნამუშევარი, მკაცრიც იყო .მუშაობას პატარაობიდან გვაჩვევდა, კარტოფილის ნათესებში შევდიოდით და ფოთლებს კოლორადოს ხოჭოს ვაცლიდით ( ქილებში ვაგროვებდით). ერთგვარი გასართობიც იყო ჩვენთვის.
საჩუქრებით და ნუგბარითაც ხშირად გვიმასპინძლდებოდა. ჩვენი განებივრება რომ შესძლებოდა (ზაფხულობით ორი-სამი თვით მივყავდით იქ მშობლებს), ხუთნი ვიყავით, დამლაგებლად იწყებდა მუშაობას კულტურის სახლსა და ფოსტაში, ეს შენობები ჩვენს სახლთან ახლოს იყო, ამავე დროს ჩვენთვისაც უნდა გაეწია მეთვალყურეობა, რაც ადვილი არ იყო, ცელქები ვიყავით, ორი ბიჭი და სამი გოგო, თანაც ერთმანეთზე პატარები. თვითონ ძროხა არ ჰყავდა, მაგრამ ახალ-ახალი რძე რომ გვქონოდა, ყოველდღიურად, მეზობელთან მოილაპარაკებდა ხოლმე და თივას რძეში უცვლიდა. ჰექტარი მიწა ჰქონდა. თვითონ უვლიდა, მარტო, რა არ მოჰყავდა ამ მიწაზე: კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ბარდა, სტაფილო, ხახვი, ჭარხალი, სიმინდი.კურდღლების პატარა ფერმაც ჰქონდა, ასე რომ იქ ჩასულებს არაფერი გვაკლდა. მეზობლებიც მოდიოდნენ ხელდამშვენებულები, აქაოდა, საქართველოდან სტუმრები ჩამოვიდნენო, ყურადღებას არ გვაკლებდნენ. ვისაც რა ემეტებოდა, ის მოჰქონდა, ეს კი ცოტა არ იყო. განსაკუთრებით უყვარდათ საკაბე ნაჭრების მოტანა, რითაც ბებია კაბებს გვიკერავდა, შესანიშნავად კერავდა და ქარგავდა.
მის უკრაინულ ალიზით მოზელილ სახლში ყოველთვის სისუფთავე სუფევდა. ბალიშებზე მოქარგული ტილოები იყო გადაფარებული, ლამაზი ჭურჭელი იდგა კარადებში, რომლებიც მერე მზითევში გამომიგზავნა, როცა გავთხოვდი. მახსოვს სიგრილე და ტბილი სუნი, რომელიც იქ ტრიალებდა. სამზარეულო ცალკე შენობაში იყო განთავსებული. არასდროს დამავიწყდება ბებიას ცისფერი თვალები და ის გამჭოლი მკაცრი მზერა, რომლითაც შემომხედავდა ხოლმე. თვითონ ომგამოვლილი გახლდათ,. რა ვიცოდი, რომ ის მომავალი მძიმე ცხოვრებოსთვის მამზადებდა. ძალიან მინდოდა მისნაირი ზღვისფერი თვალები მქონოდა და ის ენერგია, რომელიც ალბათ მზესაც შეშურდებოდა,

ნუ შეეხები!
არაფრისმთქმელი სიტყვებით თუ განმეორდები,
მტვერს თუ გააცლი დამარხული გულის ნაპირებს,
კემსავ ჭრილობას, შეხორცებას რომ არ აპირებს...
ნუ შეეხები სულის სიმებს, ერთხელ ნატირებს.

Monday, August 3, 2015
დიდი ხნის შემდეგ
დიდი ხნის შემდეგ მოთოვს და მოწვიმს,
ახლა ღრუბლები მაწვება მხრებზე,
თვალებს ზეცისკენ ვერხვივით ვაპყრობ,
ნუგეშს და იმედს ლოცვებში ვეძებ.
