ზოგს სასახლეებს ურჩევენ ახლა,
ზოგი შვილისთვის პურის ფულს ნატრობს,
მავანი ღარიბს დაუთვლის ლუკმას
და საობლე კვერს ჯიუტად არ თმობს.
Friday, November 30, 2018
Thursday, November 29, 2018
მომერია დეპრესია
სულს მოვუწყვე რეპრესია,
მომერია დეპრესია,
წვიმა ნარჩენ დღეებს მითვლის,
სურნელი მდის უკვე მიწის.
მომერია დეპრესია,
წვიმა ნარჩენ დღეებს მითვლის,
სურნელი მდის უკვე მიწის.
მაინც ვიძახით "ვაშას"
გაზულუქებულ სახეთა ცქერა
მოგვბეზრდა, მაინც ვიძახით "ვაშას",
ნეტავ, თუ გვადევს წინაპართ წყევლა,
ვერ შევძლოთ ცაში ხელების გაშლა.
მოგვბეზრდა, მაინც ვიძახით "ვაშას",
ნეტავ, თუ გვადევს წინაპართ წყევლა,
ვერ შევძლოთ ცაში ხელების გაშლა.
Wednesday, November 28, 2018
მომეცით ყულფი
მომეცით ყულფი, თავს გვადევს ხუფი,
სამყარო ჩვენი ბინდის ქვეშ წვება,
შემატებია ცას ფერი რუხი,
ცისფერ მერანთა აღარ ჩანს რემა.
სამყარო ჩვენი ბინდის ქვეშ წვება,
შემატებია ცას ფერი რუხი,
ცისფერ მერანთა აღარ ჩანს რემა.
პოეტს სევდა უფრო შვენის((ძველებურ მოტივებზე)
პოეტს სევდა უფრო შვენის,
მარტოხელა სიარული,
ერთი ჰყავდეს მუდამ მუზა,
რომ ფეთქავდეს მისთვის გული,
აღტაცებულ საუბრებში
ღმერთთან მასზე ბაასობდეს,
ვარსკვლავიან ზეცას, მთვარეს
მას ჩუქნიდეს, ჩაუქობდეს.
არვინ მოჩანს მოტრფიალე,
ავსებული სინანულით,
გალაქტიონს რომ უყვარდა,
მარტოხელა სიარული.
მარტოხელა სიარული,
ერთი ჰყავდეს მუდამ მუზა,
რომ ფეთქავდეს მისთვის გული,
აღტაცებულ საუბრებში
ღმერთთან მასზე ბაასობდეს,
ვარსკვლავიან ზეცას, მთვარეს
მას ჩუქნიდეს, ჩაუქობდეს.
არვინ მოჩანს მოტრფიალე,
ავსებული სინანულით,
გალაქტიონს რომ უყვარდა,
მარტოხელა სიარული.
Monday, November 26, 2018
ნუ მაცქერინებთ დარდიანთ
ნუ მაცქერინებთ დარდიანთ,
შვილებს, მშობლებს და პატარებს,
თვალთაგან მზეს რომ ისროდნენ,
მაგიერ, ბნელი პაპანებს,
ვეღარ გავმართე გუთანი,
ვერ ვუწყობ ხრახნს და ჭახრაკებს,
დედა იმისი ცხონდება,
იმედს რომ ისევ მანახებს.
შვილებს, მშობლებს და პატარებს,
თვალთაგან მზეს რომ ისროდნენ,
მაგიერ, ბნელი პაპანებს,
ვეღარ გავმართე გუთანი,
ვერ ვუწყობ ხრახნს და ჭახრაკებს,
დედა იმისი ცხონდება,
იმედს რომ ისევ მანახებს.
მზე
მზე ბადებს სიცოცხლეს ახალს,
ნათელს ჰფენს კლდესაც და ქვასაც,
ანათებს ბნელეთს და წყვდიადს,
ხან დაგვწვავს, გვაყენებს ზიანს!
ნათელს ჰფენს კლდესაც და ქვასაც,
ანათებს ბნელეთს და წყვდიადს,
ხან დაგვწვავს, გვაყენებს ზიანს!
Sunday, November 25, 2018
ბუნების ნამდვილი შვილები (ნოველა)
ტყეში მივდივართ სოკოების საკრეფად. მადონა სულ კოცნის იას, ჩემს დას, ჩემზე წლით და 3 თვით უმცროსს, ხუჭუჭა თმებიანს, უზომოდ საყვარელს. პატარა ია ყველას ძალიან მოსწონს. აი, ახლაც მეზობლის გოგონამ, მადონა რომ ჰქვია, კალათაში ჩაისვა და ისე მოჰყავს, ვითომ დიდი სოკოაო, ნეტავ, არ უჭირს ამ სიმძიმის ტარება?! იაც კმაყოფილი ზის კალათაში, ამაყად შემომცქერის, ნახე, რა ბედი მეწიაო. იცინიან გოგოები, ჩემი ბიძაშვილები, ზეინაბი და მაყვალა. მე ჩემს ბიძაშვილებს ჩამაბარეს, როგორც ყოველთვის, სამივე ხელიხელჩაკიდებული მივდივართ. მადონა ჩვენს შორის ყველაზე დიდია, ამიტომ ჩვენი წინამძღოლიც ისაა. სოფლის შარაგზიდან ტყის ბილიკებზე გადავინაცვლეთ და ტყეს შევერიეთ. ზეინაბი და მაყვალა გაფაციცებით მადევნებენ თვალს, სადმე არ დაგვეკარგოო, მეც მათ შევცქერი, არსად შემოვრჩე-მეთქი, თორემ აქედან რა გააღწევს? მიკვირს, რა კარგად იციან ეს ადგილები გოგოებმა, ალბათ, ბიცოლა არ უშლის ამ გზებზე სიარულს. ჩვენ, მე და ჩემი და-ძმები, თბილისში ეზოშიც ვერ ჩავსულვართ დედას მეთვალყურეობის გარეშე, თუმცა ჩემი ძმა მიშა გაპარვას მაინც ახერხებს ხოლმე, დანარჩენებს ძალიან გვშურს, ამისთვის კარგადაც ხვდება კიდეც დედ-მამისგან, მაგრამ მეორე დღეს მაინც იგივეს აკეთებს. ქალაქი მარცხიანიაო, ამბობს მამა, აბა, სოფელში ამდენი უბედური შემთხვევა სად გაგიგონიათო. ერთ დღეს რვა წლის ბიჭი დაიხრჩო მტკვარში, მორევმა ჩაითრია, იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე, თუმცა ნაპირს არასოდეს ვუახლოვდებით, გვეშინია, ტალახისფერია მტკვარი, მუდამ მღვრიე და ჭუჭყიანი, აქაურ მდინარეს კი არ ჰგავს.. მთის ფერდობს შევეფინეთ, ზევით რომ ავძვრე, ხის ფესვებს ვებღაუჭები, ფრჩხილები მიწით მევსება, არად დაგიდევთ, ისევ ზევით მივიწევ, კაბის კალთებზე ეკლიანი ტოტები მებღაუჭება, მეკრობა, არ მიშვებს, ვიცილებ და გზას განვაგრძობ. აქეთ-იქით ვიხედები, ჩემიანებს ვუყურებ, არ ჩამოვრჩე, მაგათი დასაცინი არ გავხდე-მეთქი. მაყვალა და ზეინაბი ოდნავ ჩემზე ზევით ასულან, ხელებს მიქნევენ, მეძახიან, დაგელოდებითო. მადონა ისევ კალათით