აღარ მიკვირს, რომ ვიღაცას კლავენ,
მავანი კი ტკივილებით კვდება,
უფალი მალავს ნამიან სახეს
და ჩემი გულიც შეჭამა ცრემლმა.
Friday, June 26, 2020
უცხო მსმენელი (ერთსტროფიანი)
ჩამოდის ციდან უსასრულობის
ცისფერი, ლურჯი მანიშნებელი,
ჭრიჭინობელთა მოისმის ზურნა,
ყვავილებს ახლავთ თავის მხლებელნი
და ამ ბუნების ცეკვა - ზეიმში
მე ვარ უბრალო უცხო მსმენელი.
ცისფერი, ლურჯი მანიშნებელი,
ჭრიჭინობელთა მოისმის ზურნა,
ყვავილებს ახლავთ თავის მხლებელნი
და ამ ბუნების ცეკვა - ზეიმში
მე ვარ უბრალო უცხო მსმენელი.
Thursday, June 25, 2020
ნატვრის ხეს (ერთსტროფიანი)
ერთი ნატვრა მივიდოდეს ღმერთთან,
სიყვარულით შეგვივსებდეს თასს,
სადღეგრძელოს გამოვცლიდეთ ერთად!
სიყვარულით შეგვივსებდეს თასს,
სადღეგრძელოს გამოვცლიდეთ ერთად!
უსაზღვროა სიყვარული (ერთსტროფიანი)
უსაზღვრიოა სიყვარული,
მე რომ გზაზე მაცილებს,
მაგრამ ვერა მოვუხერხე
ჩვენი დროის მაცილებს.
მე რომ გზაზე მაცილებს,
მაგრამ ვერა მოვუხერხე
ჩვენი დროის მაცილებს.
სხვას არაფერი მიუჩივლოო (მოგონებებიდან)
სხვას არაფერი მიუჩივლოო, მეტყოდა ჩემი იმერელი ბებია, თუ რამე ცუდ ამბავს იტყვი, თან მიაყოლე: ხესა და და ქვას ვუჩივი, თორემ ცუდმა ამბავმა სხვაზე გადასვლა იცისო, ბავშვი ვიყავი და სულ მიკვირდა, რას მელაპარაკება-მეთქი ეს ქალი. მერე ცხოვრებისეული გამოცდილებით მივხვდი, რომ მართალი იყო. მახსოვს ერთხელ აფთიაქში შევედი, აფთიაქარმა ცუდი ამბავი მითხრა, აქვე გზაზე დღეს დილით მანქანა დაეჯახა ბავშვსო, ცუდად გავხდი, შევწუხდი, ბოლოს დამამშვიდა, გადარჩა, მხოლოდ ტვინის შერყევა აქვსო. მეორე დღეს ჩემი ლევანი, მეორედ გავუშვი მარტო სკოლაში, მანამდე მე დამყავდა, მეხუთე კლასში ახალგადასული იყო, გადმოვარდა ტროლეიბუსიდან და ტვინის შერყევა მიიღო, სამი დღე რეანიმაციაში გაატარა, მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, ჩემს მეორე შვილს კლასელმა ჰკითხა, შენს ძმას რა მოუვიდაო, იმანაც ჩამოაკაჭკაჭა, ტვინის შერყევა აქვს, საავადმყფოში წევსო, მეორე დღეს ის კლასელი სკოლაში არ მოვიდა, გავარკვიეთ, ფეხბურთში ვარჯიშობდა სტადიონზე, წაქცეულა და იმასაც ტვინის შერყევა მიუღია. ზოგიერთს ეს შეიძლება უბრალო დამთხვევად მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას, აზრს, ემოციას დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ჩვენი ახლობლებიც კი დავაზიანოთ, როცა ცუდ ამბავს ვყვებით, ამიტომ, მივაყოლოთ ხოლმე: ხესა და ქვას ვუჩივი, ამით ხომ არაფერი დაშავდება
.
.
სიცოცხლე (ერთსტროფიანი)
სიცოცხლე არის, თურმე თამაში,
ვერ ჩავერთვები, ღმერთო, ამაში,
არ მინდა ვცნობდე მის სასტიკ წესებს,
წერაატანილს მაინც მე მეძებს.
