Friday, March 13, 2015

დიაკონიძეების საყურადღებოდ!

    თუ ვინმე დაინტერესებულია ჩვენი გვარის წარმოშობის ისტორიით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შტო თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბნიდანაა. როგორც მამა გვიყვებოდა, თურქობის დროს აჭარიდან გამოქცეულა ვინმე ალე დიაკონიძე, დაფუძნებულა და გამრავლებულა, ამ სოფელს ალისუბანი დაერქვა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, არ ვიცი, მაგრამ ისტორია ასეთია.
    წელს ბაკურიანში გავიცანი ქალბატონი ნაგინი სოლომონიძე, რომელიც სოფელ დიაკონიძეებში ყოფილა გაზრდილი, როგორც მან თქვა, სოლომონიძეები და დიაკონიძეები ერთი გვარია, დიაკონიძეებმა სოლომონიძედ გადაიკეთეს გვარი თურქების შიშით. დიაკონიძეების უდიდესმა ნაწილმა აჭარა დატოვა და იმერეთში ჩასახლდა.მას ძალიან გაეხარდა, ჩემი გვარი რომ გაიგო.კიდევ ერთმა ქალბატონმა მაღალმთიანი აჭარიდან, რომლის გვარიც სოლომონიძე იყო, სახელი არ მახსოვს, ჩემი გვარის გაგების შემდეგ თქვა, ნათესავები ვყოფილვართო. მაშინ ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ახლა გამახსენდა. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. იქნებ ვინმემ მეტი იცით ჩვენი გვარის შესახებ?!

1 comment:

  1. ერთ ერთი უძველესი გვარი ვართ მე ნახე სად აღარ მახსოვს 12 საუკუნის ჩვენი გვარის დაბადების ისტორია რომელიც ეკლესიაში ბრინჯაოს ფირფიტაზე იყო ამოტვიფრული

    ReplyDelete