ნეტავ, შემეძლოს, მოგიძღვნიდი
სულის იმ ნაწილს, ბედნიერებას
თვალში რომ გახლის და მაინც,
შენში ვერ მოვკალ ღვარძლი.
Sunday, June 30, 2019
სულისკვეთებაც ჩამქრალა ჩემში (ერთსტროფიანი)
სულისკვეთებაც ჩამქრალა ჩემში,
მოკვეთილი მაქვს, თითქმის, ტოტები,
ვიყავი ცამდე აწვდილი ვერხვი,
დღეს გულზე მაძევს ქვა და ლოდები.
მოკვეთილი მაქვს, თითქმის, ტოტები,
ვიყავი ცამდე აწვდილი ვერხვი,
დღეს გულზე მაძევს ქვა და ლოდები.
გვირილების ჩაი (საბავშვო მოთხრობა)
გვირილების ჩაი
მაგიდაზე ყვავილების თაიგული იდგა. სოფო ყვავილებს თითო-თითოს ათვალიერებდა, ერთი მოეწონა ძალიან, ბებოს ჰკითხა, რა ყვავილიაო, იმან თავი გადააქნია, პირველად ვხედავ, არასოდეს მინახავს, ისე გვირილას კი ჰგავს, ოღონდ ყვითელი ფურცლებითააო. გოგონა ახლა დედასთან მივიდა ყვავილით ხელში, თაიგულიდან ამოაძრო, იმასაც ჰკითხა ყვავილის სახელი, მაგრამ დედასაც გაუჭირდა პასუხის გაცემა, მგონი, გვირილა არის, ოღონდ ყვითელი ფერის, ეტყობა ასეთებიც არსებობენო. სოფომ, მიღებული პასუხებით რომ ვერ დაკმაყოფილდა, ახლა მცენარეთა შესახებ წიგნი გადმოიღო, ასეთი წიგნებიც რომ არის, ალბათ, გეცოდინებათ, კითხვა ორი წლის ნასწავლი ჰქონდა და ყვავილების ფოტოებიან ფურცლებზე გვირილაც მალე მოძებნა, მაგრამ ყვითელი გვირილა ვერა და ვერ იპოვა, ისე კი ამ გვირილაზე ბევრი რამ ამოიკითხა, თურმე, მას ზემო იმერეთში ირაგას ეძახიან, ქვემო იმერეთში – ანაგრულას, გურიაში – ქამენიას, სამეგრელოში – ქამანიას, მესხეთში – ყვითელგულას, მთის რაჭაში – კაკულს. ყველაზე ძალიან კი სახელი კაკული მოეწონა. თვითონ ხომ გვარად კაკულია იყო, ალბათ, ჩემი წინაპრები გვირილებივით ლამაზები იყვნენო ან იქნებ გვირილების ველზე ედგათ სახლიო, გაიფიქრა და სიამაყით აივსო. ათვალიერა ყვავილები წიგნის ფურცლებზე და გერბერებს მიაგნო, ყვითლებს, წითლებს, ნამდვილად ეს ყვავილიაო, გაიფიქრა,ოღომდ გვირილისგან განსხვავებით ამათ სხვანაირი ფოთლები და მუქი გული აქვთო, მოეწონა, დედას ამაყად განუცხადა, ეს ყვავილი გერბერა ყოფილა, სახლშიც შეიძლება მოვიტანოთ ქოთნებით და გავამრავლოთ, ეს თქვენი მყრალი გვირილა კი ვის რაში ჭირდება, სახლშიც არა ხარობსო.
მეორე დღეს ბებიამ სოფო გვირილების ველზე წაიყვანა, სოფლის მახლობლდ. ბევრი ირბინა გოგონამ, დიდ-დიდი თეთრი გვირილები შეაგროვა,ისინი მოეწონა, ბებიამ გვირგვინი დაუწნა და თავზე დაადგა, თვითონ ქალს პატარათავებიანი გვირილები შეეგროვებინა, გაოცდა სოფო-გოგო, ეს პატარები რაში გჭირდება, როცა ამდენი დიდი თეთრი გვირილა ხარობს ველზეო, ბებიამ აუხსნა, ესენი სამკურნალოა, ეგენი - არაო, სილამაზეს ნუ კი უყურებ, თვისებებით უნდა ამოარჩიოო. სოფოს გაახსენდა, რომ მის კლასში ერთი გოგონა სილამაზით იყო გამორჩეული, მაგრამ შურიანი იყო, ყველას ეჩხუბებოდა, ვისზეც გაბრაზდებოდა, კალამს უმტვრევდა, ადამიანებშიც ასე ყოფილაო, გაოფიქრა. გვირილებიანი ველიდან გახარებული დაბრუნდა გოგონა, ულამაზესი გვირგვინით თავშემკული. ბებიამ თავისი გვირილები გასაშრობად გაფინა, ყველაზე მეტად ზამთარში გამოგვადგება, რომ არ გავცივდეთო.
ზამთარში მთელი ოჯახი სიამოვნებით სვამდა გვირილების ჩაის და ფანჯრიდან გასცქეოდა დათოვლილ მთებს, მართლაც, ავად არავინ გამხდარა, ყელიც კი არ წამოსტკივნია სოფოს, იცის, როგორც კი რამე შეაწუხებს, გვირილების ჩაი უნდა მიირთვას.