ვერ ჩავერთვები, ღმერთო, ამაში,
არ მინდა ვცნობდე მის სასტიკ წესებს,
წერაატანილს მაინც მე მეძებს.
Wednesday, June 24, 2020
წავიდეს! (სიმღერა)
არ უნდა ჩემთან და წავიდეს,
ჩემს თავს რა ვუთხარი, ბნედიანს,
გულის გზა ჩემკენ რომ ვასწავლე,
მისგან კი სითბო არ მეღირსა,
მიყვარდა, ვუყვარდი, მეგონა,
ვარსკვლავებს მიხსნიდა ზეციდან,
თურმე, აჰყოლია ალქაჯებს,
იმათი ჯიშის და გენისა.
მთვარეს ვიტყუებდით ტალღებში,
შუქი მწვავს იმ სხივთა ჩქერისა,
დღემუდამ ფიქრები მაწვალებს
და გრძნობას ვერ ვუსვამ წერტილსაც.
ჩემს თავს რა ვუთხარი, ბნედიანს,
გულის გზა ჩემკენ რომ ვასწავლე,
მისგან კი სითბო არ მეღირსა,
მიყვარდა, ვუყვარდი, მეგონა,
ვარსკვლავებს მიხსნიდა ზეციდან,
თურმე, აჰყოლია ალქაჯებს,
იმათი ჯიშის და გენისა.
მთვარეს ვიტყუებდით ტალღებში,
შუქი მწვავს იმ სხივთა ჩქერისა,
დღემუდამ ფიქრები მაწვალებს
და გრძნობას ვერ ვუსვამ წერტილსაც.
Saturday, June 20, 2020
რჩება ჩვენგანაც (ერთსტროფიანი)
რჩება ჩვენგანაც რაღაცა ნაზი,
ჩვენი გულის და სულის ნაწილი,
რომელიც კვებავს სხვის გრძნობებს ფაქიზს,
მას ვერ გააქრობს დრო და მანძილი.
ჩვენი გულის და სულის ნაწილი,
რომელიც კვებავს სხვის გრძნობებს ფაქიზს,
მას ვერ გააქრობს დრო და მანძილი.
Thursday, June 18, 2020
ბუნების ზეიმი (საბავშვო მოთხრობა)
ბუნების ზეიმი
ვანიკოს და ნიას პაპა ძალიან უყვართ, ის სოფლის ბოლოში ცხოვრობს, ესენი - სოფლის დასაწყისში, მარტოობა რომ არ აგრძნობინონ (ბებია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა), ხშირად მიდიან ხოლმე მასთან და ეზოში ჯერარშესულები შორიდან ყვირიან: - პაპა მოვედით! - იქვე მდგარი მთა ექოს გამოსცემს და ისიც იძახის: - პაპა, მოვედით, მოვედით! - ხმა უგრძელდება და დიდხანს გუგუნებს ერთსა და იმავეს, მერე პაპას სახლთან რომ ნაკადული ჩამოდის, ისიც ამღერდება ხოლმე, - მოვედით, მოვედითო, ახლა ჩიტები აჭიკჭიკდებიან: - მოვედითო, - მოკლედ შეიქმნება ბუნების ზეიმი. პაპაც, სადაც არ უნდა იყოს, გაიგონებს შვილიშვილების ძახილს, ულვაშებს გადაიწკიპავს, წვერზე ხელს ჩამოისვამს და ეგებება ბავშვებს ღიმილით, მაგრამ იმ დღეს კაცი არა და არ გამოჩნდა, იძახეს ბავშვებმა, იძახეს, ეზოშიც ყველაფერი მოათვალიერეს, ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. გულდაწყვეტილები სახლში გაბრუნებას აპირებდნენ, რომ მოულოდნელად პაპას ხმადაბალი საუბარი გაიგონეს, - ჩემო ჭრელა, ცოტაც მოითმინე, ცოტაც მოითმინე და პატარაც გეყოლება, - გაოცებული ბავშვები იქით გაეშურნენ, საიდანაც ხმა მოდიოდა და ბოსლის კარს მიადგნენ, ჩუმად