Saturday, February 27, 2021

შენ გეძებ (სატრფიალო, სიმღერა დაწერა და შეასრულა მაია სიჭინავამ)


 სასწაულის მოლოდინში

ვაღამებ და ვათენებ,

დღის ნათელშიც შენ დაგეძებ,
ღამის ბინდშიც შენ გეძებ,
მინდა ზევით ვარსკვლავს ვთხოვო
გვირგვინი და ოქროს ტახტი,
დარახტული ცხენით ივლი,
არ მექნება შენი დარდი.
მისამღერი:
ცის ფერებშიც შენ დაგეძებ,
სიზმარსა და ფიქრებშიც,
ქარს გავყვები ოცნებებში, 
გკოცნი თავდავიწყებით...

Tuesday, February 23, 2021

შენ გეძებ (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

ვაღამებ და ვათენებ,

დღის ნათელშიც შენ დაგეძებ,
ღამის ბინდშიც შენ გეძებ,

დღის ნათელშიც შენ დაგეძებ,

ვაღამებ და ვათენებ...

ღამის ბინდშიც შენ გეძებ,

დღის ნათელშიც დაგეძებ,

ვაღამებ და ვათენებ...

ცის ფერებშიც შენ გეძებ,

ზღვის ფერებშიც შენ დაგეძებ,

სიზმარსა და ფიქრშიაც,
დაგეძებ და სულ გეძებ,
ყველგან შენ დაგეძებ.

მინდა ზევით ვარსკვლავს ვთხოვო

გვირგვინი და ოქროს ტახტი,
ფაფარაშლილ ცხენით ივლი,
არ მექნება შენი დარდი.

არ მექნება შენი დარდი.

ფაფარაშლილ ცხენით ივლი,

არ მექნება შენი დარდი,

არ მექნება შენი დარდი.

ცის ფერებშიც შენ გეძებ,
ზღვის ფერებშიც შენ დაგეძებ,
სიზმარსა და ფიქრებშიაც,
დაგეძებ და სულ გეძებ,
ყველგან შენ დაგეძებ.

ღამის ბინდშიც შენ გეძებ,
დღის ნათელშიც შენ გეძებ,
ზღვის ფერებში, ცის ფერებშიც შენ გეძებ,
დაგეძებ და სულ გეძებ,
ყველგან შენ გეძებ....




Sunday, February 21, 2021

ერთსტროფიანი

 ნეტავ, საიდან მოდიხარ, მაცოცხლებელო ნიავო, 

იქნება, ნამდვილ გრძნობებზე 

და სიყვარულზე მიამბო.

Saturday, February 20, 2021

ერთსტროფიანები

 დგეხარ მწვანეში და იღიმები ზურმუხტისფერი შენი თვალებით,

უცებ ზეციდან დაბლა დავეშვი, 
გადამავიწყდა სულ ყველაფერი.

შეეყარა ზოგიერთებს 
განდიდების მანია
და უბრალო მოკვდავთათვის, 
ანუ ჩვენთვის, 
ვხედავ, აღარ სცალიათ.

საკვები იყო ჰეგელი, ნიცშე,
დღეს ვლაპარაკობთ ბიფშტეკსზე, გრილზე
და ეს სამყარო დაცინვით გვიმზერს.

Wednesday, February 17, 2021

ერთსტროფიანი

შემომახვია თოვლმა მერდინი
და სანახებიც ფიფქში არია,
მჩატე გამიხდა გული ჩიტივით,
უკან გავყევი ფიქრებს დარდიანს.


მე მაგ თვალების ჭირიმე (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 ზურმუხტთვალებში ჩაგხედე

და დავიბადე თავიდან,

რა ვქნა, ვაჟაუ, თუ ისევ, 

შენი ალერსი მომინდა,

თუ ვეღარ ვუძლებ შენზე ფიქრს,

თუ ვერ დავძლიე ეჭვი მე,

იმისი, ვინც შენ გინდა და

მზესავით ღიმილს ურიგებ.