ხელში მიიწევს წინ, იას მრგვალი ხუჭუჭა თავი მოუჩანს იქიდან, გოგონა მთლად ოფლში გახვითქულა, მაგრამ ჩემს დას არ ეუბნება, კალათიდან გადმოდიო. ალბათ, დედაჩემს უნდა უპატაკოს, ია ისე ვატარე, ძირს არ ჩამომისვამსო, მეზობლის სტუმარს უნდა პატივი სცეს! ცოტა არ იყოს დავიღალე, ფეხები ამტკივდა კლდეებზე სიარულმიუჩვეველს, თუმცა ჩვენთანაც, მტკვარზე სანამ ჩახვალ, პატარა ციცაბო კლდე უნდა ჩაიარო, მაგრამ ის ამასთან რას მოვა?! მგონია, მალე მთის მწვერვალზე ავალთ და მზეს მივწვდებით. კიდევ კარგი, გოგოები მაჩერებენ, დავაკებულ ადგილზე გავდივართ, ფოთლოვანი ტყე დაგვცქერის თავზე, ჩრდილს ვეხიზნებით და დასასვენებლად ვსხდებით. ია, როგორც იქნა, კალათიდან ამოძვრა, მადონას ტვირთი შეუმსუბუქა, იქვე გოგონებთან ერთად ჩამოჯდა ასწლოვანი მუხის ქვეშ. ბალახს სიცხის გამო ორთქლი ასდის, კალიები მალაყებს გადადიან, ხარაბუზები, ფუტკრები თავზე დასტრიალებენ ყვავილებს, პეპლების კორიანტელია გარშემო, ღმერთო, ნამდვილად სამოთხეში ვარ, ვფიქრობ. საოცარი სურნელი მოდის, ტყის, მიწის, ხმელი ფოთლების. ზეინაბმა და მაყვალამ პური და ყველის ნატეხები ჩამოგვირიგეს, მადიანად ვილუკმებით ყველანი. ყურს აღარ ვუგდებ გოგოების ტიტინს და კლდის პირას ვინაცვლებ, ხედი მაინტერესებს, რა ვქნა, ცნობისმოყვარე ვარ, ფრთხილადო, მეძახიან გოგოები. მთელი სოფელი ხელისგულივით იშლება ჩემ წინ, სახლებსაც ბოლი ასდით სიცხისგან, კრამიტის წითელი თავსახურები კოხტაობენ მზის შუქზე, ვისუნთქავ ტყის და მთის მაცოცხლებელ ჰაერს, კვიცივით მებერება ნესტოები, რომელიღაცა ჩიტმა "ტია, ტია" დაიძახა, თვალები მოვწყვტე სოფელს და მთის წვეროსკენ ვიყურები. დიდხანს ვეძებ იმ ჩიტს, ვერ ვპოულობ, ალბათ, რომელიღაცა ხეზე ზის, ფოთლებში გაყუჩული, - გავიფიქრე და გოგოებისკენ გავეშურე. გავავსეთ კალათები სოკოებით, შხამიანი არ შეგყვესო, მკაცრად მაკონტროლებენ ბიძაშვილები, რა ყველაფერი იციან-მეთქი, მშურს კიდეც მათი. საღამოს დაღლილ-დაქანცულები მივუყვებით სოფლის შარას, ია აღარ ზის კალათაში, ნამდვილი სოკოები იწონებენ თავს იქიდან, ზოგი წითელქუდიანია, ზოგიც - თეთრ, იამ ხელი ჩამკიდა და ისე მოცუნცულებს ჩემ გვერდით, "ტია-ტია", ისევ დაიძახა ჩიტმა, მოლაღურიაო, - ამიხსნეს გოგოებმა, ისევ გამიკვირდა, რამდენი რამე იციან-მეთქი. ვერ ვხვდებოდი, რომ ისინი ბუნების ნამდვილი შვილები იყვნენ, ჩემგან, ქალაქელი გოგოსგან განსხვავებით.
Saturday, November 24, 2018
სიბერე შემომპარვია
სიბერე შემომპარვია
უჩუმრად, თითქოს კრძალვითა,
პირი ნაოჭებს შეჰყრია,
თვალი მიცინის ხათრიღა.
უჩუმრად, თითქოს კრძალვითა,
პირი ნაოჭებს შეჰყრია,
თვალი მიცინის ხათრიღა.
მოვა და შეგვჭამს...
ნანგრევებს ძველსას ესტაკადა დაუდის თავზე,
ოქროს ბრჭყვიალმა დააბრმავა ერი და ბერი,
შიში და ძრწოლა დადებიათ ჩვენს ქუჩებს ხუნდად,
მოვა და შეგვჭამს, უსათუოდ, კაცი ან მგელი.
ოქროს ბრჭყვიალმა დააბრმავა ერი და ბერი,
შიში და ძრწოლა დადებიათ ჩვენს ქუჩებს ხუნდად,
მოვა და შეგვჭამს, უსათუოდ, კაცი ან მგელი.
Thursday, November 22, 2018
ჩასაფრებულხართ ახლაც, ყორნებო!
მეგონა, მესხა გულზე იები,
თურმე მეხვია მატლი, ჭიები,
აღარ მაცლიდნენ შვებით ჩასუნთქვას,
შემოხვეოდნენ ბალიშს, სასთუმალს.
სიზმარში ვნახე მე ეს სურათი,
ვიგრძენი შიში, შენზე, გუმანით,
ვერ გაგიფრთხილდი, ჩემო მშობელო,
ჩასაფრებულხართ ახლაც, ყორნებო!
თურმე მეხვია მატლი, ჭიები,
აღარ მაცლიდნენ შვებით ჩასუნთქვას,
შემოხვეოდნენ ბალიშს, სასთუმალს.
სიზმარში ვნახე მე ეს სურათი,
ვიგრძენი შიში, შენზე, გუმანით,
ვერ გაგიფრთხილდი, ჩემო მშობელო,
ჩასაფრებულხართ ახლაც, ყორნებო!
ნუ მიმატოვებ! (პირველი ვარიანტი)
ნუ მიმატოვებ, როგორც ყვავილს ჰერბარიუმში,
როგორც სიკეთეს,რომელიც რომ აღარ გჭირდება,
როგორც იმ ძველ წიგნს, ათასჯერ რომ გადაიკითხე,
გადაგდება კი, ვიცი, მაინც გაგიჭირდება.
ნუ მიმატოვებ, ჩემი გული ისევ გაგათბობს,
ზამთარში ცეცხლზე უარი თქვა, ალბათ, ძნელია,
ჭირხლი ტოტებზე ვერცხლისფერად ისევ ქანაობს,
თოვლის ფიფქები ფიჭვის წიწვებს არ დასცვენია.
კვამლის ბოლქვები ცის ტატნობზე სურათებს ხატავს,
შავ ღრუბლებს ქარი სადარბაზოდ ისევ გაიწვევს,
თეთრ სუფრას გაშლის მთის მწვერვალზე მოსაღამებულს
და ცივ ქარაშოტს ხანჯლით ცეკვა ისევ მოუწევს.
ქორწილი არის, ამ ქორწილში მე ვარ თამადა,
ნეფე - ცივი მთა, დედოფალი - ცივი ქარია,
აჟივჟივებულ ჩიტებსა და ჭილ-ყვავს ვუყურებ,
მოსალოცებით მოსულან და მოუხარიათ.
მეც მიხარია, გრიგალი და ყინვა,სიცივე,
ვიცი, გჭირდები, კერიასთან ცეცხლი დავანთოთ,
ნუ მიმატოვებ, ზამთრის სუსხი ისევ ჩამოკრავს,
ნუ მიმატოვებ, მწვერვალები სუნთქვით გავათბოთ...

