ქვეყანა, სადაც შურია,
სიკეთის გზა დახშულია,
სადაც დაჩოქილს მუხლებზე
მათრახით ნეკნებს უზელენ,
სადაც უნიჭოს აქებენ,
დიფერამბებით ათრობენ,
ნიჭიერ კაცს კი ვერ ცნობენ,
ხელსაც კი აღარ ართმევენ,
სადაც მშიერი ურნაში
ლუკმა-პურს ეძებს შვილისთვის,
ზოგი მდიდარის პიმშო კი
რესტორანიდან გვიღიმის,
სადაც ხელი აქვს გაწვდილი
მოსახლეობის ნახევარს,
თავს როგორ დადებ ბალიშზე,
ცოტა ნამუსი თუ კი გაქვს.
სადაც მოსწავლეს ვაძალებთ
მეტი და მეტი ისწავლე,
მაგრამ სწავლას რა ფასი აქვს,
სამსახურს ნეტა ვინ აძლევს?!
სადაც ვაცები თავის თავს
წარმოადგენენ კაცებად,
თვალისჟუჟუნით, ცელქობით
სადმე რამე თუ აშენდა?!
პატივისცემას, ღირსებას
თავზე მოხადეს ლეჩაქი,
ქალი ქალს არ ჰგავს, კაცი-კაცს,
ცოტა შემორჩა სპეტაკი.
სადაც ძიძა ჰყავს ზოგიერთს
თავის შვილების აღმზრდელად,
თუ კი შვილს დედა არ უყვარს,
რაღას შესჩივის განგებას.
თუ კი სითბოს და სიკეთეს
შენს შვილებს შენ არ ასწავლი,
მოხუცს რომ ადგილს არ უთმობს,
შენც მოელოდე გასაჭირს,
სადაც არც სცემენ ჭაღარას,
პატივს, არ უნდათ "ბებერი",
ჭკუა-გონების სწავლება,
მას სხვებზე მეტად შეჰფერის.
სადაც ქალს, ციურ არსებას
ზურგზე საპალნე აჰკიდეს,
ქანცგაწყვეტილს და დაღალულს,
ვინღა უსრულებს ნაპირებს?
თავმომწონეობს, ყელყელობს,
ერი, არ უნდა ცხონება,
მე კი სად გავქრე, გავიქცე,
არ მინდა ასე ცხოვრება.
No comments:
Post a Comment