სიყვარულს ვერ გავექეცი, 

ცაში ვცხოვრობ თუ მიწაზე,

ზურმუხტთვალებში ჩაგხედე,

მე მაგ თვალების ჭირიმე,

სიყვარულს ვერ გავექეცი, 

ცაში ვცხოვრობ თუ მიწაზე,

ზურმუხტთვალებში ჩაგხედე,

მე მაგ თვალების ჭირიმე,

ზურმუხტთვალებში ჩაგხედე 

და დავიბადე თავიდან,

რა ვქნა, ვაჟაუ, თუ ისევ

შენი ალერსი მომინდა.

თუ სიცოცხლეში ვერ მოგწვდი,

ვერ მოგიხვიე საბანად,

როგორც ჩიტუნა გეწვევი,

უდაბნოს გიქცევ ბაღნარად,

ბაღი-ბაღნარად.

სიყვარულს ვერ გავექეცი, 

ცაში ვცხოვრობ თუ მიწაზე,

ზურმუხტთვალებში ჩაგხედე,

მე მაგ თვალების ჭირიმე.

სიყვარულს ვერ გავექეცი, 

ცაში ვცხოვრობ თუ მიწაზე,

ზურმუხტთვალებში ჩაგხედე,

მე მაგ თვალების ჭირიმე,

Tuesday, February 16, 2021

სიყვარული, არა მჯერა... (სატრფიალო, სიმღერა) შეასრულა ბეჟო ბეჟიტაშვილმა

სიყვარული, არა მჯერა, 
გრძნობა იყოს ადვილი,
ჯერ ცეცხლივით გიზგიზებს და
მერე ქრება კვამლივით.
ხან ბროლივით გაბრწყინდება,
ხან წყვდიადში ფარფატებს,
რამდენ საწყალ გულს იმონებს,
გულადებსაც აწამებს.
მაინც ყველას ის სწყურია,
მაინც სასურველია,
მაინც იმას ნატრობენ და
უმისობა ძნელია.
ამჩატდება თითქოს გული,
ცას გაჰყვება წკრიალას,
მერე უცებ დაღამდება,
ველს დასტირის ტიალად.
სიყვარულის ამქარშია
მგონი მთელი სამყარო,
მზე, მთვარე და ვარსკვლავები
გინდა გულზე აყარო.
მაგრამ მაინც არა მჯერა,
გრძნობა იყოს ადვილი,
ხან ბროლივით გაგაბრწყინებს, 
მერე ქრება კვამლივით.
სიყვარული, არა მჯერა, 
გრძნობა იყოს ადვილი,
ჯერ ცეცხლივით გიზგიზებს და
მერე ქრება კვამლივით.
არც სიცოცხლე არის ჩვენი
ჩაუქრობი, მარტივი,
ჩვენც წავყვებით ამ დინებას,
ჩვენც გავქრებით კვამლივით.
მაგრამ სანამ აქა ვართ და,
სანამ ზეცას ვუყურებთ,
სიყვარულში დავიხარჯოთ,
მტკვარიც ამას დუდუნებს.








მე, როგორც უწინ

 

მე, როგორც უწინ

მე, როგორც უწინ, წინ მიმიძღვის დეკემბრის ქარი,
მე, როგორც უწინ,მეგობრებად ვარჩიე მთები,
მე,როგორც უწინ, კლდის ნაპრალში ჩავხედავ წყვდიადს,
რომელსაც ისევ გამიფანტავს მნათობის შუქი.
მე როგორ უწინ, მე როგორც უწინ,
ღვთიშობლის თვალებს შევყურებ და მიმაფრენს შუქი,
მე როგორც უწინ, მე როგორც უწინ, 
არ მიჩერდება ამ მიწაზე დამფრთხალი სული
და გულო ჩემო, მაჯისცემის იგრძენი ძალა,
რომელსაც ჩემი გალეული სხეული მალავს..

Sunday, February 14, 2021

გამოცანები (საბავშვო)

 

  გამოცანები

 

ეკლიანი ტოტები აქვს,

გვატკბობს ფურცლით ფერადით,

ბაღებსა და ეზო-კარში

ყველა იმას შეჰხარის,

თითებს მწარედ დაგიჩხვლეტს,

თუკი ხელი შეახე,

რა ყვავილი არის ნეტავ?