Wednesday, November 21, 2018
წვიმა (ჩანახატი)
ისევ წვიმს? - კითხულობს პირველი სტუმარი. - წვიმს, წვიმს, რა კოკისპირული წვიმა იცის ამ ოხერში, დაიწყება და აღარ მთავრდება. ქვეყნის დაქცევაა, მგონი. ხვალ ამ ტალახებში როგორ წახვალთ? გაგიჭირდება პატარებთან ერთად გაჩერებამდე მისვლა, მერე კიდევ სხვა ავტობუსით თბილისში გამგზავრება, მეხუმრები?! მანქანა აქ არ მოვა ან ვის ეტყვი წამიყვანეო, ყველას თავისი დარდი აქვს. ბენზინის ფულიც აღარ აქვს ხალხს, პატივი რომ გცენ! ხომ არ გეტყვიან, ფული არ მაქვს, ბენზინი ჩამისხიო?! ურჩევნიათ რამე სხვა მიზეზი მოიფიქრონ: არ მცალია, ავად ვარ და ა. შ. არადა რა პატივისცემა იცოდნენ?! ერთხელ რუსეთიდან სტუმარი ჩამომივიდა, ენტომოლოგი, პროფესორი. კი დასცინოდნენ, ამხელა კაცი მინდორში პეპლებს დასდევსო, მაგრამ თან გადაჰყვნენ, მანქანით ხან იქით მიაგრიალებდნენ და ხან აქეთ, თავი არ მოგვეჭრას, გურულებზე რამე ცუდი არა თქვასო! უჰ, უჰ, რას ჭექავს, სულ ასეა აქ! გეგონება, ომი დაიწყოო... მოგეცადათ ერთი-ორი დღე კიდევ, მიწა გაშრება, ადვილად იმგზავრებთ! - გაუჩერებლივ ლაპარაკობდა მეორე სტუმარი, ხანშიშესული ქალბატონი. - მე რომ ვერ მოვდივარ, ეს მადარდებს. აქ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. მეშინია თქვენი მარტო გაშვება, ბოლოს და ბოლოს პატარა ბავშვებით მიდიხარ... - ნერვიული შემართებით აგრძელებდა საუბარს. - კარგი, კარგი, იქნება გადაიღოს კიდევაც დილამდე. ავტობუსი პირველი საათისთვის გადის, მანამდე როგორმე მიაღწევენ სადგურამდე. - საუბარში ჩაერია ოჯახის დიასახლისი, რომელიც დადარდიანებული დარბოდა და ჭურჭელს უდგამდა სახურავიდან ოთახში ჩამომავალ წყალს, ჯობია მომეხმარო, ვეღარ ავუდივარ საქმეს, იატაკია მოსაწმენდი. - შენ რა, არ გინდა რომ დარჩნენ?! - გაპილპილდა მეორე სტუმარი, - ქვეყანა იქცევა და გარეთ ყრი ამ უბედურებაში? - აგრძელებდა ლაპარაკს, რომ ამ დროს ბავშვის ყვირილი მოისმა, - დედა, აქაც წვეთავს, სახეზე მეცემა, ნიკოსაც დაეცა წვეთი, ახლა ატირდება. - პირველი სტუმარი ბავშვებისკენ გაექანა, მას მიჰყვა მეორე სტუმარიც და ოჯახის დიასახლისიც. საწოლი, რომელზეც ბავშვები იწვნენ, გადააჩოჩეს.
- საცაა გათენდება და ჩვენ თვალი ვერ მოვხუჭეთ, - დარდით წარმოთქვა მეორე სტუმარმა, - ღმერთო, რა ცხოვრება დაგვიდგა?! ნანუკა, შვილო, ცოტა წაუძინე, მგზავრობა გაგიჭირდება ბავშვებით! - მიმართა პირველ სტუმარს. - რა გააწყალე გული, შე, ქალო, - გაცხარდა ოჯახის დიასახლისი, - ბავშვები ვის არ ჰყოლია, უარესი ცხოვრება გამოგვივლია და ასე არავინ გვიფრთხილდებოდა, ჩაიში ვიყავი მთელი დღე და უპატრონოდ მყავდა დაყრილი ბავშვები, ერთხელ მახსოვს, ღორმა ლამის შემიჭამა ბაღანა. ჩვენს ღორს გოჭი გაქცევია, ამას დაუჭერია და დედასთან მიჰყავდა, სხვა ღორს თავისი ჰგონებია, გამოკიდებია, შიშისგან ბავშვს გოჭისთვის ხელი გაუშვია, იმ დედა ღორსაც დაუნებებია თავი, თორემ რა იქნებოდა, კაცმა არ იცის, ძლივს მივუსწარი. - უჰ, უჰ, - თავი გადაიქნია მეორე სტუმარმა, რომელსაც თვალებში ბრაზის ნაპერწკალი აუკიაფდა. - წვიმაში და ღვარცოფში მაინც არავის გაუშვიხარ ავტობუსით სამგზავროდ, ბავშვებს რომ რამე მოუვიდეთ, რას შვრები მერე? - წარმოთქვა გაბრაზებულმა. - ღვთის შეწევნით არაფერი მოუვათ, დაწყნარდი! - მკაცრად დაიძახა ოჯახის დიასახლისმა.
ერთადერთი ადამიანი, ვინც ხმას არ იღებდა, ოჯახის დიასახლისის ვაჟი იყი, ბრმა, ჩამომჯდარიყო საწოლის კუთხეში, თვალები გაშტერებოდა. წვიმის წვეთების წკაპუნი სულს ულევდა, რცხვენოდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რომ სახლის სახურავი ვერ შეაკეთა, რომ ბავშვებს ვერ წაიყვანს და ოჯახს ვერ ჩააბარებს, რომ საკამათოა, ბავშვების დარჩენა-წასვლის ამბავი, მისი ნება რომ იყოს, აქ დაიტოვებდა, პატარა ბიჭები ხომ სიცოცხლეს უხალისებენ, წავლენ და მერე რა უნდა აკეთოს? წვიმა კი არ ცხრებოდა, უხვად იძლეოდა წყალს, რომელმაც ერთი სოფლის ერთსაუკუნოვან სახლში ასეთი ვნებათაღელა გამოიწვია.

Sunday, November 18, 2018
მალე მეც ბედი ჩამირთავს წამზომს
ღადარში ღველფში ცხვებოდა პური,
პაპა ბუხართან ყვებოდა ზღაპარს,
თევზი ზღვის ფსკერზე აწყობდა ქვირითს,
ღვინოდ აქცევდა მარანში მაჭარს
მამა და დედა აწყობდა სუფრას
ორაგულების გვიყვარდა კუდი,
ბებია წინდებს ყვავილით რთავდა,
მზის გულზე გამთბარს რომ ზრდიდა ფრუტი,
დღეს შეცვლილ ამინდს გარეკავს მეხრე,
ყინვა, სიცივე აკეთებს სალტოს
თოვლში, ნაკვალევს ვეღარა ვხედავ,
მალე მეც ბედი ჩამირთავს წამზომს.
პაპა ბუხართან ყვებოდა ზღაპარს,
თევზი ზღვის ფსკერზე აწყობდა ქვირითს,
ღვინოდ აქცევდა მარანში მაჭარს
მამა და დედა აწყობდა სუფრას
ორაგულების გვიყვარდა კუდი,
ბებია წინდებს ყვავილით რთავდა,
მზის გულზე გამთბარს რომ ზრდიდა ფრუტი,
დღეს შეცვლილ ამინდს გარეკავს მეხრე,
ყინვა, სიცივე აკეთებს სალტოს
თოვლში, ნაკვალევს ვეღარა ვხედავ,
მალე მეც ბედი ჩამირთავს წამზომს.
Thursday, November 15, 2018
ცხოვრება ჩვენი განვლოთ...
ცხოვრება ჩვენი, თურმე,
ყოფილა ორი ადლი,
ადლი, ცოდვების ქნაა,
ადლი შედეგის მკაში
გადის და მაშინ ვხვდებით,
როცა შევდივართ ხანში,
ორიოდ ადლი ყოფა, -
განვლოთ სიკეთის ქმნაში.
ყოფილა ორი ადლი,
ადლი, ცოდვების ქნაა,
ადლი შედეგის მკაში
გადის და მაშინ ვხვდებით,
როცა შევდივართ ხანში,
ორიოდ ადლი ყოფა, -
განვლოთ სიკეთის ქმნაში.
სამშობლოს უნდა შველაო
საკეთებელი ბევრი გვაქვს,
დედის და მამის მზემაო,
მაგრამ მკეთებელს, ხანია,
უკვე ვეღარა ვხედავო.
შვილები სადღაც გარბიან,
იქ შესდგომიათ ლხენაო,
აღარ ადარდებთ, სამშობლოს
რომ უნდა მათგან შველაო.
დედის და მამის მზემაო,
მაგრამ მკეთებელს, ხანია,
უკვე ვეღარა ვხედავო.
შვილები სადღაც გარბიან,
იქ შესდგომიათ ლხენაო,
აღარ ადარდებთ, სამშობლოს
რომ უნდა მათგან შველაო.