ზამთარში მთელი ოჯახი სიამოვნებით სვამდა გვირილების ჩაის და ფანჯრიდან გასცქეოდა დათოვლილ მთებს, მართლაც, ავად არავინ გამხდარა, ყელიც კი არ წამოსტკივნია სოფოს, იცის, როგორც კი რამე შეაწუხებს, გვირილების ჩაი უნდა მიირთვას.
30.06.2019 წელი
მე ვერასოდეს ავნიავდები
მე ვერასოდეს ავნიავდები,
ვით დაუკარგავს გაზაფხულს ძალა,
ცხელი ზაფხული დამდევს იარად,
ყაყაჩოების ვქცეულვარ ყანად.
ვით დაუკარგავს გაზაფხულს ძალა,
ცხელი ზაფხული დამდევს იარად,
ყაყაჩოების ვქცეულვარ ყანად.
Saturday, June 29, 2019
გვირილების ველი (ნოველა)
გვირილების ველი
შინაბერა იყო, ორმოცს გადაცილებული, უფრო სწორედ, კი არ იყო, ასე ეძახდნენ, თორემ თვითონ თავის საბედოს ჯერ კიდევ ელოდა. ერთ ღამეს საოცარი სიზმარი ნახა. გვირილების ველზე მიდიოდა და ვიღაცა ეძახდა, უყვარხარ, უყვარხარო. გაოცებულმა გაიღვიძა, ნეტავ, თუ ვინმეს მართლა ჩავუვარდი გულშიო. იმედი გაუკრთა, იქნება და ბედი მეხსნებაო. სამსახურში წავიდა, მთელი დღე ამაღლებულ ხასიათზე იყო, ოთახში შემოსულს, ყველას, გაფაციცებით ადევნებდა თვალს. არავის მიუქცევია მისთვის ყურადღება, დაღონდა, ღრმა ფიქრებში ჩაძირული გაემართა სახლისკენ. ჭიშკართან ძაღლის ლეკვი დახვდა, ჭუჭყიანი, გაძუნძგლული, საცოდავად წკავწკავებდა, ეტყობა, დედას ეძებსო, არ შეჩერებულა, ალბათ, ვინმე მოვა და წაიყვანსო, თავი დაიმშვიდა. შუაღამემდე ტიროდა ლეკვი მის ფანჯრებთან, არ დაეძინა, გავიდა და სახლში შეიყვანა, დაბანა, გაასუფთავა, ფეხებთან მიიწვინა, აღარ იწკმუტუნებსო, ტკბილად ჩაეძინა. ისევ დაესიზმრა, გვირილების ველზე მიდიოდა, ყვავილს ფურცლებს აცლიდა და იძახდა: - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ბოლო ფურცელი რომ მოწყვიტა, ვუყვარვარო, სიხარულით წამოიძახა. გამოეღვიძა, ლეკვს გადახედა, მშვიდად ეძინა მის ფეხებთან, უნდა დავიტოვო, ამაზე მეტად, ნეტავ, ვიღას ვეყვარებიო, გაიფიქრა და ლოგინიდან წამოდგა. შაბათი დღე იყო. არსად ეჩქარებოდა, ეზოში გავიდა, ყვავილებს წყალი დაუსხა. ჭიშკართან ვიღაცას მოჰკრა თვალი, აკაკუნებდა. გააღო, მის წინ ათლეტური აღნაგობის მამაკაცი იდგა, სადად, უბრალოდ ჩაცმული, სიმპათიური, მოეწონა, ნეტავ, რა საქმე აქვსო, გაიფიქრა. უცნობმა, ძაღლის ლეკვი ხომ არ გინახავთო, ჰკითხა, სახლიდან გამოპარულა, ორი-სამი დღეა დავეძებო. გაეღიმა, ეზოში შეიპატიჟა, ჩემთან არის, ახლავე გამოგიყვანთო, ხელიდან ხელში გადასცა, ჯადოსნური იყო შეხება. მას მერე ერთად არიან, ხშირად დადიან გვირილების ველზე და ახლა უკვე მოხუცები, იხსენებენ ძაღლს, რომელმაც ისინი ერთმანეთს შეახვედრა და დააკავშირა. გვირილების ველზე კი ყოველთვის ისმის შეყვარებულთა ჩურჩული: - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ!
Thursday, June 27, 2019
ქართულ ღვინოს!
საწნახელში დაწურულო,
ჩვენი სისხლის ნაჟურო,
სასოება, იმედები
შენს ფერებში მატულობს.
ნუ დაფანტავ მოგონებებს,
წარსულს ქარს ნუ გაატან,
მომავალიც დაგვისახე
ნიკოს ფუნჯით თამამად.
ჩვენი სისხლის ნაჟურო,
სასოება, იმედები
შენს ფერებში მატულობს.
ნუ დაფანტავ მოგონებებს,
წარსულს ქარს ნუ გაატან,
მომავალიც დაგვისახე
ნიკოს ფუნჯით თამამად.