ახლა ღრუბლები მაწვება მხრებზე,
თვალებს ზეცისკენ ვერხვივით ვაპყრობ,
ნუგეშს და იმედს ლოცვებში ვეძებ.
იმ იებს რა ვუყო?!
ღვთიშობლის ხატთან ვილოცებ,
სანთელად ჩამოვიქნები,
ფიქრი ცისაკენ გამაფრენს,
დღესა ვარ, ხვალ არ ვიქნები.
თმაზე ჭაღარა დამათოვს,
სულში იკვნესებს ზამთარი,
მაგრამ იმ იებს რა ვუყო,
საკოცნელად რომ მზად არის?!.
ჩემს იმერეთს(ავტობიოგრაფიული მოთხრობა)!
გამორჩეულად ვუყვარდი ჩემს იმერელ ბებიას. თუმცა თვრამეტი შვილიშვილი ვყავდით, (მაპატიოს ჩემმა ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა და და-ძმებმა).ამის მიზეზი ახლაც არ ვიცი, ალბათ ყველასგან განვსხვავდებოდი გარეგნობით. ქერა ვიყავი, დიდი მწვანე თვალებით, ყვითელი, ყვითელი, როგორც იხვის ჭუჭული. მაშინვე მიხვდებოდი, რომ დედა უკრაინელი მყავდა, თუმცა აქაურებისთვის უკრაინელიც და ბელორუსიც რუსი იყო და რუსს მეძახოდნენ.რძლითაც ძალიან ამაყობდა ბებია, ასეთი ლამაზი რძალი არავის ჰყავსო,-იტყოდა ხოლმე. იმერეთში ჩვენი ჩასვლა, ზეიმი იყო მისთვისაც და ჩვენთვისაც. ყოველდღე ცხვებოდა ხაჭაპურები, იკვლებოდა ქათმები, წავიდოდით თბილისში. დარჩებოდა ბებია სარჩო-საბადებლის გარეშე, მაგრამ იხტიბარს არასდროს იტეხდა ყოველ თვე გვაკითხავდა ქალაქში, ხან კაკლის მურაბა ჩამოჰქონდა, ხან ვარდის (ვარდების ბაღი ჰქონდა ეზოში), ორ-სამ დაკლულ წიწილასაც გამოაყოლებდა, აბა, ხუთ ბავშვს გაზრდა არ უნდაო?!- იტყოდა.კმაყოფილი იყო, რომ დედამ ამდენი შვილი გააჩინა. თუმცა სკოლაში, უფროს კლასებში, ეს ხშირად ჩვენი დაცინვის საგანი ხდებოდა. მახსოვს რეპლიკები: '"შენს მშობლებს ტელევიზორი არ აქვთ?" ან "თქვენთან ბნელა?!" და ა. შ. ძალიან მწყინდა.მაგრამ რას ვიზამდი. რომ გაიგებდნენ, დედა "რუსი" მყავდა, არც ეს აღაფრთოვანებდა ვინმეს.თითქოს მე და ჩემს და-ძმებს დიდი დანაშაული გვქონდა ჩადენილი, გაგავაჩინა უკრაინელმა ქალმა და გავიზარდეთ მრავალშვილიან ოჯახში, რაც მაშინ მართლაც იშვიათი იყო. დედას გმირობის მედალიც კი გადასცეს ხუთი შვილის გაზრდისთვის, თუმცა ეს ჩვენ არავითარ პრივილეგიებს არ გვანიჭებდა. მატერიალურად გვიჭირდა.დედა ვერ მუშაობდა, მამას კი იმდენი შემოსავალი არ ჰქონდა რომ სრულიად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით. მიუხედავად ამისა,დასასვენებლად,ზაფხულობით, ხშირად დავდიოდით უკრაინაში, თუმცა მე იმერეთში ყოფნა მერჩივნა, ამიტომაც, ჩემი კატეგორიული მოთხოვნით, მშობლებს ჩხარში მივყავდი ხოლმე.
