ია დიაკონიძე დაიბადა ქ. თბილისში 1964 წლის 2 მარტს. დაამთავრა ქ. თბილისის 149-ე საშ. სკოლა, შემდგომ თბილისის საფინანსო ტეკნიკუმი წითელ დიპლომზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ფინანსების განხრით. სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში კერამიკის სპეციალობით. მუშაობდა თბილიში სამხატვრო ფონდთან არსებულ მინანქრის საამქროში, 1999 წლიდან გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში ოჯახთან ერთად, მუშაობა განაგრძო ზურაბ წერეთლის სახელოსნოში. ხატავდა არბატზე, 2009 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში მხატვართა ჯგუფურ გამოფენაში ,,ყირიმი - ყარადაგი". გახლდათ მოსკოვის მხატვართა საერთაშორისო ფონდის წევრი, საქართველოში მრავალ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული..2014, 2017, 2024 წლებში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო მისი ნახატების გამოფენა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მისი ნახატები მიმოფანტულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შეტანილია კატალოგებში. მუშაობდა ასევე უკრაინაში. ამჟამად ცხოვრობს ავსტრიაში, ქ. ვენაში.
No comments:
Post a Comment