Tuesday, June 25, 2019
ელენე და ფუტკარი (საბავშვო მოთხრობა)
ელენე და ფუტკარი
დაფრინავდა, კი არ დადიოდა, პატარა ანგელოზი, მიწიერი ანგელოზებიც ხომ არიან, ლამაზები, საყვარლები, ასეთი იყო ელენე, გიგო პაპას შვილიშვილი, ცქრიალა, ნაზი გოგონა, ვარდისფერი კაბების ჩაცმა უყვარდა, დაიხურავდა ჭილის ქუდს, ხელში პეპლის საჭერ ბადეს დაიჭერდა, დედამ რომ გაუკეთა, სანამ სოფელში ჩამოვიდოდნენ, და თვითონაც პეპელასავით გამოფრინდებოდა სახლიდან. მიაშურებდა მინდვრებს, რა თქმა უნდა, სახლთან ახლოს ტრიალებდა, შორს რომ წასულიყო, ბებია და პაპა გაუჯავრდებოდნენ, სადმე არ დაიკარგო, სად გეძებოთო, ასე ეტყოდნენ და ისე გულღიად გაუღიმებდნენ, ელენემ იცოდა, რომ ისეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა, რომ იმათ სწყენოდათ. გოგონა ჩამოუვლიდა ყვავილებს, ყველას სახელი ზეპირად იცოდა, აგერ, ვარდკაჭაჭა, თავისი ცისფერი ყვავილებით, აგერ - კესანე, იმასაც ციფრი ყვავილები აქვს, მაგრამ უფრო პატარა, იქით გვირილები ყვავიან, თეთრი, თეთრი, ყვითელგულები, აქა-იქ ყაყაჩოები იწონებენ თავს, წითელი ფურცლებით, შორიდანაც დაინახავ, შეამჩნევ, ცოტას მოკრეფს კიდეც ყვავილებს, თავის ოთახში ვაზაში ჩადგამს, რომ გაიღვიძებს, დილით, შეხედავს, გულს მოეფონება. ახლა მწერებზე გადაიტანა ყურადღება, უყვარს ისინი, კალიას სტაცა ხელი უკანა ფეხებში, აფართხალდა კალია, ხელი გამიშვი, მეტკინაო, გაშალა თითები, გადახტა კალია, ელენეს ეცინება, ისე ყოჩაღად მიხტის, ახლა ჭიამაია დაინახა, ფრთხილად დაისვა ხელზე, - ჭია, ჭია, მაია, დღეს როგორი დარია? - ეკითხება, გაშალა ფრთები ჭიამაიამ და გაფრინდა, - კარგი დარი იქნებაო, გაიფიქრა გოგონამ და გზა განაგრძო. იქვე ტყე არის, შრიალებენ ხეები, შაშვის გალობა და ჭახჭახი მოისმის, - გუ-გუ, - იძახის გუგული, ბალახებში ჩაჯდა ელენე, ითვლის, რამდენჯერ დაიძახებს, - იმდენი ხანი ვიცხოვრებო, ითვლის და ითვლის, ერთი, ორი, სამი, ათამდე კი დაითვალა, მეტი თვლა აღარ იცის, გუგული კი აგძელებს თავის გუ-გუს, სახლში რომ მივალ, ბებიას ვთხოვ, დათვლა მასწავლოსო, გაიფიქრა და ფარსმანდუკის ღერს სტაცა ხელი, მაგარი ფესვი აქვს, ადგომაში მომეხმარება, მოვეჭიდებიო, ხომ იცით ფარსმანდუკი რომელია? სამკურნალო მცენარე რომ არის, ცოტა მყრალი სუნით! თეთრ ყვავილედზე მჯდარი ფუტკრისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მწარე ტკივილი იგრძნო, ხელი გაუშვა ყვავილს, ხელისგულზე ფუტკარი მიკვროდა, ნესტარი ჩაესო, მეორე ხელით მოიშორა და სახლისკენ ნატკენი ხელის ქნევით აღრიალებული გაიქცა, პაპას გაეგონა ელენეს ხმა და სახლიდან ეზოში გამოსულიყო ბავშვის შესახვედრად, ატირებული ელენე პაპას გულში ჩაეკრო და ხელისგული აჩვენა, პატარა შავი წერტილი მოუჩანდა, ბებიამ შავტარიანი დანა გამოიტანა სახლიდან, პაპამ დანის პირი დაუსვა გოგონას მტკივან ადგილას და ნესტარი ამოაძრო, თან სიცილით უთხრა, ფუტკრის ნაკბენი სამკურნალოა, ზოგი სპეციალურად ისვამს კანზე და აკბენინებს ხოლმე, ის ადგილი რომ მოურჩეს, შენც სამკურნალო დოზა მიგიღიაო, ელენესაც გაეღიმა, სხვა დროს უფრო დაკვირვებული ვიქნები, ფუტკარს რომ არ შევეხო, მწერიც შეეცოდა, ალბათ, მოკვდა ის საწყალიო. პაპამ სკების სანახავად წაიყვანა სახლის უკანა ეზოში, აქ ბევრნი არიან, მინდორში მიფრინავენ, ყვავილებიდან ნექტარს წოვენ და მერე აქ თაფლად აქცევენ, ჩვენი ფუტკარი იქნებოდაო. პაპას ფუტკრის რამდენიმე ოჯახი ახლახანს მოეყვანა. ელენემ დაათვალიერა სკები, ფუტკრების სახლები, ძალიან მოეწონა, შესიებულ თითზე ხელი დაისვა, მერე ფუტკრებს ეშმაკურად გადახედა და თქვა, - თაფლი ხომ ბევრი გექნებათო? - უფროსებს გაეცინათ. გოგონას შორიდან ისევ უღიმოდნენ ყვავილები, რომელთაც მხიარულად დაჰბზუილებდნენ ფუტკრები, მზე მოსდგომოდა მინდორს, ახლა უკვე აღარ შეიძლება მინდორში სიარული, დავისიცხებიო, გაიფიქრა გოგონამ, ხელები დაიბანა, მაგიდას მიუჯდა და თაფლიან-კარაქიანი პური მოითხოვა...
ჩემო ჩიტო!