ცოტა რამე მიამბე!                      

                                  (ვარდი)

 

ლამაზთვალა ტვირთს ატარებს,

უდრტვინველად, მორჩილად,

მაგრამ თუკი გაჯიუტდა,

უმალ ყვირილს მოჰყვება.

                       (ვირი)

 

იმას უზის ყველა სახლში,

დედაც, მამაც, ბებიაც,

ჩვენზე ზრუნვა და თამაში

ყველას დავიწყებია!

         (კომპიუტერი)

 

ხან ხოშკაკალს გადმოგვაყრის,

ხან წყლის წვეთს და ხან ფიფქებს,

ზოგჯერ ისე გაგვიცინებს,

ცუდ ამინდებს გვავიწყებს,

შემოჯარულ წვიმის ღრუბლებს

აქეთ-იქით გაიწვევს.

                                  (ცა)

Saturday, February 13, 2021

ქლიავის კურკა (საბავშვო)

                     ქლიავის კურკა

    სალის ქლიავის კურკა გადასცდა და ძალიან შეწუხდა. კიდევ კარგი, ქლიავის ამ ჯიშს ძალან დიდი კურკა არ აქვს, თორემ რა გადამაყლაპებდა, ყელში ხომ გამეჩხირებოდაო! - მერე ისიც გაახსენდა, ბებია ეუბნებოდა: - სალი, კურკა არ გადაგცდეს, თორემ რომელი ხილის კურკასაც გადაყლაპავ, ის ხე ამოგივა მუცელშიო. მუცელზე დაიხედა, ხელი მიისვ-მოისვა და დაიწყო ცდა, აბა, ვნახავ, მართლა ამომივა თუ არაო. ცოტა ხანი იჯდა, მაგრამ მუცელს ვერაფერი შეამჩნია, მისი ძაღლი ბახულაც მოვიდა ამასობაში, გოგონას ძებნაში გაქაფული, სალის მამას გაჰყოლოდა მდინარეზე, წინ დაუდგა, კუდი გაუქიცინა, თვალებში ჩახედა, სულ დაავიწყდა გადაყლაპული კურკა და ქლიავის ხეც და ოთხფეხა მეგობართან ერთად ვენახში გაიქცა, ახალშემოსული ყურძენი ელოდებოდა. ჭამა და ჭამა ყურძენი, ძაღლსაც კი გაუკვირდა,  რამდენს ჭამსო ეს პატარა გოგოო, იმდენი ხანი არ გამოვიდა ვენახიდან, ცდით დაღლილი ბახულა იქვე ვენახის ბოლოში წამოწვა. როგორც იქნა, გამოგოგმანდა სალი, მუცელი ცოტა შებერვოდა კიდეც, დაიხედა, იფიქრა, ნამდვილად ქლიავის ხე ამომდისო და შეშინებულმა სახლისკენ მოკურცხლა. სახლში შესულმა აღარც ისადილა, სასწრაფოდ ჩაწვა ლოგინში და საბანი წაიფარა თავზე, ხის ამოსვლას დაელოდა, თავისი გასაჭირი არავის გაუმხილა. მუცელი რომ წამოსტკივდა, მაშინ კი აყვირდა, ჩქარა მოდით, ხე ამოდისო. გაკვირვებულმა ბებიამ სასწრაფოდ მიირბინა სალისთან, რომელიც თავზე საბანწამოფარებული იცრემლებოდა. როცა გაიგო შვილიშვილის ამბავი, ბევრი იცინა, - ჩემო კარგო, ხე კი არ ამოგდის, ბევრი ახალშემოსული ყურძენი გიჭამია და "მუცელა" დაგმართნიაო. ეს როგორ არ გაგაფრთხილე, რომ ბევრი ყურძნის ჭამამ მუცლის ატკივება იცისო. ცოტა ხანში გაგივლის და ჩიტივით იქნებიო, უთხრა ტკბილზე-ტკბილმა ბებიამ სალის, თავზე ხელი გადაუსვა, მოეფერა, კურკა, კი რომელიც შენ გადაყლაპე, ჯობდა მიწაში ჩავარდნილიყო და აღმოცენებულიყო, რა იცი, როგორი ქარიშხალი დაეყენებინა თავისი ფოთლებით ჩვენს ეზოშიო, მაგრამ არა უშავს, კიდევ ბევრი კურკა ყრია მიწაზე, რომელიმე გაიხარებსო. გოგონამ ცრემლები მოიწმინდა, ლოგინიდან წამოდგა, ეზოში ქლიავის ხესთან მივიდა, ჩაეხუტა და პირობა მისცა, აღარასოდეს გადაყლაპავდა მის კურკას. 