შეაღეს, პაპას ძროხისთვის შემოეხვია ცალი ხელი, მეორეთი სახეზე ეფერებოდა და ცრემლებს უწმენდდა, ახალგამოჩენილებს დაუძახა, სახლში შედით, თბილი წყალი მომიტანეთ, სადაცაა პატარა ხბო დაიბადებაო. ბავშვებმა არ დააყოვნეს, ვედრო წყლით აავსეს, ცალ-ცალი ხელი მოკიდეს სახელურზე სხვადასხვა მხრიდან, მარტოები ვერ ზიდავდნენ და ბოსელში შეიტანეს, ახლა ჩვრებზე გაგზავნა პაპამ ბავშვები, დაგვჭირდება, ახალდაბადებული ხბო სისუფთავეში ხომ უნდა იყოსო, ისინიც მონდომებით ასრულებდნენ მის დავალებებს, ბოლოს კი მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ ძროხას და მალე საოცრებაც მოხდა, პატარა ხალებიანი ხბო გაჩნდა, ახალდაბადებული ფეხზე ძლივს დგებოდა, მაგრამ ბავშვებს თვალს არ აცილებდა და ცნობისმოყვარეობით უმზერდა, - ამათ ვის ვხედავო?! - ალბათ, ფიქრობდა კიდეც. რამდენიმე საათში კი პატარა ბაინდურა, ასე დაარქვა ვანიკომ, უკვე ეზოში დადიოდა ბავშვების გასახარად, თუმცა დედას გვერდიდან არ სცილდებოდა, შორს წასვლის თავი არც ჰქონდა, სუსტი ფეხებით ძლივს დაბანცალებდა. დედა ჭრელაც სიყვარულით ულოკავდა ქოჩორს, ესიყვარულებოდა თავის ერთას.
რამდენიმე დღეში ისე გაყოჩაღდა პატარა დეკეული, იცით, ალბათ, რომ დეკეული დედალ ძროხას ჰქვია, ორ-სამ წლამდე, სანამ თვითონაც ხბოს არ გააჩენს, რომ ბავშვებთან თამაშიც გააჩაღა, გამოქანდებოდა და პატარა რქებით ხან ნიას დაეჯახებოდა, ხან ვანიკოს. ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, სიხარულით ეთამაშებოდნენ, თუმცა ნია ხანდახან ზღართანსაც მოადენდა ხოლმე მიწაზე, მაგრამ ბალახიანი მოლი იფარავდა, არაფერი სტკენოდა. მუცელზე ღუტუნივით გრძნობდნენ ბაინდურას პატარა რქების მირტყმას, იცინოდნენ გულიანად ბავშვები. - ბაინდურა ჩემკენ! - დაიძახებდა ვანიკო, - არა, ჩემკენ! - აყვირდებოდა ნია, - ჩემკენ, ჩემკენ! - ექოს მისცემდა და გააგრძელებდა მთა, მერე ნაკადული არატრატდებოდა - ჩემკენ, ჩემკენო, - მერე ჩიტები აყვებოდნენ - ჩემკენ! - და იდგა ბუნების ზეიმი.
Published on
6/18/20 10:26 AM
Wednesday, June 17, 2020
შენ, ჩემო გულო, მეწყერო!
შენ, ჩემო გულო, მეწყერო,
რომ ჩამოშლილხარ ნახევრად,
მთათა კალთაზე დაფენილს
მზეს ვუცქერ ხატად, სახებად,
ღამით ვარსკვლავი დამყურებს,
შენს თვალებს მიემსგავსება,
არც რა მსურს იმისი მეტი,
მთვარეს ვუცქერდე სავსესა.
ხელს მომხვევს თავის სხივებით,
თან არ დამაკლებს ალერსსა.
მიწად დაშლილი ეს გული
წელშიაც გაიმართება.
არ მომკლა, კიდევ მაცოცხლე,
იებს გავუზრდი ბალღებსა,
ლურჯად მოფენილ მინდორზე
ზღაპარიც შეინახება.