არ გეგონოს, ყურს არ ვუგდებ ემაგ ჭიკჭიკს,
რაც მითხარი, ისიც კარგად გავიგონე,
გამგონისთვის ყველაფერი კარგად ისმის,
ნუ უმღერებ უგონოს და არგამგონეს,
ჩემო ჩიტო, გამაგონე ეგ ხმატკბილი,
გადამყარე გულზე სევდა, არასმქონე,
ეს ცხოვრება არ ყოფილა თურმე მშვიდი,
ბრძოლის ჟინი და სურვილი, კარგო, მომე!
რაც მითხარი, ისიც კარგად გავიგონე,
გამგონისთვის ყველაფერი კარგად ისმის,
ნუ უმღერებ უგონოს და არგამგონეს,
ჩემო ჩიტო, გამაგონე ეგ ხმატკბილი,
გადამყარე გულზე სევდა, არასმქონე,
ეს ცხოვრება არ ყოფილა თურმე მშვიდი,
ბრძოლის ჟინი და სურვილი, კარგო, მომე!
საფიცარს ჩვენსას...
საფიცარს ჩვენსას წეწენ და გლეჯენ,
მიწა კი ელის მეგუთნეს, მეხრეს,
ნასახლარებში ვამრავლებთ გველებს,
რატომ ვქრებითო, თან გვიკვირს მერე!
მიწა კი ელის მეგუთნეს, მეხრეს,
ნასახლარებში ვამრავლებთ გველებს,
რატომ ვქრებითო, თან გვიკვირს მერე!
ჩვეული ბედნიერება
დღეს მე მიმქრალი, დაძონძილი სხივი მეხება,
ახლა ამას ვთვლი ჩემთვის ჩვეულ ბედნიერებად,
ვეღარ განათდა მზე ოქროსფრად, ვერ მომცა რაც მსურს
და სისხლი ჩემი დაუპყრია ეშმას და ავსულს.
ახლა ამას ვთვლი ჩემთვის ჩვეულ ბედნიერებად,
ვეღარ განათდა მზე ოქროსფრად, ვერ მომცა რაც მსურს
და სისხლი ჩემი დაუპყრია ეშმას და ავსულს.
ღამე
ღამეს, სისხლიან ჯალათს და მსტოვარს,
ეს მერამდენედ შერჩა ეკლები,
რომელიც ესხა მაცხოვრის გვირგვინს...
ჩვენც დაგვისერა ლურჯი ვენები.
ეს მერამდენედ შერჩა ეკლები,
რომელიც ესხა მაცხოვრის გვირგვინს...
ჩვენც დაგვისერა ლურჯი ვენები.
ჩემო სამშობლოვ!
ჩემო სამშობლოვ, რადა ტირი, რადა გდის ცრემლი?
ნუთუ, ცოტაა გაღებული უმანკო მსვერპლი,
სისხლგამშრალი და დაწრეტილი თვალებით მიცქერ,
გულიდან ბოლო იმედებს და ოცნებებს ვიღებ.
გაფითრებულან ვერხვები და დგანან თეთრები,
ჯოჯოხეთის ალს თუ დაუწვავს მთათა ფერდები,
ფიჭვებს ქოჩრიანთ მოსდებია ცეცხლის ენები,
ჩვენც აქა ვდგავართ, დაფერფლილი გულით, ხელებით.
ნუთუ, ცოტაა გაღებული უმანკო მსვერპლი,
სისხლგამშრალი და დაწრეტილი თვალებით მიცქერ,
გულიდან ბოლო იმედებს და ოცნებებს ვიღებ.
გაფითრებულან ვერხვები და დგანან თეთრები,
ჯოჯოხეთის ალს თუ დაუწვავს მთათა ფერდები,
ფიჭვებს ქოჩრიანთ მოსდებია ცეცხლის ენები,
ჩვენც აქა ვდგავართ, დაფერფლილი გულით, ხელებით.
Friday, June 21, 2019
"საქართველო ქართველების გარეშე"
"საქართველო ქართველების გარეშე",
ეს სიტყვები კოსმოსში თუ დარჩა?
ნუთუ უნდა ავუხდინოთ ოცნება,
ცივსისხლიანთ და ტვინებით გამხმართ.
მტერთან ბრძოლა რომ არ არის იოლი,
ილიამ თქვა: მოიმარჯვეთ ცოდნა!
რომელიც რომ უხმარ არის ბრიყვთათვის,
არ ადგება ვირს ჯიუტს და ოჩანს.
ახალგაზრდებს თვალისჩინი მიეცით,
ემსახურონ თვის სამშობლოს კრძალვით,
გულს ნუ ატკენთ, ნუ მოგვიკლავთ ტყვიებით,
დაგიწყევლით ღმერთი შვილს და გამჩენს.
ეს სიტყვები კოსმოსში თუ დარჩა?
ნუთუ უნდა ავუხდინოთ ოცნება,
ცივსისხლიანთ და ტვინებით გამხმართ.
მტერთან ბრძოლა რომ არ არის იოლი,
ილიამ თქვა: მოიმარჯვეთ ცოდნა!
რომელიც რომ უხმარ არის ბრიყვთათვის,
არ ადგება ვირს ჯიუტს და ოჩანს.
ახალგაზრდებს თვალისჩინი მიეცით,
ემსახურონ თვის სამშობლოს კრძალვით,
გულს ნუ ატკენთ, ნუ მოგვიკლავთ ტყვიებით,
დაგიწყევლით ღმერთი შვილს და გამჩენს.
