Tuesday, January 27, 2015

მე კი შენ გეძებ!

თითქოს იები გადაშლილა ვარდიფერ ქედზე,
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
გართხმულა ღამე თოვლიან ველზე,
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
მთვარის ციალში მესალმება უსასრულობა,
მინდა შევერთო, როგორც ეთერი,
დახრილა მთვარე თოვლიან ველზე,
იმ სითეთრეშიც მხოლოდ შენ გეძებ.


No comments:

Post a Comment