Monday, March 18, 2013

ვარდების წვიმაა!!!


ვარდების წვიმაა, ფურცლობა მაისის,
ვარსკვლავთა ჭავლეთი ცისკიდურს ევლება,
ფიქრებმა შეისხეს ფრთები და გაფრინდნენ,
არ მტკივა ეკლებთან უშუალო შეხება...
მოდის გალაქტიკის ფერადი სხივები,
სამყაროს ცენტრში ვარ, ლამაზად თენდება...
ვარდებმა ჩაიცვეს დედოფლის სამოსი, -
ამ ღვთიურ ნათელში გავფრინდე ეგება.

No comments:

Post a Comment