მტკივა და ნისლივით ვირევი
მტკივა და ნისლივით ვირევი,
ქარს ვატან ამ გულის ნაფლეთებს,
კლდეები, პირგამეხილები,
მადებენ სისხლიან ნაკვეთებს.
მტკივა და ნისლივით ვირევი,
ქარს ვატან ამ გულის ნაფლეთებს,
გავქრები, ერთს შევეწირები,
ზეცაო, ტყვიებით დამსეტყვე.
Wednesday, June 19, 2019
მე აბრეშუმის მეხურა ქუდი
მე აბრეშუმის მეხურა ქუდი
და აბრეშუმის თმებს მასში ვმალავდი,
რომ აელვებულს მნათობის შუქზე
არ მოეზიდა პეპლები და არ დაეწვა,
როგორც წარსულში, ერთხელ, ოდესღაც.
და აბრეშუმის თმებს მასში ვმალავდი,
რომ აელვებულს მნათობის შუქზე
არ მოეზიდა პეპლები და არ დაეწვა,
როგორც წარსულში, ერთხელ, ოდესღაც.
ვალი დამრჩენია
ცას რომ პერანგივით ამოვეცვი,
მერე ქედანივით ავღუღუნდი,
ღმერთმა მისახსოვრა სალამური,
მღერა გამემართა საამური,
მაგრამ შხამის ისრით გულში დამჭრეს,
ქცევა ვერ ვიგუე ღალატური,
ვალი დამრჩენია დედამიწის,
დავით გარეჯაზე დალამბული.
მერე ქედანივით ავღუღუნდი,
ღმერთმა მისახსოვრა სალამური,
მღერა გამემართა საამური,
მაგრამ შხამის ისრით გულში დამჭრეს,
ქცევა ვერ ვიგუე ღალატური,
ვალი დამრჩენია დედამიწის,
დავით გარეჯაზე დალამბული.
Tuesday, June 18, 2019
დედის ნაკვალევზე (ნოველა)
- სალამი, - უთხრა მეგობარს, მაგრამ ის უცებ გაეცალა, მარტო თავი დაუქნია. ნეტავ, რა სჭირსო, გაიფიქრა გაკვირვებულმა ლაურამ და თვალი გააყოლა. ლუიზა მხრებში მობუზულიყო, თითქოს კაცობრიობის ტვირთი ეკიდა ზურგზე, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და რატომ არის ასეთი ნაღვლიანი, გაიფიქრა ლაურამ, მესმის, ქმარი გარდაეცვალა, მაგრამ ცხოვრება წინაა, თანაც მაინც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, გაძლებაზე იყვნენ, შვილის გამო უთმენდნენ ერთმანთს. ახლა შეუყვარდა, თუ რა არის? თავის თავს უსვამდა კითხვებს ქალი და სამსახურისკენ აგრძელებდა გზას. შენობაში შევალ და დავურეკავ, გაიფიქრა ბოლოს და უახლოეს მარკეტში შეიარა წყლის საყიდლად.
დიდი ხნის მერე, სამარშრუტო ტაქსს საცობებში მოუწია დგომა, სამსახურში მიაღწია და თავის ადგილზე მოკალათდა, ყურმილი აიღო. შიშინი მოესმა, ალბათ, არ გადის, ახლა მობილურით სცადა დაკავშირება მეგობართან, არ პასუხობდა. გაახსენდა, ლუიზას შვილი რომ საზღვარგარეთ იყო წასული და იქაც რაღაცა პრობლემები ჰქონდა, ნეტავ, ამის გამო თუა ასეთ ცუდ ხასიათზე? ბიჭი ესპანეთში არალეგალად იყო. ლამაზი შვილი კი ჰყავს, მშობლები ორივე ლამაზები იყვნენ, ის ცხონებულიც კარგი ბიჭი იყო და აბა, რა იქნებოდა? ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ რა მსახიობი დადგებოდა? აბა, აქ მსხაიობი კი არა, მეპურეც არავის დასჭირდება მალე, დაიცალა ქვეყანა, ყველა გარბის, ნეტავ, სად მიდიან, ვის უტოვებენ ამ მიწა-წყალს? ღმერთო, გვიშველე, გაიფიქრა ლაურამ და ისევ გადარეკა ლუიზასთან. როგორც იქნა, მეგობრის ხმა მოესმა, - ვანო დაიჭირესო, ძლივძლიობით ამოღერღა, - ვინ ვანო, - ვერ მიხვდა უცებ, - რას მელაპარაკები, - შეწუხდა ლაურა, თითქოს გულში რაღაცა ჩასწყდა, - სად, ესპანეთში? რა მოხდა? - არაფერი არ ვიცი, მითხრა, პოლიციამ ამიყვანაო და მობილური გაითიშა, - ნუ ნერვიულობ, არაფერი მოხდება, იქნებ, შესაშინებლად გითხრა, ფული რომ გაუგზავნო, რა იცი? ეგრე იციან ახლანდელმა ახალგაზრდებმა, - დამამშვიდებელი ტონით უთხრა ლაურამ ლუიზას. - არ ვიცი, არ ვიცი, - წაილუღლუღა ქალმა და ყურმილი დაკიდა. - ახლა ეს უნდოდა კიდევ ამ საწყალს, ისედაც ვერ არის ჭკუაზე? - ისევ გააგრძელა ფიქრი ქალმა. ბოლო ხანებში ლუიზას საქციელი არ მოსწონდა, რაღაც უცნაურობებს ლაპარაკობდა, ქმარი მოდის ხოლმე სახლში, როგორც ცოცხალიაო, მეზობლები მწამლავენო, არა და რა გოგო იყო? ნინიას დავურეკავ, ახლოს ცხოვრობს მაგასთან, იქნებ რამე იცოდეს? გადაურეკა, ნინიამ ყურმილი არ აიღო. ამასაც თავისი პრობლემები აქვს, ვალებშია ჩავარდნილი, სახლს ჰყიდის, გარეთ არ აღმოჩნდეს ეგეც, სახლის საგირაო ფული თუ მაინც დარჩება, კარგია. ნეტავ, ვისი დარდი უნდა ჰქონდეს? რამდენიმე საათში დაუკავშირდა. ლუიზას ამბავი თუ იციო, დღეს ჩამიარა, გამარჯობა ძლივს მითხრაო, მოახსენა. ყურმილში შეწუხებული ხმა მოისმა, - არ იცი, გოგო? იქ ვიყავი ახლა, დედასთან მისულა და აივნიდან გადმომხტარა, მოკვდა ჩვენი ლუიზა! ლაურას ყურმილი ხელიდან გაუვარდა, ტელეფონი გაითიშა, ახლიდან გადაურეკა - რატომ ქნაო ეს ამბავი, - შვილი დაიჭირესო, ამბობენ, ესპანეთში, ვეღარ გადაიტანა ეს ამბავი, საწყალმა, ამ ბოლო ხანებში ვერ ატყობდი, როგორც იყო? - მოთქმით ლაპარაკობდა ნინია.
