წითელ კაბას რომ ატარებ, ლურჯი უფრო გიხდება,
შენი თმები დამწოლია დარდებად და ფიქრებად,
მოგისხია მწვანე ველი, მხრებს გიმშვენებს პირიმზე,
თავი ვეღარ დავაღწიე დამბაჩებს და ხირიმებს.
დილით, როგორც ზღვის დედოფალს, გაგიშლია მკლავები,
ოკეანე გაგიცურავს, დამჩნევია ღარები.
გინდა, ვეღარ დაგინახო, ვერ დაგადგა თვალები,
მაგრამ, კარგო, ჩემს სიყვარულს, ვერსად დაემალები!
No comments:
Post a Comment