ფიქრებში ყველა ცხოვრებას ვსწავლობთ
ფიქრებში ყველა ცხოვრებას ვსწავლობთ,
ფიქრი თანა გვდევს მუდამ და ყველგან,
ხან მეცხრე ცაზე ავდივართ ლხენით,
ხან ბუხრის ცეცხლშიც ვარსკვლავებს ვხედავთ.
დავფრინავთ, ვლაღობთ, მუზების ტყვე ვართ,
გვძულს და გვიზიდავს თანაბარ ძალით,
ზღვის კენჭებშიაც სიყვარულს ვეძებთ,
მათში თუ ერთმა მოგვწყვიტა თვალი.
ფიქრი გვამაღლებს, ფიქრი დაბლა გვცემს,
ვცოდავთ ისევე, როგორცა ვნანობთ,
ფიქრების ტყვე ვართ დღისით და ღამით,
ღმერთმა ეს ფიქრი ნუმც მოგვიშალოს.

Wednesday, November 14, 2018
წისქვილისა (ავტორი: კობა ჭუმბურიძე)
ვიდრე ხანდარა მარტი დაიბეჩავებს ავდარს, ტყემლის ფიორა კვირტი ედიდგულება ზამთარს.
ქრის აბეზარი ქარი, თებერვლის ავი კუდი, ამღვრეულია დარი, თქეშს ენაცვლება ფრუტი.
ქრის აბეზარი ქარი, თებერვლის ავი კუდი, ამღვრეულია დარი, თქეშს ენაცვლება ფრუტი.
ხან რომ შხაპუნა წვიმა დაუჭაქუნებს კრამიტს, ხანაც ჭიატი მცირე შემოაბრუნებს ამინდს.
ნიავს ჭორივით დააქვს ფთილა ფოშფოში ნისლის.
რა საამური ხმა აქვს ხევში გამართულ წისქვილს, უძირო გუდას ზღაპრის, თავადაც ლამაზ ზღაპარს, გზას შერჩენილი მგზავრის იმედს და თავშესაფარს.
ღარს დასხლეტილი წყალი ჩაუხვევია ბორბალს, კოტრიალობს და ბორგავს, როგორც აშიკი ცხარი. თავბრუდახვეულ დოლაბს კრიჭა უზოგავს ხორბალს, საკვამურს ცაში ბოლის აუკლაკნია ხიდი, მოღონიერდა ბინდი, ბორცვები გადახუნდა, ზის მეწისქვილე ბონდო, ბევრი არც არა უნდა, ცოტაოდენი მინდი, ორი იმდენი – ჭორი, აჰა, ეშველა მგონი, მგზავრი გამოჩნდა შორი.
მალე გუზგუზა ბუხარს მიუცუცქდება ორი და მონდომებით გაჩხრეკს ყოფიერების ავ-კარგს, მოიგონებენ ამბებს, გარდასულსა და გამქრალს, და ამ დუდუნის მიღმა სევდის ელფერი დაკრავს ღარში ნაკადის რაკრაკს და სარეკელას რიკრიკს,
წისქვილმა ფიქრი იცის, ფიქრი შორეთში მიქრის…
საიდუმლოსი, დიდის, მოგეძალება განცდა, წუთისოფელი, ფლიდი, რა დაუნდობლად გძარცვავს, როცა სიცოცხლეს შენსას ისე ღერღავს და ნაცრავს, როგორც ბუხარი წკირს და როგორც დოლაბი მარცვალს…
სმენას მოგტაცებს წამით შურშული ხმელი ისლის, ამ ბურდებიდან ღამით ჭინკის ფხაკურიც ისმის, ბუხარში ფიჩხი, სველი, ბრაზობს, ნაპერწკალს ისვრის, მოჰყვება ხიბლი ძველი ხევში გამართულ წისქვილს, სადაც ფიქრი და განსჯა ხანდახან ლექსად იშვის და იწრიტება ხვიმრა, როგორც საათი ქვიშის, სადაც დოლაბის ღირღილს უხამებს გული ძგერას და გაუმხელი შიშით ეპოტინება მზერა ნისლეულების გროვას, შორეულ ცაში მბოლავს
და თვალსაწიერს ჩვენსას,
ერთ უზარმაზარ დოლაბს.
და თვალსაწიერს ჩვენსას,
ერთ უზარმაზარ დოლაბს.
.
Tuesday, November 13, 2018
თოვლის დედოფალა (საბავშვო ზღაპარი)
ბაბილინა ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, ნაწნავებითა და ჭორფლიანი ცხვირით, მაგრამ სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ფიქრები ჰქონდა უცნაური. მაგალითად, რატომ დადიან ირმები სულ წინ და არა უკან, უკანაც რომ ჰქონდეთ თვალები, მგელი ვეღარ შეჭამდა, წინაც დაინახავდნენ და უკანაცო, ან რატომ აქვს ადამიანს ორი ხელი და არა ათი, თუნდაც ოთხი, ხომ უფრო მეტ საქმეს გააკეთებდაო, ან რატომ ვერ ცოცავენ და დახტიან ადამიანები ხეებზე, ბანანებს მეტს მოკრეფდნენ და პატარა ბავშვები პირს უფრო ხშირ-ხშირად ჩაიტკბარუნებდნენო. გოგონა ძალიან ბევრს ფიქრობდა და შეკითხვებიც სულ ახალ-ახალი უჩნდებოდა. ერთხელ ის შეკითხვაც დაებადა, თუ რატომ უნდა მოვრთოთ საახალწლოდ ნაძვის ხე და არა სხვა რომელიმე მცენარე, მათ რაღა დააშავესო? ბაბილინამ არც აცხელა, არც აცია და პირდაპირ ტყისკენ გაეშურა ამ ამბის გასაგებად, ხეებს უფრო ეცოდინებათ, რაშია საქმეო. ტყის პირას პირველი ჭადარი შემოხვდა, ფოთლებისგან გაძარცვულს თითქოს სისხლი გაჰყინვოდა ძარღვებში, აბუზული იდგა და ამთქნარებდა, ყვავების ყრანტალის ხმაზე ახალგაღვიძებული ისევ საძილედ ემზადებოდა. ბაბილინა ახლოს მივიდა და ჰკითხა, საახალწლოდ სახლს ხომ არ დაგვიმშვენებდიო, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ხეს მისი არა ესმოდა რა, ძილბურანში მყოფი შესახედავადაც ვერ გამოიყურებოდა კარგად, ეტყობა ჯანმრთელად არ არისო, გაიფიქრა გოგონამ და გადაწყვიტა სხვა ხებიც ენახა. ნეკერჩხალი შეამჩნია, რამოდენიმე წითელი ფოთოლი რომ შერჩენოდა, ეს რით არ ივარგებს საახალწლო ოთახის მოსართავად, წითელი ფოთლებით გაანათებს სახლსო, გაიფიქრა და ხეს მიეახლა, მაგრამ - მომშორდიო, - მიაძახა ნეკერჩხალმა, - მე ოთახის დასამშვენებლად როდი დავბადებულვარ, ეს ფოთლები, რაც შემრჩენია, ირმებმა უნდა შეჭამონ, იმათ ველოდებიო, - რა კეთილი ყოფილხარო, - უთხრა გოგონამ და გზა განაგრძო. აგერ მუხას რკოები შემოენახა გარეული ღორებისთვის, ფუღუროდან კი ციყვმა გამოიხედა და გზა დაულოცა ბაბილინას, ეს ჩემი სახლია და მუხა თუ აქედან წაიღეს, მე სადღა წავიდეო. ტყეში აცივდა, ყინვას ნელ-ნელა უმატებდა, მოკრიალებულ ცაზე მძიმე თეთრი ღრუბლები დაეშვა, ჰაერი გამჭვირვალე გახდა, ბუნება თითქოს თოვლის დასახვედრად ემზადებოდა. არცერთმა ხემ არ ინდომა საახალწლოდ სახლის დამშვენება, ყველას თავ-თავისი საზრუნავი აღმოაჩნდა, ბევრ მათგანს კი ტკბილი ძილით ეძინა.
