Friday, March 29, 2013

მთვარე ცაზე ეხეტება


მთვარე ცაზე ეხეტება,
დადის, როგორც მოჩვენება,
გამჭვირვალე მოსასხამით
წყალში ოქროდ ირეკლება.
რძისფერ ორთქლში ჩაძირულა
მთები, ტყე და სოფლის კალო,
ვერცხლის სირმებს მოუქარგავს
ჩვენი ძველი სასაფლაო...
ნაღველს ვკლავ და ღამეს ვეტრფი,
შავ აჩრდილებს არხევს სიო,
წინაპართა სულებს ვიხმობ,-
მინდა, ლანდებს შევერიო.

No comments:

Post a Comment