ლეილა არჩემაშვილი
,,ფშავლის ჩასუნთქვა ფიქრია,
ამოსუნთქვა კი ლექსია.'' ამ ორი სტრიქონის ავტორი პოეტი ელგუჯა ციგროშვილია. უნიკალური ნათქვამი! ფშავლების ნიჭიერება მხოლოდ ორ ტაეპში ვიღაცას ჩაეტიოს, ეს ძალიან იშვიათია.
ვაჟასაც კი რამდენიმე წინადადება დასჭირდა, ფშავლების პოეტურობა მკითხველისთვის რომ გაეცნო: ,,ფშავლები პოეტური ხალხია და მათი პოეზია წარმოადგენს უძირო ზღვას. რასაც ფშავლის თვალი და გონება მისწვდომია, იმას ყველაფერზედ უთქვამს ლექსი, _ მოყოლებული სიცოცხლიდამ სიკვდილამდე და საიქიომდე." (ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი ,,ფშავლები"). ელგუჯა, უნიჭიერესი ხარ, ხმამაღლა ვამბობ!


No comments:
Post a Comment