მალე ციდან ფიფქები წამოვიდა, გოგონას ხელთათმანებიც კი დავიწყებოდა. ხელებგაყინული ფართო მინდორზე ამოსულ ნაძვს მიადგა, ფიფქებდაფარული მხიარულად იმზირებოდა, გოგონას უღიმოდა, მთვარის შუქზე ბზინავდა მწვანე წიწვები, თითქოს, თითოეულ მათგანში ვარსკვლავი იყო დამალული. მისმა მშვენებამ გააოცა გოგონა. კეთილიც აღმოჩნდა ხე. მან მთვარეს სთხოვა სხივებისგან ბაბილინასთვის ხელთათმანები და ქუდი მოექსოვა. ასეც მოიქცა მთვარე. ჩამოიცვა ხელთათმანები გოგონამ, ქუდიც დაიხურა. ვარსკვლავებმა მოსასხამი შეუკერეს და მოაცვეს, არ შეგცივდესო. ყინვამ ყინულის ტახტი დაუდგა, დაბრძანდი და მოისვენეო. მოეწონა იქაურობა ბაბილინას. იქ დარჩენა გადაწყვიტა, თოვლის სამეფოში. მას მერე ის თოვლის დედოფალად გადაიქცა და ახალ წელს ნაძვთან და თოვლის ბაბუასთან ერთად გვესტუმრება ხოლმე, თანაც ბავშვებს უცნაურ შეკითხვებზეც პასუხობს, რომ არც ერთი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს დედამიწაზე.

- მოდიო, - წვიმას არ უნდა ხვეწნა
ბოლზე დადებულ საამინდეთში
ბობოქრობს ქარი, მატულობს სევდა,
გადათხრილია გულის სანგრები,
- მოდიო, - წვიმას არ უნდა ხვეწნა.
წაერთო მუხას მწვანე ხავერდი,
ბაღში ხმელ ტოტებს ასკდება ხვიმრა,
შემოსჭერია ცრემლებს ღვედები,
ჩანს ციხე-გოჯი შუშების მიღმა.
ბობოქრობს ქარი, მატულობს სევდა,
გადათხრილია გულის სანგრები,
- მოდიო, - წვიმას არ უნდა ხვეწნა.
წაერთო მუხას მწვანე ხავერდი,
ბაღში ხმელ ტოტებს ასკდება ხვიმრა,
შემოსჭერია ცრემლებს ღვედები,
ჩანს ციხე-გოჯი შუშების მიღმა.
Monday, November 12, 2018
ნუთუ ყველამ დამივიწყა...(ერთსტროფიანი)
ნუთუ ყველამ დამივიწყა,
ვემსგავსები ყვითელ ფოთოლს,
კინწისკვრით რომ ედენება
ქარი, დამასვენებს ბოლოს.
ვემსგავსები ყვითელ ფოთოლს,
კინწისკვრით რომ ედენება
ქარი, დამასვენებს ბოლოს.
Sunday, November 11, 2018
მატარებელი
სიზმარში ისევ ბოლო ვაგონს მივყვები, მგონი,
და ველოდები გაჩერებებს, როგორც პარნასებს,
თავს დასტრიალებს მატარებელს ძერა თუ ქორი,
მსხვერპლს დაეძებს თუ ლეშის სუნს გრძნობს ისიც საძაგელს?!
და ველოდები გაჩერებებს, როგორც პარნასებს,
თავს დასტრიალებს მატარებელს ძერა თუ ქორი,
მსხვერპლს დაეძებს თუ ლეშის სუნს გრძნობს ისიც საძაგელს?!
შევეჭიდე ლექსს და რითმას (სახუმარო)
შევეჭიდე ლექსს და რითმას,
ის მე, მე კი მას ვერ ვიტან,
ხან გამომდო იმან სარმა
ცოცხალმა ვვლე, ხანაც მკვდარმა.
რაც სიგრძე მაქვს, მომცა განი,
ვერ ვიპოვე ვერსად ვანი,
ბოლოს დასთმო მწვანე მოლი,
მდინარეზეც მომცა ფონი,
გავექეცი ლექსს და რითმას,
მაინც მასთან ერთად მძინავს.
ის მე, მე კი მას ვერ ვიტან,
ხან გამომდო იმან სარმა
ცოცხალმა ვვლე, ხანაც მკვდარმა.
რაც სიგრძე მაქვს, მომცა განი,
ვერ ვიპოვე ვერსად ვანი,
ბოლოს დასთმო მწვანე მოლი,
მდინარეზეც მომცა ფონი,
გავექეცი ლექსს და რითმას,
მაინც მასთან ერთად მძინავს.
Saturday, November 10, 2018
შეუძლებლობების ბოლო
შეუძლებლობების ბოლოს მაინც ვირითმები,
გახარებული ჩავდივარ ძირს, ამაღლებული,
მეორე ქუჩის შესახვევში მუხრუჭი, სოლო,
- ცოცხალიაო, - ჟღერს ორკესტრი მრავალხმიანი.
ხუნდი დამკიდეს ფეხებზე ხუთი
ხუნდი დამკიდეს ფეხებზე ხუთი,
ხუთჯერ ხუთი კი მაწვება მხრებზე,
სიცოცხლეს ასეთს გვაძლევენ მისთვის,
რომ ზეასვლისთვის მოვისხათ ფრთები.
Friday, November 9, 2018
ქარს შეუხსნია მათთვის ღილები
მე ჩემს ცხოვრებას ავრევ ნისლებში,
რძიანებს უჩანთ ძუძუთა კერტი,
ქარს შეუხსნია მათთვის ღილები,
მსურს, მოვიშორო, ფიქრები ბერწი.
Thursday, November 8, 2018
გადაშლილი თეთრი წიგნის ამბავი (საბავშვო ზღაპარი)
გოგო მაიას ორი მეგობარი ჰყავდა, თაგვი ნიგოზა და ჩხიკვი მახარა, კიდევ ძაღლი ბახულა, თუმცა ის მის ძმას, ნიკოლოზს უფრო ემეგობრებოდა, ამიტომაც გოგონას ნამდვილი მეგობრების სიაში ვერასოდეს ხვდებოდა. ჩხიკვი მახარა იქვე, მათი სახლის ახლომახლოებში ცხოვრობდა, სად, ზუსტად, არ იცოდა მაიამ, ხან საიდან გამოყოფდა თავს ეშმაკი ჩხიკვი, ხან საიდან, ხან რა ამბავს მოუტანდა მეგობარს, ხან - რას, დიდი ჭორიკანა ვინმე კი იყო. გაზაფხულის პირველი მახარობელიც ის იყო, მინდორში თოვლი დადნა და ენძელა ამოვიდაო, ან მერცხლები მოფრინდნენო, ან ყანების მკა დაიწყეს სოფელშიო, ყველა ამბავს მისგან იგებდა გოგონა, რომლის მამა ტყისმცველი გახლდათ, ამიტომაც მათი ოჯახი სოფლისგან მოშორებით პატარა ტყეში ცხოვრობდა: დედა, მამა, ნიკოლოზი, რომელიც მაიაზე სულ ცოტა უმცროსი იყო, თვითონ მაია, პაპა და ბებია. - ტყეებსაც სჭირდებათ დაცვა, რომ არ მოვიდნენ ცუდი კაცები და ყველა ხე არ მოჭრან, თორემ მერე დედამიწაზე ჟანგბადი აღარ იქნება და ადამიანები დაიღუპებიანო. - ასე უხსნიდა ხოლმე ბებია მაიას სხვა ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების მიზეზს.