Thursday, June 11, 2020
"შოკოლიტისთვის" "სახალისო ანაბანას" წარდგინება
"სახალისო ანაბანა" მაია დიაკონიძემ პატარებს უძღვნა, იმათ, ვინც ქართული ანბანის საიდუმლოს უნდა ეზიაროს. ლექსების გარდა, ამ წიგნში არის გამოცანებიც, ზღაპრებიცა და პიესებიც. ავტორი ბავშვებისთვის დახვეწილი, საინტერესო, გასაგები ენით წერს და ცდილობს ისინი სიკეთის, სილამაზის, მეგობრობისა და თანადგომის მადლს აზიაროს. "სახალისო ანაბანას" პერსონაჟებიც ცელქი, ზოგჯერ კი თავნება პატარები არიან, მაგრამ კეთილგონიერებით გამოირჩევიან, ცდილობენ საკუთარი ნაკლის დაძლევას ("ჩემია და ჩემია", "ძროხა და გოგიტა", "წუნია სოფო"). ხშირად ბავშვების უპირველეს მასწავლებლებად შინაური და გარეული ცხოველები გვევლინებიან ("დათვი და წერო", "ზოზინ-ზოზინით", "სკოლა, მელია და დათვი"). გოგონების, ფიქრიას და თეონას ძმობილი ზღარბი ძალიან ჭკვიანია და მეგობრებიც ასეთივე ჰყავს, რომ მერე თავსატეხი არ გაუჩნდეს. სოფოს კი, რომელიც დედას გაკეთებულ საჭმელს უწუნებს, ციყვუნიებმა ასწავლეს, როგორ უნდა სცეს პატივი მშობელს.
Владимир Высоцкий ''К вершине'' Памяти Михаила Хергиани
Владимир Высоцкий
''К вершине''
Памяти Михаила Хергиани
.
Ты идёшь по кромке ледника,
Взгляд не отрывая от вершины.
Горы спят, вдыхая облака,
Выдыхая снежные лавины.
Но они с тебя не сводят глаз,
Будто бы тебе покой обещан,
Предостерегая всякий раз
Камнепадом и оскалом трещин.
Горы знают — к ним пришла беда.
Дымом затянуло перевалы.
Ты не отличал ещё тогда
От разрывов горные обвалы.
Если ты о помощи просил,
Громким эхо отзывались скалы,
Ветер по ущельям разносил
Эхо гор, как радиосигналы.
И когда шёл бой заперевал,
Чтобы не был ты врагом замечен,
Каждый камень грудью прикрывал,
Скалы сами подставляли плечи.
Ложь, что умный в горы не пойдёт!
Ты пошёл, ты не поверил слухам —
И мягчал гранит, и таял лёд,
И туман у ног стелился пухом.
Если в вечный снег навеки ты
Ляжешь, — над тобою, как над близким,
Наклонятся горные хребты
Самым прочным в мире обелиском.
Monday, June 8, 2020
მუშა (სასაცილო ამბავი, მოგონებებიდან)
ბინაში კედლის ამოშენება გადავწყვიტე და მასალის საშოვნელად ელიავასკენ დავეშვი, გამოფენის ბაღის ქვემოთ, ჩემს სახლთან 500 მეტრში, 80 ცალი ტიხრის ბლოკის, 2 ტომარა ცემენტის და 10 ტომარა (პატარა) ქვიშის ატანაში მე-5 სართულზე ლიფტით არც აცია, არც აცხელა და მუშამ 100 ლარი მომთხოვა, არადა მასალა სულ 105 ლარი ჯდებოდა, როგორც დამიანგარიშეს, 2 ფეხის ნაბიჯზე მიტანაშიც მანქანამ 30 ლარს გიანგარიშებთო, მეძვირა მუშა და უფრო შორ მანძილზე წავედი მასალის საშოვნელად. ბევრი ვიარე თუ ცოტა, ღვთისნიერ ხალხს მივადექი, ქალბატონი ბრძანდებითო, ყველაფერი ნაკლებად