თეთრი ფიქრი დამტრიალებს და გადადის ყირაზე,
ბებოს გამომცხვარი ქადა დღეს დილაზე ვინატრე,
ბუხარს ცეცხლი უკიდია, შეშას გააქვს ტკრციალი,
ვსხედვართ აქვე, სავარძლებში, მე, ლადო, ტიციანი...
Friday, August 24, 2018
Wednesday, August 22, 2018
სახუმარო
ეს ჩემი გული ბებერი,
სულ მუდამ ალაბალიობს,
ხან ჩამოწვება მეწყერი,
ხან ეგებება ალიონს.
ვერ დაწყნარდა და ვერ მორჩა
უთავბოლო დოღს, ჭენებას,
თან ვფიქრობ, რომ შეიცვალოს,
მერე მე რა მეშველება?!
Tuesday, August 21, 2018
ქალო, ლალო, ნატვრის თვალო!
შეიხსენი საკინძე და გამოფინე მკერდი,
ნუ ხარ ეგრე ღრუბლიანი, მზეს უყვარხარ თეთრი,
მოაწოვე ძუძუ შვილებს, უბეში რომ გყვანან,
ვინმეს თვალი რომ არ დარჩეს, ჩამოუშვი ფარდა.
გაიღიმე, გაიცინე, მზე დაგნათის მწველი,
ათობით შვილს კიდევ გაზრდი შენი ძუძუ-მკერდით,
ნაყოფიერს და ჯიშიანს ეგ შვილებიც გგვანან,
ქალო, ლალო, ნატვრის თვალო, მზეც შენ გიხდის ღალას!

Sunday, August 19, 2018
ვემშვიდობები სახლს - ძველ მეგობარს
კვლავ ჩემი სახლის პარმაღზე ვდგავარ,
თუმცა აღარ ვარ მისი ნაწილი,
კარის სახელურს კრძალვით ვეხები,
კარის სახელურს კრძალვით ვეხები,
შეჩერდა დრო და გაქრა მანძილი.
ჩემი დარდები, როგორც ჩრდილები,
ჩემი დარდები, როგორც ჩრდილები,
გადასწოლიან ცისფერ ფოლიანტს,
მზე ჩადის ისე, მგონი, ძილშია,
მზე ჩადის ისე, მგონი, ძილშია,
რა ესიზმრება წითელ გოლიათს?
არ მინდა ვიყო მკაცრი მსაჯული
ჩემი თავის და განწყობას ვიწყობ,
მაგრამ სიჩუმე თავს დამტრიალებს,
მაგრამ სიჩუმე თავს დამტრიალებს,
ფეხებთან მაწევს გველივით თითქოს,
სულისშემხუთველ მისტერიებში,
სულისშემხუთველ მისტერიებში,
მოგონებებში წინაპრებს ვიხმობ,
ვინატრე, ახდა, ესეც ბედია,
ვინატრე, ახდა, ესეც ბედია,
ხელით ვეხები ვენახის ჭიგოს,
რომელსაც პაპა თლიდა ოდესღაც,
რიგში აწყობდა მოხდენით თითოს,
ჭირისუფალის მოჰგავს გოდებას,
ჭირისუფალის მოჰგავს გოდებას,
იდუმალი ხმა, ეძახის თვისტომს...
გაშავებულა სახლის კედლებიც,
გაშავებულა სახლის კედლებიც,
ჩამოწოლილა ვაშლი ლოდებად,
ეზოში დგანან ძველი ქვევრები,
ეზოში დგანან ძველი ქვევრები,
გახსენებიათ ძველი დროება,
მივდივარ მათთან და ვეფერები,
მივდივარ მათთან და ვეფერები,
ვერ კი ვახერხებ გულის მოგებას,
მიწას ეკრობა, ვხედავ, ყოველი,
მიწას ეკრობა, ვხედავ, ყოველი,
ჟამთმდინარების ტალღას მოჰყვება.
მზეზე გამომაქვს ძველი ხალიჩა,
მზეზე გამომაქვს ძველი ხალიჩა,
რომ შეისრუტოს ეზოს ნიავი,
უძღები შვილი ამას წავიტან,
უძღები შვილი ამას წავიტან,
ავწონ-დავწონი, რა აქვს ზიანი,
იმასაც, როგორც ამ სახლს, გავყიდი
და სულის მოთქმას ლხინით აღვნიშნავ,
აღარ გაჩნდება ის ბედაური,
აღარ გაჩნდება ის ბედაური,
ვარსკვლავებთან რომ ცაში ამიყვანს.