. არასდროს დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რომელსაც იქ ვგრძნობდი მეზობლებისა და ნათესავებისგან მეფერებოდნენ, ხელიდან ხელში გადავდიოდი. ყველას ჰქონდა გადანახული ჩემთვის ერთი კანფეტი.
სოფელში მდინარე ქვერუნა ჩამოდიოდა, მივდიოდით იქ ბავშვები, გავწვებოდით დიდ თეთრ ქვებზე, ვირუჯებოდით, მზე გვიღიმოდა და ჩვენც ვივსებოდით ენერგიით, რომელიც მერე მთელი წელი უნდა გვყოფნიდა. საღამოობით ციცინათელებით ივსებოდა იქაურობა.როგორ მომწონდა და მიყვარდა ეს მწერები!!! თავიდან მწერი არც მეგონა, რაღაც ზღაპრულ მოციმციმე ვარსკვლავებად უფრო მივიჩნევდი, მაგრამ ერთხელ დაიჭირეს და პატარა კოლოფში ჩასვეს, მანახეს რომ ერთი უსახური მწერი იყო, მაგრამ მის მიმართ სიყვარული მაინც არ გამქრობია.

ვანიჩკა ბაბუას (მამაჩემის მამინაცვალი იყო) თეთრი ცხენი ჰყავდა, ღვიძლი შვილიშვილივით ვუყვარდი.ხშირად შეაბავდა ცხენს "ტაჩკაში", როგორც ეძახხდნენ, და მასეირნებდა. ჩხარში მაშინ შაბათ-კვირას ბაზრობა იმართებოდა. მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ ქვევრები, დოქები, ძალიან მიყვარდა იქ სიარული. დაამწკრივებდნენ ჭინჭილებს, ბაბუა აუცილებლად მიყიდიდა ერთს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორი ამაყი ვბრუნდებოდი ბებიასთან დოქით ხელში! გზაში "წვრილ კამფეტებსაც" მოაყოლებდა, ასე ვეძახდი, ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი!
ძალიან მომწონდა წყაროზე სიარული, დღეში რამდენჯერმე მივდიოდი ბაბუას ნაყიდი დოქით ხელში, ჩამოვჯდებოდი კიბეებზე (წყაროსთან რომ მოხვედრილიყავი, კიბეები უნდა ჩაგევლო), ცივ წყალში გავიჭყუმპალავებდი ბეღურასავით და ნახევრად სველი ვბრუნდებოდი შინ. ტყეები, ყანები, მინდვრები, ყვავილები, წყაროები, აი, რაც მაკავშირებს ჩემს სოფელთან და ის დიდი სითბო, რითაც იმერლები გამოირჩევიან. თუმცა დიდი ხანია აღარაა ცოცხალი ბებია, ბაბუა, ის ციცინათელები დღესაც მინათებენ
ცხოვრების გზას და სითბოთი და სიყვარულით მავსებენ!
