გიფრთხილდებოდი,
როგორც ყვავილს,
ნაზს და საყვარელს,
მტკიოდა შენი ტკივილი
და შენი დარდები,
ციცინათელა იყავი და
გზას მინათებდი...
დღეს კი, გამოჩნდა
უცნაური შენი ზრახვები...
ჯადოსნურ ყვავილს
დაეკარგა ფერი და ძალა,
გველის პერანგით
შეგიკერავს შენთვის სამოსი
და ათასობით ნაოცნებარ
ზმნით თუ ნაზმნარით,
დღეებს დავითვლი იმ
წარსულის სამოსახლოში...
No comments:
Post a Comment