შემოდგომა მიიწურა და ტყეც თითქოს დაცარიელდა, შემოეძარცვათ სამოსელი ხეებს, აღარ ისმოდა ჩიტების გალობა, ხანდახან ყვავების ყრანტალი თუ გააყრუებდა არემარეს, ერთმანეთს გადასძახებდნენ: - ეგერ მინდორში ხორბალი დარჩენიათ ასაკრეფი, ვასო პაპა შეუძლოდ ყოფილა და ვეღარ მოვიდა, შვილები და შვილიშვილები ქალაქში გადასახლებულან, აბა, ვინღა მოეხმარებაო. - წამოიშლებოდნენ ყვავები და გაფრინდებოდნენ იმ მიტოვებული ადგილისაკენ. ერთ დილას მახარამ შემოსძახა: - ზამთარი დადგა, დეკემბერი დაიწყო, მალე თეთრი წიგნი გადაიშლება მთელს არემარეში და შენ მისი წაკითხვა უნდა ისწავლოო, - რა თეთრი წიგნიო? - ეკითხებოდა გოგონა, - მაგრამ პასუხად ჩხიკვისგან მხოლოდ ეს ესმოდა, - როცა გადაიშლება, მერე ნახავო. - ელოდებოდა მაიაც ამ წიგნის გადაშლას. სახლში თაგვ ნიგოზას ეკითხებოდა, - ტყეში რა თეთრი წიგნი უნდა გაიშალოსო? - ისიც პასუხობდა, - შენი თვალით უნდა ნახო და თუ მაგ წიგნის წაკითხვას შეძლებ, ტყის ბინადართა ცხოვრებასაც ადვილად ისწავლიო. - თაგვს კი ნიგოზა რატომ ერქვა, ალბათ, მიხვდებით, ნიგვზის ჭამა უყვარდა ძალიან! სხვენზე შენახულ კაკლებს სულ რაკა-რუკი გაუდიოდა მოსავლის აღების შემდეგ.
ერთ დილას ჩხიკვმა მახარამ ყველას ახარა, - თეთრი წიგნი გადაიშალაო! - გოგონამ ფეხსაცმელები ამოიცვა და გარეთ გავარდა დიდი ხნის ნანატრი ამბის გასაგებად და სანახავად, უცებ კოჭებამდე თოვლში ჩაეფლო, - დედა, ეს რა არისო? - წამოიძახა, - თოვლიაო, - კაცივით ახითხითდა ჩხიკვი, - თბილად ჩაიცვი და ტყეში გავისეირნოთ, რაღაცები უნდა განახოო. - დედამ გოგონას თბილი ჩექმები ამოაცვა, კაშნეც მოახვია და ქუდიც დაახურა, რომ არ გაცივებულიყო, თან ისიც შეახსენა, თოვლი ადრეც გინახავს, მაგრამ პატარა იყავი და არ გახსოვსო და გარეთ გაუშვა. - ფრთხილად იარე, შორს არ წახვიდეო! - მიაძახა პაპამ. დათოვლილი ხეები თავს უქნევდნენ გოგონას, თითქოს ესალმებიანო, უხაროდათ მისი გამოჩენა. თეთრ თოვლზე შავი ნაფეხურები გამოჩნდა, - ეს მელიასიაო, - აუხსნა ჩხიკვმა, რომელიც ხან რომელი ხის ტოტზე ჩამოჯდებოდა, ხან რომელი. დაფერთხავდა თოვლისგან ტოტებს, ხეებიც უჯავრდებოდნენ, - ჩვენს სილამაზეს ნუ გვართმევ, გვიხდება თეთრი კაბებიო, - მაგრამ ჩხიკვი აინუნშიც არ აგდებდა მათ საყვედურს. - ეს ნაფეხურები მგლისაა, ხედავ სოფლისკენ დაძრულა, ეტყობა ტყეში საჭმელი ვერა ნახაო, აგერ, ძროხის ნაფეხურებიაო, - გაოცებით წამოიძახა, - ნეტავ, ამ ზამთარში ძროხას აქ რა უნდოდა, მგელმა თუ გამოიგდო წინაო, - თავისთვის წაიბუტბუტა მახარამ და თითქოს ჩაფიქრდა კიდეც, ხმა აღარ ამოუღია. გოგონა მიხვდა, რომ გადაშლილი თეთრი წიგნის წაკითხვა, ნაწილობრივ მაინც, ახალმოსულ თეთრ თოვლზე სხვადასხვა ცხოველის ნაფეხურების ამოცნობა იყო. თვითონაც დააკვირდა თოვლიან ზედაპირს, აგერ ციყვის ნაფეხურები აღმოაჩია, პატარა, პატარა. ძალიან გაეხარდა. მეც ვსწავლობ გადაშლილი თეთრი წიგნის წაკითხვასო. ცოტა ხანში ძროხის ზმუილი მოისმა, იქით გაეშურნენ მეგობრები. ერთ დაბურულ ეკლიანი ბუჩქებით გარშემორტყმულ ადგილას ძროხაც იპოვეს. - არიქა, ვუშველოთო, - აყვირდა მახარა, მაგრამ გოგონას მისი თქმა რად უნდოდა, სახლისკენ გაიქცა, შორს მაინც არ იყვნენ წასულები და პაპას უხმო საშველად, მამა სახლში არ იყო, სამუშაოზე წასულიყო. პაპას ძაღლი ბახულაც გამოჰყვა. საცოდავი პირუტყვი ეკლიან ბუჩქებს გადაერჩინა მგლის კბილებისგან, ჯერი ახლა ადამიანებზე იყო. მიიყვანეს, ბოსელში მიუჩინეს ადგილი სხვა პირუტყვის გვერდით, ბებიამ თბილი წყლით დაბანა, გაასუფთავა, პატარა ნიკოლოზმა თივაც აჭამა, კმაყოფილი ძროხა ძირს დაწვა და ცოხნა დაიწყო. ახლა თაგვის ჯერი დადგა, ამბავი სახლიდან ჩხიკვისთვის გაეტანა. - აი, ახლა დასასვენებლად წამოწვა თაფლა ძროხა და მალე დაიძინებსო, - შესძახა ამბის მოლოდინში ხის ტოტზე სიცივისგან გატრუნულ ჩხიკვს. მახარაც სიხარულით გადახტა ტოტიდან ტოტზე, - ძროხა გადარჩაო! - მთელ ტყეს ამცნო, - ხომ დარჩა მგელი ხახამშრალიო! - ახითხითდა, - რა კარგია, გადაშლილი თეთრი წიგნის კითხვა რომ იცის კაცმაო, - ალბათ, მახარას თავისი თავიც კაცი ეგონა, ისე ამაყად წარმოთქვა ეს სიტყვები. - მონადირეებმა და ტყის მცველებმა ამ წიგნის წაკითხვა ყველაზე მეტად უნდა იცოდნენო, - დაუმატა და ახლა სიცილ-კისკისს მოჰყვა. ვიცით, ალბათ, რომ ჩხიკვებმა და კაჭკაჭებმა ადამიანის ხმით ლაპარაკიც იციან.
სახლიდან მოხუცების ლაპარაკი ისმოდა: - სოფლიდან, ვინმესი იქნებაო, - ამბობდა პაპა, - გზები რომ გაიხსნება თოვლისგან, მერე წავუყვანოთო, - პასუხობდა ბებია. ჩხიკვი მახარა გაფაციცებით უგდებდა ყურს მათ ლაპარაკს. წინ კიდევ დიდი ზამთარი იყო, ის ხომ ჯერ სულ ახლახანს დაწყებულიყო. კარზე დეკემბერი იდგა. ქვეყანა კი ქრისტეშობის მოლოდინში გატრუნულიყო.

Tuesday, November 6, 2018
ხვრეპდა ის ჯამით... მინიმა
ჯამებით ხვრეპდნენ კამკამა ღვინოს,
ყანწებს გაჰქონდათ ორომტრიალი,
კარებთან იდგა პატარა ღვთისო,
ხელგაშვერილი, უმწე, მტირალი.
ყანწებს გაჰქონდათ ორომტრიალი,
კარებთან იდგა პატარა ღვთისო,
ხელგაშვერილი, უმწე, მტირალი.
უიმედოებს
მე მივდიოდი და არ ვიცი, საით ვიდოდი,
ცაზე არ ჩანდა აღარც მთვარე, აღარც ვარსკვლავი,
ჩვენ, უკუნეთში მიმავალებს, მგზავრნი გვიწოდეს,
გატანება კი დაენანათ მცირე საგზალის.
ცაზე არ ჩანდა აღარც მთვარე, აღარც ვარსკვლავი,
ჩვენ, უკუნეთში მიმავალებს, მგზავრნი გვიწოდეს,
გატანება კი დაენანათ მცირე საგზალის.
