რას მემეტები და მებობოქრები? დაგიღია ეგ შავი პირი და გადაყლაპვას მიპირებ!
ბევრი მოგინელებია და ბევრსაც მოინელებ შენი მადის პატრონი, მაგრამ მინდა შენი ბრაზის მიზეზი გავიგო. მიყეფ და მიღრენ, მაფრთხილებ, ახლოს არ მოხვიდეო, მაგრამ მაინც რომ მიყვარხარ?! თავს ვერაფერს ვუხერხებ, შენკენ მომიწევს გული, არა, მე შენი არ მეშინია, იბობოქრე და იყეფე, ვიცი, ხვალ დაწყნარდები და ისეთი ნაზი და მშვიდი გახდები, როგორც მოწმენდილი, უღრუბლო ცა. დღეს კი შავო ურჩხულო, უკან ვდგამ ნაბიჯს, შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, იყოს ნება შენი! მოვიწმენდ შხეფებს და მოშორებით დავდგები, იქიდან გიყურებ, დავტკბები შენი სილამაზით.
No comments:
Post a Comment