Monday, October 31, 2016

დარდი მკლავს

დარდი მკლავს, დარდი მაწვალებს,
ამ ქვეყნის ნათელმხილავსო,
ნეტავ ზოგს რაღა ახარებს,
სამშობლო როცა გმინავსო.
ჩამკვდარა კაცთა ცხოვრება,
ძლივს დალასლასებს ხალხიო,
ნაგავში საჭმელს დაეძებს,
რომ გამოკვებოს ბალღიო.
გუდა-ნაბადი აუკრავს ერს,
სადღაც გადაკარგულა,
მალე ქართველი საფლავზეც
აღარ იტირებს ქართულად,
უსაქმურობის მწვერვალი
დალაშქრა დიდმა, პატარამ,
სიზარმაცეა ის ჭირი,
წლები რომ ცუდად გვატარა.
ბევრმა გართობას შეწირა
ამ ქვეყნის მომავალიო,
თან თავს იმართლებს ჯიუტად,
მე არ მიმიძღვის ბრალიო.
ერის კაცებო, მოგიხმობთ,
ფულზე ნუ გაიყიდებით,
სჯობს ემსახუროთ სამშობლოს,
რომ გაგაცილოთ დიდებით...

No comments:

Post a Comment