Monday, November 5, 2018
ვერ უპოვია სამართალი
ფეხებზე ლოდებდაკიდული ვეძებთ სამართალს
და ამ ლოდებსაც ალესვიათ ზედა პირები,
ვერ უპოვია სამართალი ვეღარც სანათას,
უმოწყალოდ რომ დაუხოცეს ვაჟიშვილები.
და ამ ლოდებსაც ალესვიათ ზედა პირები,
ვერ უპოვია სამართალი ვეღარც სანათას,
უმოწყალოდ რომ დაუხოცეს ვაჟიშვილები.
ყველა ხიბლშია თუ მეჩვენება?!
ყველა ხიბლშია თუ მეჩვენება?
იპყრობს ეპოქას ხრჩოლვა-ხველება,
სასუნთქი აღარ რჩება ჰაერი,
გაჯერებულა თავის საქები
სიტყვით და ქვეყნის არ ჩანს მომგონი,
რომ შეაწიოს ცოტაოდენი.
Sunday, November 4, 2018
გოგონა, რომელსაც ადამიანების ენა არ ესმოდა (ჩანახატი)
მაიას მეგობრები არ ჰყავდა და სარკეს დაუმეგობრდა. გახსნიდა სარკეს, მრგვალს, გარშემო ჩუქურთმებით მორთულს, ბებიას ნაჩუქარს და იქიდან მომზერალ ორეულს ესაუბრებოდა. მოუყვებოდა ბაღის ამბებს, ბაღში ერთი წელია უკვე დადის, მარტო თვითონ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ორეული კი დუმდა და დუმდა, თევზივით პირში წყალი ჩაეგუბებინა. იცოდა მაიამ, რომ ორეულები არ ლაპარაკობენ, ამიტომ არც სთხოვდა მეგობარს, მელაპარაკეო. მაგრამ ერთხელ ძალიან, ძალიან მოუნდა, მას ხმა გაეცა. იმ ღამით მაიას მაია ესიზმრა, სარკეში კი არა, ცხადად დაინახა, თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა თავისთან იხმობდა ყვავილების ველზე. გაიქცა მაია მეგობართან შესახვედრად, დაკრიფეს ყვავილები გოგონებმა, ისაუბრეს, იცინეს, იმხიარულეს. კმაყოფილმა გაიღვიძა, მეგობარი შევიძინე, რომელთანაც ლაპარაკი შემიძლიაო, დღისით, როცა მეგობარი ძალიან მოენატრებოდა, გახსნიდა თავის ჯიბის სარკეს და ესაუბრებოდა თავის ორეულს, ღამით სიზმარში პატარა მაიასთან ერთად მთა-ველს შემოივლიდა, ვარსკვლავებიან ცას უყურებდა, მაია ვარსკვლავების სახელებს ასწავლიდა, ყველა მცენარის, ყვავილის სახელიც ასწავლა, გოგონას ცოდნით ევსებოდა უჯრედები, სხეულის ნაწილები, რიგში ეწყობოდნენ ნივთები და საგნები, - არა, ჯერ ჩემი სახელი ისწავლე, არა - ჩემიო. ეძახოდნენ, - ყველაფერი იცოდა გოგონამ, ყველასი და ყველაფრის ენა ესმოდა, ადამიანების გარდა, მათი ენა ვერაფრით ისწავლა.
სამწუხაროა...
სამწუხაროა, რომ ეშვება ფარდები ტყვიის,
გაჯერებულა ტყვიით სისხლი, ძარღვებში ყივის,
ამის ბრალია თუ ხალხს თვითონ შეჰყრია სნება, -
ტაში დაუკრას წარმატებულს, სხვას ფურთხი ხვდება.
გაჯერებულა ტყვიით სისხლი, ძარღვებში ყივის,
ამის ბრალია თუ ხალხს თვითონ შეჰყრია სნება, -
ტაში დაუკრას წარმატებულს, სხვას ფურთხი ხვდება.
Saturday, November 3, 2018
ქარი და კლდე (საბავშვო ზღაპარი)
ქარი და კლდე
ქარი და კლდე მეგობრები იყვნენ. მოფრინდებოდა ქარი, მოუყვებოდა მეგობარს მთისა და ბარისას, ის ხომ ცნობილი მოგზაური იყო. აუცრემლიანდებოდა თვალი კლდეს, მეც მინდა, სადმე წავიდე, ეს ქვეყანა ვნახოო, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. ხანდახან გაიქნევდა ფეხს, მოსტყდებოდა ნატეხი, ჩამოგორდებოდა ძირს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, როცა სევდა მის გულში ძალიან მძლავრობდა. ქარიც აქაქანდებოდა, - რას შვრები, კაცო, ეგ გოროხი ვინმეს თავზე არ დაეცესო, - შეშფოთდებოდა კლდე და გაიღიმებდა, როგორც შეეძლო, უფრო სწორედ, გაიღრიჯებოდა, ამ შავ გოლიათს სიცილიცა და ღიმილიც უცნაური ჰქონდა. მეგობარი ხასიათზე რომ მოეყვანა, აცქმუტდებოდა ქარი, ხან ერთ კალთაზე მიაფრინდებოდა, ხან მეორეზე, შეუღიტინებდა, ახითხითდებოდა მაშინ კლდე, უცნაურ ხმებს გამოსცემდა, მის ნაპრალებში ხომ ქარი დასეირნობდა. ჭიდაობაც ძალიან უყვარდათ მეგობრებს, შეეჭიდებოდნენ ერთმანეთს, ქარი ქარიშხლად გადაიქცეოდა ხოლმე, უბაგუნებდა კლდეს, ხან ერთი მხრიდან შემოუვლიდა, მუშტებს ურტყამდა, ხან - მეორე მხრიდან, ქოჩორშიც წასწვდებოდა, წვერზეც წამოარტყამდა, მაგრამ რას უზამდა? ის ხომ კლდე იყო, ამაყად მდგომი, საუკუნეების მანძილზე გამოწრთობილი. მიუშვერდა ჟანგიან გულს ქარს და - მირტყიო, - ეუბნებოდა. არ ზოგავდა ძალებს ქარი, მაგრამ რა? კლდე სიცილით კვდებოდა, იცინოდა და იცინოდა, გუგუნებდა და გუგუნებდა. შორს ბარში ისმოდა მისი ხმა. მხოლოდ ღამე კვნესოდა და ტიროდა, მარტოობისგან გათანგული.
ერთ დღეს ძალიან მოიწყინა კლდემ, სევდიანი დახვდა მეგობარს, არწივებიც კი არ იკეთებენ ჩემს თავზე ბუდეს, არავის მოვწონვარო, მაშინ ქარმა ჯიბიდან საჩუქარი ამოიღო და კლდეს მიაწოდა, უფრო სწორედ, მის კალთებზე იის თესლი მიმოაბნია, იქნებ გაიზარდოსო. დადგა გაზაფხული და კლდის ერთ კალთაზე ია ამოვიდა. გული გაუთბა კლდეს, ახლა იცოდა, ვისზე ეზრუნა. მეგობარი რომ მოვიდა, გულაჩვილებულს ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან, მადლობა უთხრა, ეს რა სიკეთე მიყავიო. ჭიდაობისას ხშირად შეჩერდებოდა, მეგობარს აფრთხილებდა, ჩემი ია არ დააზიანოო. მოეწონა იასაც მზრუნველ კლდესთან ცხოვრება, გამრავლდა, მთელ კლდეს მოედო, ლურჯი ყვავილებით აყვავილდებოდა ხოლმე გაზაფხულზე, გარშემო სურნელს აფრქვევდა. ერთხელ მოსეირნე დედა-შვილმა ჩაუარა, აღფრთოვანებულები შეაჩერდნენ ლამაზ ბუჩქებს, - იების კლდეო! - წამოიძახა გოგონამ. მას მერე კლდეს ეს სახელი დაერქვა. გულგილად არავინ ჩაუვლიდა ხოლმე გვერდზე. ისიც ამაყად გადახედავდა ხოლმე მნახველებს, - შეხედეთ, რა სილამაზე ხარობს ჩემს გულზეო, - მისი კვნესაც აღარ ესმოდათ ბარში, ღამ-ღამობით გულს რომ უწუხებდათ.

