მაპატიებს, ალბათ, ღმერთი,
რომ სიტყვების ვერ ვცან ძალა,
ვერ ვისმინე იგავები,
მომეკიდა ცოდვა ალად.
სიტყვა სიტყვად დარჩებოდა,
რომ არ მეცნო სამართალი,
სულით, გულით შევიცანი,
ვინ ცრუ არის, ვინ- მართალი.
ზარი მიხმობს ეკლესიის,
სანთლის ალი მწვავს და მდაგავს,
ცოდვებისგან ვეძებ შვებას,
ვიცი, ღმერთი არ დამკარგავს!
No comments:
Post a Comment