არადა ერთდროს წითლებს და ჟღალებს ყურს უმშვენებდათ ოქროს საყურე,
დრო-ჟამმა უკვე დარიათ ხელი, თუმც ერთობოდნენ ერთდროს თამაშში,
ქარი ახლიდა სარკმელს მათ თითებს, მკლავებს შემოსილს მწვანე მარმაშით.
უმზერდნენ თრთოლვით ქალ-ვაჟის ტრფობას, ვისაც ერთურთი უყვარდა ძლიერ,
ვარდებთან ერთად დაჭკნა და მოკვდა, ქალი, ბრმა სენმა დაუხშო სივრცე,
აღარც ვარდები, არც სილამაზე, ცისარტყელებმა წაიღეს ხარკი
და მხოლოდ თოვას შემოაქვს გლოვა, სასაფლაოზე თეთრ სუფრას გაშლის.
No comments:
Post a Comment