გარბოდა დრო და მეც მუხლებზე ბევრჯერ დავეცი,
და არავისთვის არ მინდოდა მეთხოვა შველა,
ალბათ ამიტომ წამოვკარი ისევ ქვას ფეხი,
აღარც კი ვჩანვარ, დავრჩი ციდა ბალახის ხელა.
გაძვალტყავებულ ბედს მივანდე საქმენი ჩემნი,
გონს რომ მოვედი, სინანულის წუთები დგება ,
აღარ მწამს ფიცი, ეხლა უკვე ბევრი რამ ვიცი,
მუხლზე დამდგარი, თვალზე ცრემლით,
უფალს ვთხოვ შველას.
No comments:
Post a Comment