მე ჩავაბარე უკვე "თავანი", მაგრამ დროება მომძახის "რა დროს?,
არ ჩაგითვალეს, სიტყვაც გითვალეს, რა თქვი, როდის? და ვისთან თქვი, რატომ?"
ვერ წამოვდექი, ვეღარ დავდექი მზესთან, არა ვარ იმისი ტოლი,
სიკეთეს ვმარცვლავ, არ იქცეს ღვარძლად, დამდევს ბოროტი ვით წიწილს ქორი.
ქალი ვარ, მაგრამ მივათრევ გუთანს, ხარს შევეხიდო მინდა შრომაში,
მზეს სხივებს ვაცლი დილაადრიან, რაც ჩამეტევა დაღლილ მუჭაში,
მოვილოგინებ შიშველ მინდორში, ძუძუს ვაწოვებ ვენახს და ყანას,
მაგრამ გამოზრდილს დედის უბეში, სხვა მანქანებით სიავე კვალავს.
თითქოს დამინდეს და არც დამინდეს დედა, დაშლილი ათას სიმებად,
ისევ ტკბილ ხმაზე რომ დავიმღერო, გთხოვთ, დამაბრუნოთ უძღებ შვილებთან,
ვაშლის სიმწიფის სუნი დგას ქარში, ქლიავმა უკვე მოისხა ჩერო,
წითურა თუ კი შეჰყრია ველებს, სახადს ხომ მალე მოიხდის, ღმერთო?!
No comments:
Post a Comment