2/13/21 11:55 AM

Wednesday, February 10, 2021

შელოცვა ძველებურად

 მზე გამოდის ცხრაწვერა,

ავი იმის მაწყევარს,

ტკბილი იმის დამლოცველს,

სათნოების გზა მოგვცეს.

ცხრა წვერია ბაწარი,

ცხრა ყანა და სამკალი,

მთას მიჰყვება გზასავით,.

ცის და მიწის ნაზავი.

შავი ჭირი შევკარი,

გადანათდა ზეკარი,

 მზე გამოდის ცხრაწვერა,

ავი იმის მაწყევარს,

ახტა-დახტა (საბავშვო)

 ახტა-დახტა დიდი ბურთი,

ახლა ნიკას მუხლზე უზის,

ემალება ჩვენს სოფიკოს, 

მეგობრად რომ არ მიიღოს,

გული უცემს მას სპორტისთვის,

მინდორ-ველზე საჭენაოდ,

ნეტავ, საფეხბურთო ბურთი,

სოფო გოგოს ვინ მიანდო?

ცუგრუმელა ციცო (საბავშვო)

თავზე კოპი ამოსვლია ცუგრუმელა ციცოს,
იმიტომ რომ, არ ივენებს, დაკუნტრუშებს, ციყვობს,
ხან ხმელ მორებს დაასკუპდა, ხან ხის წვერზე დაჯდა,
ტირილით და ხვნეშა-ხვნეშით ძლივს დაეშვა დაბლა,
- ნეტავ, კაკალს ეს ციყვები როგორ ჭამენ მაღლა,
ხის ტოტიდან რომ გადმოვხტი, თავზე კოპი დამრჩა,
ციყვებივით ვერც ვირბენ და ვერც ვიხტუნებ მარდად,
ჩემს კატას და ძაღლსა ვდიო, ეგ საქმეღა დამრჩა.







მაინც მიყვარხარ! (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 მაინც მიყვარხარ. ჩემს ლურჯ ფანჯარას

უკაკუნებენ სევდის ჩიტები,
შენ ისევ სდუმხარ და ირინდები,
არას დიდებით არ მირიგდები.
ვიცი, რომ მოხვალ ჩემთან ფიქრებით,
მოხვალ და ისევ გამიფრინდები,
თოვლს დაახატავ მინას თითებით.
არ გემეტება ჩემთვის სიტყვები.

Tuesday, February 9, 2021

სიყვარული (ერთსტროფიანი)

 სიყვარული ამოვიდა 

ყელში ხმად და ჰანგებად,

ზოგი ხმას და ზოგიც გოგოს 
ღიმილს უფრო აქებდა.

ზოგს უქებენ (ერთსტროფიანი)

 ზოგს უქებენ მეტაფორულ აზროვნებას,

ზოგს თავისუფალ სტილს ლექსების, გაშლილს,
მე ვერაფერს ახალს რომ ვერ მივაგენი?!
არაფერი არ გაიშვა გლახის.

Monday, February 8, 2021

სადაფის ვერხვი

 აღარ ვარ უკვე პატარა ბავშვი, 

აღარ ვატარებ მოდურ ჟილეტებს, 

გაუხარელი ქვეყნის დროშიდან  

ჩემს წილ ფერებსაც ვეღარ ვიმეტებ, 

რომ არ მოაკლდეს ვიღაცას ვარდი, 

არ მოსტყდეს ყუნძი ქარის თარეშში 

და დარბეული  ბუჩქები ვარდის 

არ ეცეს ეკლად ვინმეს ღამეში, 

ციდან ღრუბელიც აღარ მიღიმის, 

შემოხვევია ფიქრი უზღვავი 

და იმ გროვიდან მოდენილ წვიმას 

როგორც მოხუცი ისე ვემალვი, 

რომ სახსრებიდან გაქრეს ტკივილი, 

ისე შეზრდია უფსკრულს და ხაროს,  

დეკა რომ ღვივის იმის კალთებზე, 

ვინძლო იმანაც ვერ გაიხაროს. 