Sunday, August 2, 2015
მთვარის საიდუმლო თავი V ( ავტორი: სოფიო ჭელიძე)
თავი V
მანქანა გაუჩერებლივ სწრაფად მიჯაყჯაყებდა დაღმართზე, ვილიამი ყველანაირად ცდილობდა დაემუხრუჭებინა და გაეჩერებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ხის ტოტები "შევროლეს" ეხეთქებოდა და ფხაჭნიდა, მესმოდა ვილიამის შეძახილები, თავი მიკანკალებდა განუწყვეტელი ხტუნვისაგან, გამეხარდა, როცა დავინახე, რომ დაღმართი მთავრდებოდა და, ჩემი ვარაუდით, მანქანა სადმე სწორ ადგილას უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ უეცრად შევნიშნე წინ აღმართული მრავალსაუკონოვანი ხე, მხოლოდ სასწაული გადაგვარჩენდა, მანქანა მთელი სიჩქარით მიჰქროდა ხესთან შესახვედრად და ჩვენს დასაღუპავად, დაღმართს გამოვცდით, ხეს უკვე რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა, ის სულ ახლოს და ახლოს მოჩანდა, მაგრად ჩავეჭიდე სავარძელს, თვალები დავხუჭე, მოულოდნელად მანქანა გაჩერდა, გაოცებულმა თვალები სწრაფად გავახილე, მანქანის წინ აღმართულიყო ვიღაცა უცნობი ძაღლთან ერთად, მუქ მწვანე პალტოში, რომელსაც კაშნი ჰქონდა შემოხვეული ცხვირ-პირზე, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, ქუდი ისე ეფარა, რომ მისი სახე სულ მთლად ჩრდილს მოეცვა, უცნობის სახის გარჩევა შეუძლებელი იყო, ნუთუ ამ კაცმა შეაჩერა მანქანა?!- დავუსვი ჩემს თავს კითხვა. ვილიამს თვალები გაფართოვებოდა, გიჟის გამოხედვით შესცქეროდა უცნობს, შემდეგ ეცა მუხრუჭს, რაღაცის წვალება დაიწყო, აწია თავი, გაბრაზებული სახე ჰქონდა და მითხრა, რომ მანქანას მუხრუჭი ჰქონდა გაფუჭებული, გავიფიქრე, რომ ვიღაცამ განგებ გააკეთა ეს, ჩემს მეგობარსაც იგივე აზრი დაებადა და განრისხდა, გააღო მანქანის კარები, თავის გრძელი ფეხი გადმოდგა და თვალი მოავლო არემარეს, ჩვენ ავღმოჩნდით ტყეში, რომელიც გარშემორტყმული იყო მრავალწლოვანი, მაღალი ხეებით, ვილმიამი მიუახლოვდა უცნობს, გაბრაზებული და ზედმეტად გაცხარებული ადამიანის მბრძანებლური ხმით ჰკითხა: - სერ, მე მოვითხოვ აგვიხსნათ, რა ადგილია ეს?!-
ძაღლმა საზარელი ყეფა მორთო, რომელიც პირდაპირ ტვინს მიხვრიტავდა, კაცმა ოდნავ ჩამოიწია კაშნი და ბოხი ხრინწიანი ხმით თქვა: - ეს დიდი და მისტიური ბნელი ტყეა, სერ, ძალიან საშიშია აქ ასეთ დროს ყოფნა, ნადირები გამოდიან! - მომეჩვენა, რომ მის თითქმის გაურჩეველ ბნელ სახეზე, ღიმილმა გაიელვა.
- თუ აქაური ხართ,აგვიხსენით, ფეხით როგორ მივიდეთ ფრედ ედკინსონის სახლთან?! - უთხრა ვილიამმა, კაცმა თავისი უსიამოვნო ხმით მიგვასწავლა გზა. ცივმა ქარმა დაუბერა, მართლაც, როგორც ვილიამმა მითხრა, ძალიან ცივი ამინდი იყო, ქარის წუილს აჰყვა ხეების ფოთლების შრიალი, მთვარე გამოვიდა ცაზე, გამოჩნდა მთა, რომელზეც უზარმაზარი სასახლე იყო წამოჭიმული, მე და მისტერ ბლექი გავოგნდით, ვილიამმა ისევ მკაცრად იკითხა: - ვისია ეს სასახლე, მისტერ?
- ეს დილან ჰარისონის და მისი მამის სახლია.