Friday, November 2, 2018
ნოემბერი (საბავშვო ზღაპარი)
ნოემბერი (ზღაპარი)
შემოდგომას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. ყველა სხვადასხვა ხასიათისა და ზნისა იყო. გაისეირნებდნენ ხოლმე ბაღში ქალიშვილები, მაგრამ იქიდან ყოველთვის ერთმანეთზე გაბრაზებულები ბრუნდებოდნენ. მივიდოდა სექტემბერი დედასთან და შესჩივლებდა, დები დამცინიან, ასე შილიფად რატომ გაცვია, ეს ყვავილებიანი კაბა რაღად გინდა, ხომ არ გავიწყდება, შემოდგომის შვილები რომ ვართ, ცოტა მეტი ჩაიცვი, თორემ რომ გიყურებთ, გვცივაო! მაგრამ სექტემბერს ვინ რას გააგებინებდა? ის ხომ გოგო-ბიჭების საყვარელი თვეა! სწავლა იწყებაო და აბა, ბავშვებს ყვავილები ხომ სჭირდებათ, მასწავლებლებს მიართვან და გული გაუხარონო, ამიტომ ცდილობდა, ყვავილები არ გამოლეულიყო ბაღებში, სადაც თავს იწონებდნენ ნაირფერი ასტრები. შეიძლება არ იცით და ბერძნულად მათი სახელი ვარსკვლავს ნიშნავს და როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, ისინი ვარსკვლავიდან გადმოყრილი მტვრისგან შეიქმნა. სექტემბერში ბაღებში ასევე გამოულევლადაა ქრიზანთემები! მოგწონთ, ალბათ, გეორგინებიც! მათ დალიასაც ეძახიან, ბუთხუზა და არაბუთხუზა ყვავილებით. უხაროდა სექტემბერს ბავშვების სკოლაში გაცილება, შეუმჩნევლად ეფერებოდა მათ თავზე, გოგონებს პატარა ნაწნავებს აუპრეხდა, ვინც ნაწნავებს ატარებს, სხვებს - შუბლზე გადმოყრილ თმებს გაუსწორებდა, ბიჭებს კი აუცილებლად მოუტყაპუნებდა მხარზე, ჭკვიანი და დიდი ბიჭი გაიზარდეო.
ოქტომბერს მხრებზე ჟაკეტის შემოსხმა უყვარდა, ფეხებზეც თბილად ეცვა, ცხიკინი არ დავიწყოო. ბებიას მოქსოვილ წინდებს აჩვენებდა დებს, შემომხედეთ, რა ჭრელი წინდები მაქვს, ქვეყნის ყველა ფერი შიგნით არისო, ყვითელი, წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ა. შ. მათი ბებია კი, როგორც მოგეხსენებათ, წელიწადი იყო, იცოდა თავისი შვილიშვილებისთვის რა ტანსაცმელი მოექსოვა და შეეკერა, მას ხომ სხვა შვილიშვილებიც ჰყავდა. მარტს ენძელებით და იებით მოჩითული საბანი შეუკერა, ივლისს - ყვითელი, აი, მოწეული ყანის ფერი, მას ხომ ხალხი მკათათვეს ეძახის! სხვა დანარჩენი თვეებიც უსათუოდ გეცოდინებათ! უყვარდა ოქტომბერს მოსავლის აღება, კალათების წაღებაში ეშველებოდა იმ პატარებს, რომლებიც უფროსებს ეხმარებოდნენ ხილის კრეფაში, მიაწვებოდა ზურგიდან, კალათასაც მიაშველებდა ხელს და მირბოდა პატარა, არც კალათა ამძიმებდა და არც სიარული უჭირდა. - რა ყოჩაღიაო, - იძახოდნენ მისი შემხედვარე ბებიები და პაპები. ნოემბერი დებს შორის ყველაზე ბრაზიანი და ჭირვეული იყო, შავი ღრუბელივით მოიქუფრებოდა, არაფრით იყო კმაყოფილი, განსაკუთრებით იმაზე ბრაზობდა, რომ პატარებს ვერაფრით ახარებდა. ჩაწვებოდა ჰამაკში, სახლის ეზოში რომ ეკიდა და ატრიალებდა თავის ნებაზე ქარსაც, ღრუბლებსაც, ამინდსაც.
ნოემბრის ერთ დილას ბიჭი კაკალა და ძაღლი მურა ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად წავიდნენ. მამას ცოტათი მაინც მივეხმარებიო და კარგა დიდი კონებიც შეკრა, ზურგზე მოიკიდა და სოფლისკენ თავქვე დაეშვა. მურა ხან წინ გარბოდა, ხან უკან ჩამორჩებოდა, ემანდ ვიმემ ჩემი მეგობარი არ შეაშინოსო. მოულოდნელად კაკალას წინ რამოდენიმე ბიჭი აღიმართა, დიდი თვალებით და უცნაური გამომეტყველებით, თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, - ეს ფიჩხი აქ დატოვე, ჩვენიაო, - უთხრეს. გაუკვირდა კაკალას, ესენი ვინღა არიანო, ტვირთი ზურგიდან მოიხსნა, ძირს დადო და საჩხუბრად მოემზადა. აყეფდა მურა, გაიქცა მომხდურთაკენ, კბილი უნდა ეტაცა ერთ-ერთის ტანსაცმელისათვის, მაგრამ ის ისე ოსტატურად დაუძვრა, ძაღლსაც გაუკვირდა, ეს ადამიანია თუ სხვა სულიერიო. ყეფის ხმაზე ტყეში მოსიარულე ნოემბერი მივიდა მოჩხუბრებთან. რას ხედავს, რამდენიმე ჭინკა კაკალას ეომება, წაეხმარა ბიჭს. მაშველად ქარი მოიხმო, იმან დაუბერა, დაუბერა, ჭინკები სულ აქეთ-იქით მიყარმოყარა, მერე მოკრიფა და მდინარეში მოისროლა. გაახსენდა ნოემბერს, რომ ჭინკობისთვეს ხალხში ტყუილად როდი ეძახიან! ამ თვეში ამოიყრებოდნენ ხოლმე ჭინკები მიწიდან, მაგრამ დედა შემოდგომა მათ მდინარეში მოისროდა, რომ არავისთვის არაფერი დაეშავებინათ. ნოემბერი ხომ მაშინ ძალიან პატარა იყო, ახლა კი ამ საქმეს თვითონაც კარგად გაუმკლავდებოდა! კაკალას ფეხი სტკენოდა, ბიჭუნა ბორცვზე ჩამოჯდა, გზის გაგრძელება არ შეეძლო. მარტო დაეშვა ძაღლი სოფლისკენ, მანამდე კი, სანამ მურა მაშველს მოიყვანდა, ნოემბერმა უშიშარ ბიჭს შემოდგომის ხმელი ფოთლები მიაფარა, არ შესცივდესო, თან დარაჯობდა, სიბნელეში არავინ შეაშინოსო. მალე მურამ ტყეში კაკალას მამა ამოიყვანა და ბიჭი სახლში წაიყვანეს. გაიცინა ნოემბერმა, რამდენიმე დღე ამის მერე კარგ ხასიათზე იყო, კაკალა გადავარჩინეო. მას მერე თავისი მისიაც გააცნობიერა: გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დაეხმაროს, ტყეში დაკარგულებს გზა ასწავლოს, გაცივებული გაათბოს, შეშინებული დაამშვიდოს, ჭინკებთან და ავსულებთან მებრძოლებს მხარში ამოუდგეს, ჭინკები კი წყალში მოისროლოს, სანამ მომავალ წელს ისევ არ ამოვლენ მიწიდან, რათა არ დაავიწყდეთ ადამიანებს, - ბოროტებაც არსებობს. ამიტომ, თუ ნოემბერში კარგი ამინდი გამოვიდა, ესე იგი იცოდეთ, ნოემბერი რომელიმე გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა და კარგ გუნებაზეა.

11/2/18 10:48 PM
Subscribe to:
Posts (Atom)