დღეს სურვილების ვიწყე შეკონვა, 

ყვავილებივით ჩავდგი ვაზაში, 

სიკეთით, ნათლით თუკი გავჟღინთე, 

იქნებ მეც გავხდე ბედის ხარაზი.  

და ოლიმპოზე ავიდე ისე, 

როგორც ღმერთების დედა და ფესვი 

ჩავჭრა, გავიდგა დიდ სამოთხეში , 

იქ ამოვიდეს სადაფის ვერხვი.

შემოვაბერდით ერთმანეთს (ერთსტროფიანი)

 შემოვაბერდით ერთმანეთს 

მე და გაღმიდან ხეები,

იმათაც, ვხედავ, ჩემსავით 
შემოსცვეთიათ ფერები.

ავტ. ზეინაბ მეტრეველი

 რა მოხდა, თუკი არ ვარ მოლხინე, მტერი თამადად თუ არ დავისვი, თუ, ქართლის ზეცას ცოტა მოვხიე, გაუხარელი დროის კაბისთვის..თუ, ღობე - ყორეს ისე ვედები, წამწამქვეშ წვიმა შემფარებია, თუკი, მშვიდობის თეთრი მტრედები, ომში მედდებად მეპარებიან, თუკი, ვერ მივხვდი გზათა არმქონი, საწუთროს კეფა როგორ მოვწალდე, უცოდველობის წმინდა ამბორი, როგორ გავზარდე ცოდვის კოცნამდე, რა მოხდა, თუ თოვლს მოვისაკლისებ და ენძელას ვთვლი მარტის მზვერავად, ფანჯრიდან მზირალ ქოთნის ყვავილებს, გაუთხოვარი ქალის მზერა აქვთ..რა ვუყოთ, თუკი ის ვერ მომაგნებს, რამაც დუმილი დამანამუსა, მარადიული სევდის ყორღანებს, ღიმილის ჯვარი უნდა დავუსვა..რა ვუყოთ, თუკი, ვერ გავექეცი, საათის ისრებს, გრამებს, არშინებს, სიყვარულებად ვისაც ვექეცი, სიძულვილებით მომკლა მაშინვე, რა მოხდა, თუკი, ვერაფერს შევწვდი ისეთს, რაც მიწას წაინაბადებს, რა ვქნა, დროც შემხვდა ისეთი ბერწი, ნაღდი სტროქონიც კი ვერ დავბადე, რა მოხდა, თუკი, ქარებს ვერ ვბჯობდი, ძლივს შეღინღლული სიოს ქოჩორით, მე ქართლის მინდვრის ბალახებს ვძოვდი ,ჯვარშუბლიანი ორი ბოჩოლით..მალე ეზოში ისე გავივლი და იის ბავშვებს წავუთამაშებ, სოფლის ახალი პატარძალივით წამოვკრეფ მარტის წვიმის ,,შაბაშებს“ მერე, დავიჭერ ცას, როგორც ლოტოსს, მკვიდრად შეკრული მზეთატივიანს, ჩემი ყველაზე ლამაზი ფოტო, მაინც ჩრდილების ნეგატივია..

