კვალი ამერია, დარდი მომერია,
კაცთა ბოროტებამ თავგზა ამიბნია...
გველმა ქვაზე დადო შხამის ერთი წვეთი,
იმან ასი წვეთი წყალი გაირია.
კაცმა წყალი შესვა, გველის ენა ესმა,
მერე თავის სიტყვას გესლი გაურია,
გესლი გულს მოედო, მატლად დაეხვია,
მატლმა ასი ჭუპრი სისხლში შეურია.
ენა, გული, სისხლი... როცა აუგია,
როცა დედის ენა კაცს ვერ გაუგია,
ეშმაკს სათამაშო კოჭად გაუხდია...
მქშინავ ბოროტებას პირი დაუღია.
No comments:
Post a Comment