განვცვიფრდით, ეს ხომ გარდაცვლილი მის სარას საქმროს სახლია?! მე და ვილიამი თვალისმოუშორებლად ვაკვირდებოდი შენობას,როდესაც შემოვბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ უცნობი კაცი უკვალოდ გამქრალიყო, ამან გაგვაოცა, ძალიან საეჭვო კაცი ჩანდა-გავიფიქრე. ფეხით მივაღწიეთ ედკინსონის დიდ სახლამდე, რომელსაც ულამაზესი არქიტექტურა ჰქონდა, შესანიშნავი ყვავილებიანი ეზო, ჩვენი მასპინძელი სულ მარტო ცხოვრობდა, გაუკვირდა, როდესაც გამომძიებლები მასთან დაკითხვაზე მივიდნენ, ასე გვინ, თანაც უმანქანოდ, შინ შეგვიყვანა და ხარისხიანი კონიაკი დაგვალევინა, ოთახები სულ გაჭახჭახებული იყო, სასტუმრო ოთახის ერთ უზარმაზარ კუთხეში, სხვადასხვანაირი ძვირფასი დანები იყო გამოფენილი, ვილიამმა აჩვენა მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი დანა. ჩვენ შევიტყვეთ ის, რომ ეს დანა ფრედმა თავის მეგობარ ჟურნალისტ სარას აჩუქა, რადგან მას ის ძალიან მოეწონა, ხოლო მკვლელობის დღეს იგი ქალაქგარეთ, თავის დასთან წვეულებაზე იმყოფებოდა, ნათესავებთან ერთად, მისმა დამ და ნათესავებმა ტელეფონით ეს ფაქტი დაადასტურეს,ამგვარად, ფრედს მტკიცე გაუტეხელი ალიბი აღმოაჩნდა, ის არ იყო მკვლელი, მხოლოდ კარგი მეგობარი იყო სარასი, რომელსაც იგი არასოდეს ავნებდა.
ფეხით მივჩანჩალდით იმ ადგილამდე, სადაც მანქანა დავტოვეთ, ძალიან ბნელოდა. მთვარე ღრუბლებს დაეფარა. ღამის 10 საათი იქნებოდა, ქარი ძვლებში ატანდა, ნისლი მატულბდა, ტყეში დაბრუნებისას გვესმოდა ისეთვე გაუგებარი ხმები, როგორიც მკვლელობის ადგილზე, წინა ღამით, შემზარავი გრძნობა დამეუფლა, ჩავჯექთ "შევროლეში", ვილიამს უნდოდა ენახებინა ჩემთვის გაფუჭებული მუხრუჭი, რომელმაც ავარია გამოიწვია, მაგრამ სასწაულებრივ აღმოჩნდა, რომ იგი შეკეთებული იყო, ბლექმა გადაატრიალა გასაღები და მანქანის მოტორიც აღმუვლდა, ის დაიქოქა, ამას ახსნა- განმარტება ვერ მოვუძებნეთ. მანქანით გავუყევით ჩაბნელებულ გრძელ გზას, შევნიშნეთ უზარმაზარი მისტიური სასახლე და ვილიამმა წარმოთქვა უკვე სასიამოვნო და ჩვეული ამბიციურობით: - ხვალ ჩვენ ვესტუმრებით ჰარისონებს! - მის სიმპათიურ სახეზე ღიმილი დაიხატა...

Saturday, August 1, 2015
ენავ, ჩემო!
თბილო, ტკბილო, მრავლისმთქმელო,
სურვილების ამხდენელო,
დიდებულო ნატვრის ხეო,
შენი მოვლა ჩვენ ხელთ გვერგო,
ვაზის ძირო, პაპას ნერგო.
ჩვენო ხატო, ჩვენო ნეკნო,
სიხარულით მადლისმფენო,
გაფრენილო ცისა ფერო,
ლოცვა ხარ და გალობა ხარ,
შენზე ლექსი უნდა ვწერო.
სურვილების ამხდენელო,
დიდებულო ნატვრის ხეო,
შენი მოვლა ჩვენ ხელთ გვერგო,
ვაზის ძირო, პაპას ნერგო.
ჩვენო ხატო, ჩვენო ნეკნო,
სიხარულით მადლისმფენო,
გაფრენილო ცისა ფერო,
ლოცვა ხარ და გალობა ხარ,
შენზე ლექსი უნდა ვწერო.
Subscribe to:
Posts (Atom)