დაასაფლავეს ლუიზა... მერე შვილს დაურეკეს ამბის გასაგებად, ყურმილი რომ აიღო, გაუკვირდათ, გადავრჩიო, ერთი კვირა ვიყავი მარტო ციხშიო, გახარებულმა თქვა. დედის ამბავი აღარ უთხრეს. ერთ თვეში თვითონ ჩამოვიდა, უკვირდა, რომ აღარ ურეკავდა. ყველაფერი შეიტყო. ჩემი გულისთვის მოკვდაო, ორი კვირის მერე მერვე სართულის აივნიდან გადმოხტა, სწორედ იქიდან, საიდანაც დედამისი...
დიდი ხნის მერე, სამარშრუტო ტაქსს საცობებში მოუწია დგომა, სამსახურში მიაღწია და თავის ადგილზე მოკალათდა, ყურმილი აიღო. შიშინი მოესმა, ალბათ, არ გადის, ახლა მობილურით სცადა დაკავშირება მეგობართან, არ პასუხობდა. გაახსენდა, ლუიზას შვილი რომ საზღვარგარეთ იყო წასული და იქაც რაღაცა პრობლემები ჰქონდა, ნეტავ, ამის გამო თუა ასეთ ცუდ ხასიათზე? ბიჭი ესპანეთში არალეგალად იყო. ლამაზი შვილი კი ჰყავს, მშობლები ორივე ლამაზები იყვნენ, ის ცხონებულიც კარგი ბიჭი იყო და აბა, რა იქნებოდა? ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ რა მსახიობი დადგებოდა? აბა, აქ მსხაიობი კი არა, მეპურეც არავის დასჭირდება მალე, დაიცალა ქვეყანა, ყველა გარბის, ნეტავ, სად მიდიან, ვის უტოვებენ ამ მიწა-წყალს? ღმერთო, გვიშველე, გაიფიქრა ლაურამ და ისევ გადარეკა ლუიზასთან. როგორც იქნა, მეგობრის ხმა მოესმა, - ვანო დაიჭირესო, ძლივძლიობით ამოღერღა, - ვინ ვანო, - ვერ მიხვდა უცებ, - რას მელაპარაკები, - შეწუხდა ლაურა, თითქოს გულში რაღაცა ჩასწყდა, - სად, ესპანეთში? რა მოხდა? - არაფერი არ ვიცი, მითხრა, პოლიციამ ამიყვანაო და მობილური გაითიშა, - ნუ ნერვიულობ, არაფერი მოხდება, იქნებ, შესაშინებლად გითხრა, ფული რომ გაუგზავნო, რა იცი? ეგრე იციან ახლანდელმა ახალგაზრდებმა, - დამამშვიდებელი ტონით უთხრა ლაურამ ლუიზას. - არ ვიცი, არ ვიცი, - წაილუღლუღა ქალმა და ყურმილი დაკიდა. - ახლა ეს უნდოდა კიდევ ამ საწყალს, ისედაც ვერ არის ჭკუაზე? - ისევ გააგრძელა ფიქრი ქალმა. ბოლო ხანებში ლუიზას საქციელი არ მოსწონდა, რაღაც უცნაურობებს ლაპარაკობდა, ქმარი მოდის ხოლმე სახლში, როგორც ცოცხალიაო, მეზობლები მწამლავენო, არა და რა გოგო იყო? ნინიას დავურეკავ, ახლოს ცხოვრობს მაგასთან, იქნებ რამე იცოდეს? გადაურეკა, ნინიამ ყურმილი არ აიღო. ამასაც თავისი პრობლემები აქვს, ვალებშია ჩავარდნილი, სახლს ჰყიდის, გარეთ არ აღმოჩნდეს ეგეც, სახლის საგირაო ფული თუ მაინც დარჩება, კარგია. ნეტავ, ვისი დარდი უნდა ჰქონდეს? რამდენიმე საათში დაუკავშირდა. ლუიზას ამბავი თუ იციო, დღეს ჩამიარა, გამარჯობა ძლივს მითხრაო, მოახსენა. ყურმილში შეწუხებული ხმა მოისმა, - არ იცი, გოგო? იქ ვიყავი ახლა, დედასთან მისულა და აივნიდან გადმომხტარა, მოკვდა ჩვენი ლუიზა! ლაურას ყურმილი ხელიდან გაუვარდა, ტელეფონი გაითიშა, ახლიდან გადაურეკა - რატომ ქნაო ეს ამბავი, - შვილი დაიჭირესო, ამბობენ, ესპანეთში, ვეღარ გადაიტანა ეს ამბავი, საწყალმა, ამ ბოლო ხანებში ვერ ატყობდი, როგორც იყო? - მოთქმით ლაპარაკობდა ნინია.
