მზემ ღიმილი აათმაგა,
გადაცოცდა მთიდან ნისლი,
ყაყაჩოებს ვეღარ ვითვლი.
აუღია თავი თავთავს,
მწყერი მღერის, აღარ კენტობს,
ცას ღრუბლები შესევია,
ცხვარი - მინდვრებს, მთას და ბექობს.
კვნესის ლერწმის სალამური,
ორღანს უკრავს გიჟი თერგი,
ო, რა ძლიერ მყვარებია...
მაპატიებს, ალბათ, ღმერთი!
No comments:
Post a Comment