ბოდიშს მოვუხდი ლეღვს და უნაბებს,
ბოდიშს მოვუხდი ლეღვს და უნაბებს,
რომ ვერ ვიქეცი იმათ პატრონად,
დავშორდი ისე, ვეღარ ვუწამლე,
დავშორდი ისე, ვეღარ ვუწამლე,
მხოლოდ სურათი მოვხსენ თაროდან,
მაგრამ რა ვუყო იმ ძველ ჭრილობას,
რომელიც ტანჯვით ჩემს სულს გახსნია?
ვემშვიდობები სახლს - ძველ მეგობარს,
ვემშვიდობები სახლს - ძველ მეგობარს,
ძაღლი კი მომყეფს: "ეს ღალატია!"
.
.
გეძებდი ისე...
მე შენ მწყუროდი, ვით ფლამინგოს მოცეკვავე ქალს სწყურია ტაში,
გეძებდი ისე, როგორც ბავშვი, ახალშობილი, დაეძებს ძუძუს,
მინდვრებში მძინარს მერეოდა ხის ხავსი თმაში, მოტანილს ქარში
ვისმენდი შენი სიტყვების ვალსს, ერთადერთ სოლოს, ნამღერებს ბოლოს
და უსასრულოდ გრძელდებოდა ტანჯვა, შიმშილი, ვწყევლი ნიჰილიზმს,
ჩემს თავშიც ვეძებ დამნაშავეს, ბუნტის მოთავეს, ავს და მგზნებარეს,
რა თავში ვიხლი ამ სინანულს, თუ არ აქვს აზრი და სისხლსაც მაცლის
შენი დუმილი, იდუმალ ნოტებს ასრულებს ქორო, სულ ტყუილად ვომობ.

Friday, August 17, 2018
დედის ფერება
სანამ უსწორებთ შვილებს სასთუმალს,
სანამ მათ შუბლზე თითებს აგორებთ,
გთხოვთ, შეიცადოთ იმ ალალ დროში,
ვიდრე დაჰკიდებთ შვილებს საყურეს.
გეწვევათ მერე სულ სხვა მირაჟი,
იყო თუ არა? შედგა ფერებად?
ხდებიან მერე უკვე სხვისანი,
თუმც შორს მიჰყვებათ დედის ფერება.
სანამ მათ შუბლზე თითებს აგორებთ,
გთხოვთ, შეიცადოთ იმ ალალ დროში,
ვიდრე დაჰკიდებთ შვილებს საყურეს.
გეწვევათ მერე სულ სხვა მირაჟი,
იყო თუ არა? შედგა ფერებად?
ხდებიან მერე უკვე სხვისანი,
თუმც შორს მიჰყვებათ დედის ფერება.
ასდევნებიან ქალებს ზარები
ასდევნებიან
ქალებს ზარები,
ზოგს პაწაწინა
ზანზალაკი,
ზოგს - დედო ზარი,
მიჰყვება ბასით.
იმიტომ ჰგვანან
სამოთხის ჩიტებს
მედეაც, ლილეც,
ავსებენ სივრცეს.
ავსებენ სივრცეს.
თვით ნადირობის
ქალღმერთი დალიც
სინაზე არის,
გრძნობებს რომ ამხელს.
ძალი მიეცი
ქალებს, ღმერთო,
არ აჰყვნენ განცდებს.
Thursday, August 16, 2018
თორემ, ჩიტივით მოვკვდები, ჩემო!
ჩემს გულში სკდება საპნის ბუშტები
და სიყვარულის პირში მაქვს გემო,
როგორც ალერდი, ავფერადდები,
ჩემს თავს მოგიძღვნი, კარგო და ჩემო.
ჟრუანტელივით დამდიან ჩიტნი,
ყელმოხატულნი უცხო ფერებით,
პირს მიკოცნიან თვალებში ღიმით,
მეც წითელ გულზე ნაზად ვეხები.
