Friday, August 17, 2018

ასდევნებიან ქალებს ზარები

ასდევნებიან
ქალებს ზარები,
ზოგს პაწაწინა 
ზანზალაკი,
ზოგს - დედო ზარი, 
მიჰყვება ბასით.
იმიტომ ჰგვანან 
სამოთხის ჩიტებს
მედეაც, ლილეც,
ავსებენ სივრცეს.
თვით ნადირობის 
ქალღმერთი დალიც
სინაზე არის, 
გრძნობებს რომ ამხელს.
ძალი მიეცი 
ქალებს, ღმერთო, 
არ აჰყვნენ განცდებს.


No comments:

Post a Comment