Wednesday, June 6, 2012
წვიმა ( სიმღერა "ნაწვიმარ ქუჩებს მივესალმები" დაწერა და შეასრულა მაია სიჭინავამ)
თითქოს დამათვრეს წვიმის წვეთებმა,
მოქუფრულ ზეცას ასწყდა ღილები,
ქოლგიან ქალაქს მივესალმები,
ნისლისფერ ქუჩებს გავეკიდები.
გზას მიჭრის ლურჯი სვეტების ჯარი,
ჩამოშვებულან ციდან იმედით,
ღიმილს იფენენ ფარდების მიღმა,
ტაძრებთან მდგარი პილიგრიმები.
წვიმიან ქალაქს მივასკდი სევდით,
გადავიჭიმე შუბლის ძარღვები,
ფიქრების გროვამ კვლავ გამახელა,
ჩემს გულს სიჩუმის ესმის აზრები.
წვიმამ გარეცხა გრძნობა და ფიქრიც,
სუფთაა, როგორც უმანკო ბავშვი,
ნაწვიმარ ქუჩებს მივყვები ახლა,
გრძნობებდამცხრალი, უსიტყვო დარდით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ძალიან კარგი ლექსია იმედია ამას ყველა ნახავს და მოეწონება სუპერ ლექსი რა. წვიმაზე მინდოდა ლექსი რომ შევდიოდი სხვა ლექსებში არცერთი არ მომეწონა ეს ლექსი რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა
ReplyDelete