Wednesday, August 15, 2018

ერთი მითხარ, რა ტონია?! (სახუმარო)

ერთი მითხარ, რა ტონია?!
არის ცოტა ურცხვობაც,
დილით როცა გამაცილე,
გამიპირდი ნიშნობას.
მე არაფერს მეკითხები,
ჩემს მშობლებთან გარიგდი,
ალბათ, ახლა მე გგონივარ
სულელი და არიფი.
თუ გინდა რომ მე დაგთანხმდე,
გაგიპირდე ცოლობას,
გაამზადე ფაეტონი,
შეასრულე პირობა.
ცაში უნდა გავეჯიბროთ
მთვარესა და ვარსკვლავებს,
ბნელი ღამის მანათობლებს,
გავანათებთ ხანაგებს,
ტურფა ია მე ვიქნები,
შენ კი თეთრი ენძელა,
მინდორ-ველი ჩვენ მოვჩითოთ,
ზღვისფერმა და ყელყელამ.
ნაჭერ-ნაჭერ ამოვლამბოთ
მაღლა ცა, ძირს ხმელეთი,
ჩვენი იყოს ეს ქვეყანა,
დავამარცხოთ ბნელეთი.







No comments:

Post a Comment