განსაკუთრებით - ის სამი მუხა,
რომელიც გზაზე მხვდებოდა,
როცა ბებიას სხვა სოფელში მივყავდი, ბიძაშვილებთან.
იქ კიდევ, ბროწეულებს ვეთამაშებოდი კუკუდამალობანას,
სისხლივით წითელი ყვავილებით მორთულთ, მზიანებს,
მხარს რომ გვიმშვენებდნენ მდინარისაკენ მიმავალ ბავშვებს...
წყლის პირას მდგარ ტირიფებს თვალებით ვეფერებოდი,
ისინიც ძალიან მომწონდა, - მტირალა ტირიფები,
მოწყენილ ტოტებქვეშ თევზებს ვიჭერდით, თავკომბალებს.
ვაზიც მიყვარდა, - მკვახე ყურძენით ვიტენიდით პირებს,
გვიშლიდნენ, "ნუ ჭამთ, "მუცელა" დაგემართებათო", -
გვეუბნებოდნენ ბიცოლები, ბებიები, არ ვუჯერებდით.
გვიყვარდა ტყემალიც, იმიტომ კი არა,
რომ ჭამა გვინდოდა, არა, ხეები გვიყვარდა თვითონ!
ახლა კვიპაროსები მიყვარს, - მათ ჩრდილში ბებიას სძინავს.

No comments:
Post a Comment