მითიურ ღმერთს - ოდინს!
ვინც მე არ მელის, რად ვალოდინო,
თავისუფლებას მეტი აქვს ფასი,
შენ, საოცარო, ზეცად, ოდინო,
მასვი შარბათი მგოსნების თასით.
ხან ბერკაცი ხარ, ხან მბრძანებელი,
ხანაც გამკობენ არწივის ფრთებით,
ბრძოლების მამა მინდვრებს ევლები,
გამარჯვების ხმალს არ იცილებ გვერდით.
შენ დამწერლობის მამაც ხარ, ღმერთიც,
თვალში გიდგანან მზეცა და მთვარეც,
და ვალფარეტო, რომ გარქვეს ბრძენი,
გთხოვ, ცალი თვალით ამინთო ღამე.
ოდინი, ვოდანი (ძვ.-სკანდ. Odhinn, Odinn, გერმ. Wodan, Woutan) — ძველ გერმანელთა მითური სისტემის უზენაესი ღმერთი
მაია დიაკონიძე
15.11.2022 წელი
No comments:
Post a Comment