რაც ვისურვილე, ცოდვის ბრალია,
ვეხები ხელით ღრუბლების ფთილებს,
ვეხები ხელით ღრუბლების ფთილებს,
ფრთათეთრ გულებზე და მიხარია,
დავაწყობ ჩემთვის ფანქრებით ფერებს,
დავაწყობ ჩემთვის ფანქრებით ფერებს,
ამ მთა-ბარისას, ზეპირად ვიცი,
სხვა ჯომოლუნგმას დახატავს, ფრფენით,
სხვა ჯომოლუნგმას დახატავს, ფრფენით,
მე ჩემს თეთრ მთებთან დამიდევს ფიცი.
წითელ ყაყაჩოს დავურთავ ჩემს კერძს,
წითელ ყაყაჩოს დავურთავ ჩემს კერძს,
უნდა მივართვა ჩემს შვილებს დღესაც,
მწვანილს, ფორთოხალს შევმატებ სუფრას,
მწვანილს, ფორთოხალს შევმატებ სუფრას,
თან ჩავამატებ ბამბუკის ღერსაც,
სრულყოფილება აკლია იმ ხელს,
სრულყოფილება აკლია იმ ხელს,
რომელიც სადილს ან ნახატს შექმნის,
ამიტომ შევთხოვ ზეციერს შველას,
ამიტომ შევთხოვ ზეციერს შველას,
არ დარჩეს სულში მოშავო ხვრელი.
სურათიც მიტომ ზეცის ფერია,
სურათიც მიტომ ზეცის ფერია,
ღმერთს თუ ეჭირა ფურცელი, ფუნჯი,
ბებოს ხელი თუ მართლა ერია,
ბებოს ხელი თუ მართლა ერია,
აქებენ კერძის გემოს და სურნელს,
ახლა მზის ჩასვლას ვამატებ ფერებს,
ახლა მზის ჩასვლას ვამატებ ფერებს,
ოქროსფერ ყანის ხოდაბუნებსაც,
ვეძებ და ვეტრფი იმ მიწის სურნელს,
ვეძებ და ვეტრფი იმ მიწის სურნელს,
რომ შეინახა დედა-ბუნებამ.
27.03.2019 წელი
No comments:
Post a Comment