ალბათ, გინახავს, როგორა რთავენ
თავიანთ ბუდეს ცვრიანი ფოთლით,
მეც სიყვარულით მათებრ ვივსები
და უსაშველოდ განვაგრძობ ლოდინს...
ჩვენც ხომ მოვქარგავთ ნისლისფერ ბუდეს,
ჩვენც ხომ მათსავით სიყვარულს ვჩემობთ,
ნუ, ნუ, გაივლებ ცუდს, კარგო, გულში,
თორემ, ჩიტივით მოვკვდები, ჩემო!
და სიყვარულის პირში მაქვს გემო,
როგორც ალერდი, ავფერადდები,
ჩემს თავს მოგიძღვნი, კარგო და ჩემო.
ჟრუანტელივით დამდიან ჩიტნი,
ყელმოხატულნი უცხო ფერებით,
პირს მიკოცნიან თვალებში ღიმით,
მეც წითელ გულზე ნაზად ვეხები.
ალბათ, გინახავს, როგორა რთავენ
თავიანთ ბუდეს ცვრიანი ფოთლით,
მეც სიყვარულით მათებრ ვივსები
და უსაშველოდ განვაგრძობ ლოდინს...
ჩვენც ხომ მოვქარგავთ ნისლისფერ ბუდეს,
ჩვენც ხომ მათსავით სიყვარულს ვჩემობთ,
ნუ, ნუ, გაივლებ ცუდს, კარგო, გულში,
თორემ, ჩიტივით მოვკვდები, ჩემო!
Wednesday, August 15, 2018
ერთი მითხარ, რა ტონია?! (სახუმარო)
ერთი მითხარ, რა ტონია?!
არის ცოტა ურცხვობაც,
დილით როცა გამაცილე,
გამიპირდი ნიშნობას.
მე არაფერს მეკითხები,
ჩემს მშობლებთან გარიგდი,
ალბათ, ახლა მე გგონივარ
სულელი და არიფი.
თუ გინდა რომ მე დაგთანხმდე,
გაგიპირდე ცოლობას,
გაამზადე ფაეტონი,
შეასრულე პირობა.
ცაში უნდა გავეჯიბროთ
მთვარესა და ვარსკვლავებს,
ბნელი ღამის მანათობლებს,
გავანათებთ ხანაგებს,
ტურფა ია მე ვიქნები,
შენ კი თეთრი ენძელა,
მინდორ-ველი ჩვენ მოვჩითოთ,
ზღვისფერმა და ყელყელამ.
ნაჭერ-ნაჭერ ამოვლამბოთ
მაღლა ცა, ძირს ხმელეთი,
ჩვენი იყოს ეს ქვეყანა,
დავამარცხოთ ბნელეთი.
ცაში უნდა გავეჯიბროთ
მთვარესა და ვარსკვლავებს,
ბნელი ღამის მანათობლებს,
გავანათებთ ხანაგებს,
ტურფა ია მე ვიქნები,
შენ კი თეთრი ენძელა,
მინდორ-ველი ჩვენ მოვჩითოთ,
ზღვისფერმა და ყელყელამ.
ნაჭერ-ნაჭერ ამოვლამბოთ
მაღლა ცა, ძირს ხმელეთი,
ჩვენი იყოს ეს ქვეყანა,
დავამარცხოთ ბნელეთი.
წინ მიუძღვის ნახირს ხარი
წინ მიუძღვის ნახირს ხარი,
ღია არის საყდრის კარი,
- ჩვენ თუ დაგვჩა სამლოცველო?
- ცას შეჰზმუვლა ხარმა ზარით.
დარდიანად ღმერთს შესთხოვა,
- კაცს მიეცი ხნე და ჯანი,
ეპატრონოს ეკლესიას,
მეც წყლით სავსე მედგას ჯამი.
ეპატრონოს ეკლესიას,
მეც წყლით სავსე მედგას ჯამი.
ჩანახატი (უსაშველო მოდიოდა წვიმა)
უსაშველო მოდიოდა წვიმა,
ნაფეხური ნაფეხურებს ცვლდა,
ქოლგების და ლაბადების მარშით
მივდიოდით აქაფებულ წყალში,
მერე წვიმამ წკაპუნები დათმო,
მზემ ხელები შემოგვხვია სამოდ.