დაასაფლავეს ლუიზა... მერე შვილს დაურეკეს ამბის გასაგებად, ყურმილი რომ აიღო, გაუკვირდათ, გადავრჩიო, ერთი კვირა ვიყავი მარტო ციხშიო, გახარებულმა თქვა. დედის ამბავი აღარ უთხრეს. ერთ თვეში თვითონ ჩამოვიდა, უკვირდა, რომ აღარ ურეკავდა. ყველაფერი შეიტყო. ჩემი გულისთვის მოკვდაო, ორი კვირის მერე მერვე სართულის აივნიდან გადმოხტა, სწორედ იქიდან, საიდანაც დედამისი...
იმედისგან დავიცალე
იმედისგან დავიცალე, როგორც სისხლით,
ხურჯინში რომ ჩავილაგე, იმ ტვირთს ვითვლი,
ნეტავ, ცოდვა გადაწონის ან თუ მადლი?
ჯოჯოხეთის გახსნილია უკვე კარი!
ხურჯინში რომ ჩავილაგე, იმ ტვირთს ვითვლი,
ნეტავ, ცოდვა გადაწონის ან თუ მადლი?
ჯოჯოხეთის გახსნილია უკვე კარი!
Monday, June 17, 2019
პეპლები (ნოველა)
პეპლები
ნანუკას პეპლები ბავშვობიდან უყვარდა, მინდვრის, ჭრელი ფრთებით, ნაირფრად მოხატულები და ღამისაც, თეთრი, მოჩვენებასავით, იდუმალებით მოსილნი. ღამ-ღამობით თავისი სახლის ეზოში დაჯდებოდა, უყურებდა, როგორ მოფრინავდნენ ისინი ელექტრონათურის შუქზე, რომელიც აივნის თავზე ეკიდა. ეხვეოდნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ, ზოგი ისე ახლოს მიდიოდა მის რწყინვალებასთან, რომ ფრთებს იწვავდა და ძირს ვარდებოდა. ეცოდებოდა ისინი გოგონას, რატომ არ ფრთხილობენო, ეკითხებოდა ბებიას, მაგათ ხომ ჭკუა არა აქვთო, პასუხობდა ქალი, ცეცხლისკენ და შუქისკენ ილტვიან, მაგრამ ხანდახან ზედმეტი შუქი და ცეცხლიც საშიშიაო, უხსნიდა ნანუკას, დიდი შუქი ადამიანსაც თვალს ჭრის, არამცთუ პეპელას, ამიტომაც ეცემიან ძირს უსულოდ და კვდებიანო. ეზოში დამხმარე შენობა ედგათ, მის თეთრ კედელებზეც ხშირად სხდებოდნენ ღამის პეპლები, ეტყობა, თეთრი ფერი იზიდავდათ. როცა კარგი ამინდი იყო, გადაივსებოდა ხოლმე იქაურობა, ადგილი აღარ მოიძებნებოდა, ზოგი დიდი იყო, ძალიან დიდი, ფრთებზე ოქროსფერი რგოლებით, ზოგი - პატარა, თეთრი კედელი არ წვავდა, არაფერს უშავებდა, მათ შემყურე გოგონას თვითონ ჩამოეძინებოდა ხოლმე ეზოში ხის კუნძზე მჯდომარეს, მამა აიტაცებდა და ლოგინში ჩააწვენდა, მაშინ პეპლები სიზმარში მოდიოდნენ, რაღაცას ეჩურჩულებოდნენ, უყვებოდნენ, ერთ დროს ადამიანები ვიყავით, ახლა პეპლებად გადავიქეცით, დიდმა სიყვარულმა მოგვიყვანა აქო. უკვირდა გოგონას, დილით ბებიას უამბობდა ამ ამბებს, არაფერს პასუხობდა ბებია, ცოტა ჩაფიქრდებოდა ხოლმე. გოგონა გაიზარდა, გათხოვდა, შვილიც ეყოლა, ბებიაც დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის, ის ეზოც დაავიწყდა და პეპლებიც... ცხოვრებამ თავისი უკეთურობა ანახა, ახალგაზრდას მეუღლე გარდაეცვალა, ისევ მოვიდნენ პეპლები სიზმარში, სევდიანი სიყვარულის ისტორიებს უყვებიან, ცხადშიც უკან დაყვებიან, სადაც არ უნდა იყოს, რატომღაც ჰგონია, რომ ემზარის, მეუღლის სულიც ხშირად მოდის და ესაუბრება სიყვარულის უკვდავებასა და მარადიულობაზე, რომ სიყვარული არსად არ მიდის, კოსმოსში რჩება, პეპლად გადაიქცევა, რომელიც თვალუწვდენელ მინდვრებს დაჰფარფატებს, თუ ბედნიერი სიყვარულის მონაწილეა, სევდიანი სიყვარულის შვილები კი თეთრ კედლებს ასხდებიან, ფრთებსაც ხშირად იწვავენ სანთლის ან ლამპიონის შუქზე, კვდებიან კიდეც. მას მერე ნანუკა სულ იმას ყვება, პეპლები დამდევენ, სადაც არ უნდა ვიყოო, - ეჰ, მგონი გაგიჟდა ეს ქალი, - იტყვიან ზოგიერთები, მართლა პეპლები ჰყოლიაო, - ამბობენ სხვები, მხოლოდ ცოტას თუ სჯერა მისი ისტორიების.