აღარ ვარ უკვე პატარა ბავშვი, აღარ ვატარებ მოდურ ჟილეტებს, გაუხარელი ქვეყნის დროშიდან  ჩემს წილ ფერებსაც ვეღარ ვიმეტებ, რომ არ მოაკლდეს ვიღაცას ვარდი, არ მოსტყდეს ყუნძი ქარის თარეშში და დარჩენილი ბუჩქები ვარდის არ ეცეს ეკლად ვინმეს ღამეში, ცაზე ცის წვეთიც აღარ მიღიმის, შემოხვევია ფიქრი უზღვავი და ღრუბლებიდან მოდენილ წვიმას როგორც მოხუცი ისე ვემალვი, რომ სახსრებიდან გაქრეს ტკივილი, ისე შეზრდია უფსკრულს და ხაროს,  დეკა რომ ღივის იმის კალთებზე, ვინძლო იმანაც ვერ გაიხაროს. დღეს სურვილების ვიწყე შეკონვა, ყვავილებივით ჩავდგი ვაზაში, შაქრიანი წყლით თუკი გავჟღინთავ, იქნება შეწყდეს ჯადო თამაში  და ოლიმპოზე ავიდე ისე, როგორც ღმერთების დედა და ფესვი ჩავჭრა, გავიდგა იმ სამოთხეში, ზედ ამოვიდეს მდუმარე ვერხვი.



Sunday, February 7, 2021

ვფიქრობ (სიმღერა) ავტ. თინიკო ჭეჟია

             ვფიქრობ

მეგობარს
ახსოვს.
გული კი
მეტს
არაფერს
არ მთხოვს.
ახლა მე,
ასე მაწყობს,
რატომ?
ეეჰ,რომ ვიცოდე
რატომ.
ვაღმერთებ სიჩუმეს...
და ამიტომ,
სრულიად მარტომ,
გადავცურე ზღვა,
მეტი
არამინდა რა.
ნავი ნაპირთან
ქანაობს...
ვერ ვაბამ,
რადგან ზღვა
ნანაობს!
ნანაობს!
უკვე ნაპირზე ვარ...
თითქმის,
მაგრამ გული,
ისევ,
ზღვაში ბანაობს...
ნავიც ჯიუტად
ქანაობს!
ქანაობს!

მეგობარს (ერთსტროფიანი)

 ეჰ, დავლიოთ თითო კათხა ლუდი

და ხინკლებიც მივაყოლოთ ძმურად,
თორემ ვხედავ არ გვცილდება ჭირი,
ეს ქვეყანა არ დავტოვოთ უბრად.

მინდა ძმურად ჩამოგართვა ხელი (ერთსტროფიანი)

 მინდა ძმურად ჩამოგართვა ხელი,

მერე მკლავიც გადაგხვიო ძმურად,
მერე რა, რომ დედა არ გვყავს ერთი,
ერთი მზე გვაქვს, მოფერება უნდა.

ფეთქავს და ხტუნავს (ერთსტროფიანი)

 ფეთქავს და ხტუნავს 

ჩემს გულში სევდა

და არ მიტოვებს 
სულ მცირე ეჭვსაც,
მიწაზე მეტად 
ვუყვარვარ ზეცას.

ერთსტროფიანები

 რამდენი მეფიცებოდა, 

მეყვარებიო მუდამდღე, 

მაგრამ როგორც ჩანს, სიტყვები 

ითქმოდა მხოლოდ ურაზე

და გაჭირვების ამბები 
ისევ მამა ღმერთს ვუამბე.

ხომ არის სიყვარული,
ხე მარადი სიცოცხლის,
ვისაც არ ავიწყდები,
ის მუდამჟამს იცოცხლებს.

მეტსა გთხოვენ,
რაც რომ მეტ 
ფიანდაზებს უგებ,
მადლიერი ვერ ვნახე, 
კი მივდივარ უკვე.

Friday, February 5, 2021

ქარს თუ გავყვები, შეასრულა მაია სიჭინავამ

 

ქარს თუ გავყვები (სიმღერა)

 ქარს თუ გავყვები, ველურ ვნებით მიკოცნის ტუჩებს,

ალერსში მახრჩობს ნაზი სხივი მოლურჯო მთვარის,
ქარს თუ გავყვები, სულში მათოვს, ყოველი იცის
და მონატრების თეთრი ფრთები შესხმია ქარებს.
ამიტაცებს და დამაბრძანებს ცის ზღაპრულ კოშკში,
ღრუბლის ბალიშებს შემომიწყობს, დამიწნავს გვირგვინს,
ქარს თუ გავყვები, მათენდება მე შენზე ფიქრში,
მაგრამ სხვა გიყვარს და ეს ქარმა უთუოდ იცის.