მიანგარიშეს, მუშამ 50 ლარადაც ავიტან ყველაფერსო და მეორე დღეს დაბარებულები მომადგნენ კორპუსთან. მძღოლი გამოწკეპილ, კაი ჩაცმული უსტაბაშივით იდგა, ხელს არ ანძრევდა, გუშინ ქეიფში ვიყავი, პახმელიაზე ვარ და მეშინია ცუდად არ გავხდეო, მუშა ხანშიშესული კასპელი კაცი გამოდგა, ძლივს მოძრაობდა, ოფლს იწმენდდა წამდაუწუმ, ხვნეშოდა, შემეცოდა და გადავწყვიტე ბლოკის გადმოღებაში მოვხმარებოდი, ადრიანად დავიბარე ეს ხალხი, კორპუსის მაცხოვრებლებს სძინავთ ამ დროს და ლიფტს დიდხანს არ დავიკავებ-მეთქი, გადის დრო, მუშა ძლივს მოძრაობს, უჭირს ტვირთის ზიდვა, ხან ჩამოჯდება, პაპიროსს გააბოლებს, ხან მელაპარაკება სხვადასხვა თემაზე, ისვენებს წამდაუწუმ, მაწყდება ნერვები, კიდევ კარგი ჩემი ქმარი გამოჩნდა ამ დროს, რამე ხომ არ გიჭირსო, გულით ავადმყოფი და ნაინფაქტარია და არ მინდოდა ეზიდა ტვირთი, მუშაც ამიტომ ავიყვანე, მაგრამ რაღას ვიზამდით, შეგვეცოდა კაცი, ნახევარი ბლოკი და ქვიშა მე და ჩემმა ქმარმა ავზიდეთ, გაგვიკავდა წელი, ძლივსღა დავდიოდით საღამოს, ეგეც შენი იაფი მუშა, მაიკუნა, გავიფიქრე ჩემთვის, რომ არ მივხმარებოდით, საღამომდე ვერ მორჩებოდა საქმეს. გადავუხადე ფული, შვილიშვილების პატრონი იყო, ალალი იყოს მასზე, მაგრამ ახლაც მეცინება, ამის მერე მგონი მუშას აღარასოდეს ავიყვან.
Sunday, June 7, 2020
შენი დროც მოვა
ამო ცხოვრებით ვიყავ დაღლილი,
ზეცას მივაპყარ თვალები გზნებით,
იქ დავინახე ცის ანგელოზი,
მხოლოდ იმასღა ესმოდა ჩემი.
- ერთ დროს შენსავით ვიყავ დაჭრილი,
ერთ დროს შენსავით შემაჭრეს ფრთები,
შენი დროც მოვა, - თქვა სიყვარულით,
- ამოფრინდები ჩიტივით ზევით.
ზეცას მივაპყარ თვალები გზნებით,
იქ დავინახე ცის ანგელოზი,
მხოლოდ იმასღა ესმოდა ჩემი.
- ერთ დროს შენსავით ვიყავ დაჭრილი,
ერთ დროს შენსავით შემაჭრეს ფრთები,
შენი დროც მოვა, - თქვა სიყვარულით,
- ამოფრინდები ჩიტივით ზევით.
წვიმა (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)
დღეს თბილისის ქუჩებში
წვიმას ჩამოუვლია,
მიაქანებს ნიაღვარს,
მაინც დღე და შუქია,
ზეიმია ქოლგების
ამ ჩვენს დედაქალაქში,
არ მინახავს ასეთი
პარიზსა და პრაღაში,
ფერადია სამყარო,
ფერადია თბილისი,
წვიმის წყალმა მოქარგა
ყველა ეზო თილისმით,
ბოლოს ცაზე იმედის
ცისარტყელაც გაკიდა,
ისევ გაიღიმილა
აკაციამ პარკიდან,
კაცი შუა ქალაქში
დგას და ზეცას შეჰყურებს,
ღმერთმა თუ კი ინება,
წვიმა ისევ დაუშვებს.
აფერადდა მზის შუქზე
წვიმას ჩამოუვლია,
მიაქანებს ნიაღვარს,
მაინც დღე და შუქია,
ზეიმია ქოლგების
ამ ჩვენს დედაქალაქში,
არ მინახავს ასეთი
პარიზსა და პრაღაში,
ფერადია სამყარო,
ფერადია თბილისი,
წვიმის წყალმა მოქარგა
ყველა ეზო თილისმით,
ბოლოს ცაზე იმედის
ცისარტყელაც გაკიდა,
ისევ გაიღიმილა
აკაციამ პარკიდან,
კაცი შუა ქალაქში
დგას და ზეცას შეჰყურებს,
ღმერთმა თუ კი ინება,
წვიმა ისევ დაუშვებს.