ნაფეხური ნაფეხურებს ცვლდა,
ქოლგების და ლაბადების მარშით
მივდიოდით აქაფებულ წყალში,
მერე წვიმამ წკაპუნები დათმო,
მზემ ხელები შემოგვხვია სამოდ.
Sunday, August 12, 2018
თევდორე (ავტ. სოფიო ჭელიძე)
თევდორე დაღლილი, ქანცგაწყვეტილი მოდიოდა სამსახურიდან, სარეკლამო ბიზნესი ვერაფრით ააწყო, შეკვეთებს არ აძლევდნენ, არაფერში უმართლებდა... ნახატებიც არ ეყიდებოდა, - ჩემმა მშობლებმა დამთარსეს... ეს თევდორე მაინც რატომ დამარქვეს?! ალბათ, რომელიმე წამებულს ერქვა და აი, მეც ვეწამები... - გაიფიქრა და ირონიულად ჩაიღიმა... თავისი პატარებიც გაახსენდა: ლადო და დინარა, ახლა კარებში შემოხვდებოდნენ სასუსნავის მოლოდინში. ცოლიც იმედიანი თვალებით შეხედავდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის, იმედი გაუცრუვდებოდა.
გზად მიმავალმა თევდორემ მოშორებით ძველი მეგობარი შენიშნა, მეგობრები კი მრავლად ჰყავდა, ისინიც მასავით გაჭირვებულები, მისკენ გაეშურა, გაესაუბრა, თითქოს წუხილი მოიშორა თავიდან. მერე სევდანარევი ღიმილით გამოემშვიდობა, აქაოდა დიდხანს ვეღარ ვნახავთ ერთმანეთსო, და ხიდს დაადგა. რატომღაც იმ დღეს ხიდზე ბევრი ნაცნობი დალანდა, მიესალმა. ცხელოდა, ყველას უნდოდა საღამოს მდინარიდან მომავალი გრილი ჰაერი ჩაესუნთქა, ბავშვები, განსაკუთრებით, ვაჟები, მამებს ფეხებზე ეკონწიალებოდნენ, გოგოები ფოტოებს იღებდნენ, ბებიები ლუკმას ატენიდნენ მჩქეფარე ტალღების მაყურებელ პატარებს. თევდორე შეიშმუშნა, არ უყვარდა ხალხმრავლობა, რატომღაც არ ელოდა ამდენი ადამიანის დანახვას, თითქოს ბედისწერას შეეყარა ისინი ერთად. უნდოდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა იქაურობას, ამიტომაც აუჩქარა ნაბიჯს. მოულოდნელად ფეხქვეშ რყევა იგრძნო, მოეჩვენა ხიდი ქანაობდა, საქანელასავით, თავბრუ დაეხვა, იფიქრა ცუდად ვარო. ხიდზე აურზაური, ჩოჩქოლი ატყდა. გაისმა ქალების კივილი, მამაკაცების შეძახილი, ბავშვების ტირილი, უკან მოიხედა, დაინახა, როგორ შთანთქავდა უფსკრული ადამიანებს, იქით დააპირა გაქცევა დასახმარებლად, მაგრამ უცებ ვიღაცის ცივი ხელი იგრძნო, მიიხედა, დაინახა თეთრწვერება მოხუცი, რომელიც აკანკალებული ხელით ჩასჭიდებოდა მკლავზე და დახმარებას სთხოვდა, წინ წაუძღვა, თუმცა ძლიერი სურვილი ჰქონდა უკან დაბრუნების, იმასაც ხვდებოდა, მის ზურგს უკან დარჩენილებს ვეღარ უშველიდა, - ეს მოხუცი მაინც გადავიყვანო, - გაიფიქრა და მასთან ერთად განაგრძო გზა, ყურებში საშინელი ხმაური ჩაესმოდა, გარშემო მტვრის ბუღი იდგა, თვალებს ხშირ-ხშირად იწმენდდა, რომ გზა დაენახა, ამავე დროს გრძნობდა, რომ ის უცნაური მოხუცი რაღაცა ძალას აძლევდა, რომ წინ წასულიყო. ლაპარაკიც გაუბა: - შვილები გელოდებიან, ინერვიულებენ, რომ დაიგვიანოო.- თევდორე ამ სიტყვებმა გააოცა, გაიფიქრა, ნეტა, ამ კაცმა საიდან იცის, მე რომ შვილები მყავსო. უცნაური მოხუცის სახე სინათლეს ასხივებდა და გზას უნათებდა, - საიდანღაც მეცნობა, - გაუელვა თავში. როგორც იქნა, დანგრეულ ხიდს თავი დააღწიეს, მოულოდნელად თევდორე ექიმების გარემოცვაში აღმოჩნდა, ხელებს ჰკიდებდნენ, ძვალ-რბილს უსინჯავდნენ, რაიმე ხომ არ დაიზიანე, რამე ხომ არ გაწუხებსო. შეკითხვებს აყრიდნენ. ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. მოიკითხა მოხუცი, უთხრეს, რომ ის მარტო გადმოვიდა ხიდზე და არანაირი მოხუცი არ ახლდა თან, ამან კაცი გაურკვევლობაში ჩააგდო, სიზმარში ეგონა თავი...