ბაბუს! (საბავშვო)

 რას მიქვიან, არ მოგწონვარ ასე ნაზი, კოხტა,

ხელებიც ხომ დავიბანე, წყალი კიდეც მომრჩა,

იმ ნარჩენით მურიკელას გადავბანე პირი,

ამის გამო დამდგომია დიდი გასაჭირი.

ბაბუ, შენ კი კვლავ მეძახი პირხელდაუბანელს,

თან აკეთებ ცხელ-ცხელ დასკვნებს, ალბათ, ნაუცბათევს,

ჩვენ ორ შორის, როგორც ვხედავ, გაირბინა კატამ,

ჩემი გულის მოსაგებად კანფეტიღა დაგრჩა.



სახუმარო (ერთსტროფიანი)

პოეზია მაგონებს დოღს, ასპარეზს ცხენთა,
მაჩანჩალას მხედარი ძლივას ერეკება, 
ბედაურებს აშლიათ ჟინისაგან ფაფარი,
ნეტავ, ჩემი ადგილი ამათ შორის სად არის?!

ვთქვათ სიყვარულის ლექსები (ერთსტროფიანი)

 ვთქვათ სიყვარულის ლექსები,

მზე ჩავიყენოთ თვალებში,
ბადაგი დავაგემოვნოთ,
სიტკბო დიოდეს ბაგეში,
ცუდი არ გვეთქვას კაცისთვის,
რაც გინდა ვიყოთ შავ დღეში.

ერთსტროფიანები

და რაღა რჩება ცას უმარილოს,

მარილიანთა იწვნიოს სევდა. 


მინდა სული გალაღდეს, 

მინამ კიდევ აქა ვარ,
ვიცი, არ მოვაკლდები 

პარიზსა და ვარშავას,
მაგრამ თბილისს, ცრემლიანს, 

დავედები ზვარაკად.


და ცეცხლზე მეტად
ნაღვერდალი ტოვებს ჭრილობებს.

Wednesday, February 3, 2021

სად ვაძოვოთ ახლა ფარა?!

არ ვარ ხანი ხასიათზე,
აღარ მიხსნის პირსაც დანა,
ადგილები ჩამოგვართვეს,
მელაჟვარდის იყო ყანა,
და ლაჟვარდის მკრებავებმა,
სად ვაძოვოთ ახლა ფარა?!



Tuesday, February 2, 2021

ერთსტროფიანი

 და სანამ ბარში საქსაფონი 

ჯიუტად ყვირის,

არც მე არ ვიცლი 
სახიდან ღიმილს, 
რომ მოგაჩვენო,
ეს ისაა, რაც ასე მსურდა.

ერთსტროფიანი

 მინდორში იდგა პატარა ზვინი

და ვთამაშობდით მის ირგვლივ ყველა,
მერე ის თივა გაფანტა ქარმა,
ველს ვუცქერ ახლა მე მარტოხელას.

უცნაური ერთსტროფიანები

 კარაქივით რომ არ ავიჭრა 

შენს მოლოდინში,

თავს ვიმარილებ!


ჭრილობებიდან მოდუღს ბალღამი,
მტკვარზე ტკივილით მოსთქვამს არღანი.

და სანამ ბარში 
საქსაფონი ჯიუტად ყვირის,
არც მე არ ვიცლი 
სახიდან ღიმილს, 
რომ მოგაჩვენო,
ეს ისაა, რაც ასე მსურდა.

ყველი ვარ, 
ხაჭაპურში ჩამდნარი და 
შენს კბილებში მოხვედრილი გადასაღეჭად.

სანამ ცხოვრება სიმინდივით წისქვილში დამფქვავს,
მანამ, ქვეყანავ, მე შენი ხმა ვარ.

ჭიქა არაყი დღეს რომ წამექცა, წამოქცეული გულზე დამეცა.


ერთსტროფიანი

 ლაპარაკი დაუწყია ჩხიკვსო,

აყაყანდა მთელი ტყე და ბაღი,
რამდენიც არ ილაქლაქოს ჩხიკვმა,
ვერასოდეს ვერ გახდება კაცი.