აფერადდა მზის შუქზე
Saturday, June 6, 2020
გამონათქვამები
რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ მე ვარ წყლის პატარა წვეთი უზარმაზარ ოკეანეში და ჩემი "ფახი-ფუხი" ვერაფერს შეცვლის, ვერ შეარყევს ოკეანეს, მხოლოდ ხანდახან შეიძლება აველვარდე ათასფერად, ისიც მზის შუქზე, ისე კი ვიქნები ხან ამღვრეული და ხან გამჭვირვალე, როგორც ამას ბუნება ინებებს.
მინდა ვთქვა, რომ არ იყოს ყვავილები, არავინ ვიქნებოდი!
არაფერია სილამაზე და არც ჭკუა, ბედ-იღბალი თუ არ დაგყვა თან.
მინდა ვთქვა, რომ არ იყოს ყვავილები, არავინ ვიქნებოდი!
არაფერია სილამაზე და არც ჭკუა, ბედ-იღბალი თუ არ დაგყვა თან.
მარტოსული ადამიანი უდაბნოს ყვავილივითაა, ადრე თუ გვიან ეკლებს გამოისხამს.
არ ვყვარებივარ თურმე არავის (ერთსტროფიანი)
არ ვყვარებივარ თურმე არავის,
მტოვებენ, შორი რჩება მანძილი,
მხოლოდ სიკვდილი მოჩანს მარადი,
დრო სასტიკი და მზე მივარდნილი.
მტოვებენ, შორი რჩება მანძილი,
მხოლოდ სიკვდილი მოჩანს მარადი,
დრო სასტიკი და მზე მივარდნილი.
თოვლი მოდის (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)
გულის რითმი ამჩქარდა
შენ რომ კვლავ დაგინახე,
ცის კიდურსაც ხელით ავწვდი,
შენს სახელს ვწერ მინაზე,
თოვლი მოდის, მაგრამ ჩემთვის
ის კი განა თოვლია,
შენი სახის ფერი არის,
შენი კანის ტონია.
აქეთ მთები მოვიტოვე,
იქით ზღვა და ყანები,
რომ მენახა უცნაური
შენი ლურჯი თვალები,
გულის რითმი ამიჩქარდა,
შენ რომ კვლავ დაგინახე,
სულში ისე ჩამისახლდი,
შენთან ყოფნა ვინატრე.
შენ რომ კვლავ დაგინახე,
ცის კიდურსაც ხელით ავწვდი,
შენს სახელს ვწერ მინაზე,
თოვლი მოდის, მაგრამ ჩემთვის
ის კი განა თოვლია,
შენი სახის ფერი არის,
შენი კანის ტონია.
აქეთ მთები მოვიტოვე,
იქით ზღვა და ყანები,
რომ მენახა უცნაური
შენი ლურჯი თვალები,
გულის რითმი ამიჩქარდა,
შენ რომ კვლავ დაგინახე,
სულში ისე ჩამისახლდი,
შენთან ყოფნა ვინატრე.
ანგელოზი
ქართან ბრძოლებით ვიყავ დაღლილი,
ზეცას მივაპყარ თვალები გზნებით,
იქ დავინახე ცის ანგელოზი,
მხოლოდ იმასღა ესმოდა ჩემი.
- ერთ დროს შენსავით ვიყავ დაჭრილი,
ერთ დროს შენსავით შემაჭრეს ფრთები,
შენ დროც მოვა, - თქვა სიყვარულით,
- ამოფრინდები ჩიტივით ზევით.
ზეცას მივაპყარ თვალები გზნებით,
იქ დავინახე ცის ანგელოზი,
მხოლოდ იმასღა ესმოდა ჩემი.
- ერთ დროს შენსავით ვიყავ დაჭრილი,
ერთ დროს შენსავით შემაჭრეს ფრთები,
შენ დროც მოვა, - თქვა სიყვარულით,
- ამოფრინდები ჩიტივით ზევით.
Subscribe to:
Posts (Atom)