გიმრავლოთ, ღმერთმა შეგარგოთ,
ღარიბსაც იქნებ მიხედოთ,
სულიერ ძმებად გევარგოთ.
ცოტა სხვას გაუნაწილეთ,
ნუ გენანებათ ქონება,
გმირ ავთანდილს და ტარიელს
ამით უნდოდათ ცხონება,
დატოვეს განძი ულევი
თავშესაფრების საგებად,
თქვენ რაღა ღმერთი გიწყრებათ,
ქართლს მიხედეთ და კახეთსაც.
ღმერთი მადლს შემოგიბრუნებთ,
კაციც მოგიძღვნით მადლობას,
თქვენს შვილებს მიეგებება
ღმერთის ლოცვა და წყალობა,
ქვრივ-ოხერსა და ობოლზე
ზრუნვა ვაჟკაცის წესია,
ვინც ეს არ იცის, უმუხთლოს
ბედმა, ეს დამიკვესია!
No comments:
Post a Comment