სახლში მისულმა ცოლს ყველაფერი უამბო, - ნამდვილი სასწაულია! - წამოიძახა ნატამ. რამდენიმე ღამე ამ მოხუცის სახე სიზმრებში მოსვენებას არ აძლევდა, ერთ დილას ფუნჯი აიღო ხელში და ხატვას შეუდგა. თვე გავიდა, მოხუცის პორტრეტი მზად იყო. ერთ საღამოს სტუმრად ხატვის ყოფილი პედაგოგი ეწვია და თევდორეს ახალ ფერწერულ ტილოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია,
- როდის აქედან დაიწყე ხატების წერა? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
- ეს ის მოხუცია, ხიდზე რომ გადმომიყვანა. - უპასუხა აღელვებულმა თევდორემ.
- სერაფიმ საროველს გადაურჩენიხარ. - ღიმილით უთხრა მოხუცმა მხატვარმა.
ამის შემდეგ თევდორე ღრმად მორწმუნე შეიქნა, ყველა წმინდანის ცხოვრება შეისწავლა და ცნობილი ხატმწერიც გახდა. მშობლების მადლობელიც დარჩა, რომ თევდორე დაარქვეს, ის ხომ ქართველი წმინდანის - თევდორე კველთელის მოსახელე იყო. დღესაც ხშირად იხსენებს ხოლმე იმ საღამოს და ფიქრობს, რომ მის თავს გადახდენილი უცნაური ამბავი სიზამრი არ ყოფილა და ნამდვილი სასწაულის მომსწრე გახდა.

Saturday, August 11, 2018
წვიმს...
წვიმს, სევდიანმა დედაბერმა ჩამჭიდა ხელი,
თავს არ მანებებს, დამადინა თვალზე ცრემლები,
ხელს მძლავრად მიჭერს, რომ ტკივილმა ძირს მომისროლოს,
ისევ ვდგები და წუთისოფელს კვლავ არ ვნებდები.
წვიმს, გაითვალა, მგონი, ცაზე ყველა ღრუბელი,
გაშავდა უფრო და აღარ ჩანს თითქოს საშველი,
ჩემში ვამატებ ცოტა ღიმილს, ცოტა ოპტიმიზმს,
ვიცი, წვიმასაც ვიღაც ელის ხელის გაშვერით.

Friday, August 10, 2018
აქაც წვიმს და იქაც წვიმსო (სახუმარო)
აქაც წვიმს და იქაც წვიმსო,
ვერ ავცდებით, მგონი, ლხინსო,
აქეთ ჩაუვლია ვირსო,
იქით კვალი მოჩანს თხისო,
წინ და უკან სიარულში,
გაგვიშალეს ტაბლა ხისო,
ზედ დაგვიწყვეს ინდაური,
გოჭიც აგერ აღებს პირსო,
ხაჭაპურიც არ დაგვაკლეს,
ხან ბარის ვთქვით, ხან კი მთისო.
Wednesday, August 1, 2018
მე არაფერი მაღელვებს თითქოს
მე არაფერი მაღელვებს თითქოს,
შენში აღმოვჩნდი, სიკვდილო, თითქმის,
მაინც მიხარის ღიმილი ბავშვის,
აყვავილება ცისა და მიწის.
Subscribe to:
Posts (Atom)