თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან,
მე კი სულ მარტო მეგონა თავი,
დილა ოქროსფერ სამოსში მხვევდა,
იასამანით ვიყავი მთვრალი.
მთვარე მიმღერდა ძილის წინ ნანას,
ქარი მირწევდა ბავშვობის აკვანს,
თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან,
მე კი, უჩინო, ვერ ვგრძნობდი ამას..
No comments:
Post a Comment