ოთხი მეგობარი და ოთხი ჭიქა ყავა,
ფანჯრიდან შემოსული სხივი,
რომელიც თვალებში სინათლეს ჩაგიფენს,
თუ უცქერ ცხოვრებას რიდით.
ოთხი მეგობარი და ოთხი ნამცხვრის ნატეხი,
სიტყვები, - სიყვარულის ენა,
შენ თუ არ გამიტან, ის თუ არ გაგიტანს,
ტყუილად ხომ არ იქავებ ენას...
ოთხი მეგობარი და ოთხი ღვთის ანგელოზი,
ცაში რომ გასწავლის ფრენას,
სიხარულის ნაკადი - დიდობანას თამაშში,
წარსულის ხალიჩას რომ კემსავთ...
No comments:
Post a Comment