Tuesday, June 11, 2019
მე ყვავილების მომქონდა ველი
მე ყვავილების მომქონდა ველი
და რქებს ვუმკობდი წიქარა ხარებს,
სიმღერას ვიწყებ ახლა ბოლოდან,
ტაში ზღვასავით დუღს და მქუხარებს.
სურომ იმძლავრა სახლის კედლებზე,
მხრებზე სიმძიმედ დარდები მაწევს,
ამოუვსია სული სამუმებს,
ღრუბლები ცლიან სისხლიან ყანწებს.
და რქებს ვუმკობდი წიქარა ხარებს,
სიმღერას ვიწყებ ახლა ბოლოდან,
ტაში ზღვასავით დუღს და მქუხარებს.
სურომ იმძლავრა სახლის კედლებზე,
მხრებზე სიმძიმედ დარდები მაწევს,
ამოუვსია სული სამუმებს,
ღრუბლები ცლიან სისხლიან ყანწებს.
Monday, June 10, 2019
სულში შეხიზნულო სევდავ!
სულში შეხიზნულო სევდავ,
სახის ფერს რომ ყვითლად ფერავ,
სუნთქვასაც რომ აღარ მაცლი,
შხამითაა სავსე ვარცლი,
შიგნით ვინღა ვაბანაო,
შვილებს შხამი როგორ ვაცხო,
გაიფანტე ქარდაქარად,
სიხარულის დადგეს ხანა.
,
სახის ფერს რომ ყვითლად ფერავ,
სუნთქვასაც რომ აღარ მაცლი,
შხამითაა სავსე ვარცლი,
შიგნით ვინღა ვაბანაო,
შვილებს შხამი როგორ ვაცხო,
გაიფანტე ქარდაქარად,
სიხარულის დადგეს ხანა.
,
სიყვარულის რაფსოდია (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ
ჩამისახლდი, ამიჯანყდი,
გულზე შხამი მაპკურე,
შენ ბახი ხარ, მე - ვივალდი,
კრთის და ელავს საყურე.
მინდორში რომ დავფრინავდით,
მხრებზე მესხდნენ პეპლები,
ახლა შევჭკნი ყვავილივით,
შენ სხვას იკლებ ფერებით.
გულზე შხამი მაპკურე,
შენ ბახი ხარ, მე - ვივალდი,
კრთის და ელავს საყურე.
მინდორში რომ დავფრინავდით,
მხრებზე მესხდნენ პეპლები,
ახლა შევჭკნი ყვავილივით,
შენ სხვას იკლებ ფერებით.
Friday, June 7, 2019
დაფეთებული მოდის ტალღა
დაფეთებული მოდის ტალღა, მგონია ანცობს,
შემოძარცვია მქუხარება და ზათქი თერგის,
თურმე შიშით და ხმის კანკალით მომავალს გვაცნობს,
ვერ მოუვლითო საქართველოს, - გულს უღრღნის ეჭვი.
შემოძარცვია მქუხარება და ზათქი თერგის,
თურმე შიშით და ხმის კანკალით მომავალს გვაცნობს,
ვერ მოუვლითო საქართველოს, - გულს უღრღნის ეჭვი.
Thursday, June 6, 2019
ცეკვავდნენ ცაში ანგელოზები
ცეკვავდნენ ცაში ანგელოზები,
უღიმოდნენ და ესროდნენ სხივებს,
მათ სცემდა თაყვანს გოგო პატარა,
ეს სიყვარული გადასცა შვილებს.
და თვითონ როცა დაუდგა მწუხრი,
ჩამოესვენა სამყარო შავი,
ისევ აცეკვდნენ ანგელოზები,
ცად გააცურეს სხივმნათი ნავით.
უღიმოდნენ და ესროდნენ სხივებს,
მათ სცემდა თაყვანს გოგო პატარა,
ეს სიყვარული გადასცა შვილებს.
და თვითონ როცა დაუდგა მწუხრი,
ჩამოესვენა სამყარო შავი,
ისევ აცეკვდნენ ანგელოზები,
ცად გააცურეს სხივმნათი ნავით.
Wednesday, June 5, 2019
ბებია როცა მიწნავდა ნაწნავს
ბებია როცა მიწნავდა ნაწნავს, თავის ლოცვასაც ჩააყოლებდა,
"ჩემმა სიტყვებმა მოგმატოს ძალა", თითქოს შესაწირ ცხვარს აძოვებდა,
მეტყოდა, წვიმის ცრემლებით მბანდა, ცვარი იების ჰქონდა შუშაში,
მერე გამიშვა სულ მარტო ქალაქს, თან გამაყოლა გულის მურაზი.
"ჩემმა სიტყვებმა მოგმატოს ძალა", თითქოს შესაწირ ცხვარს აძოვებდა,
მეტყოდა, წვიმის ცრემლებით მბანდა, ცვარი იების ჰქონდა შუშაში,
მერე გამიშვა სულ მარტო ქალაქს, თან გამაყოლა გულის მურაზი.
Subscribe to:
Posts (Atom)