Sunday, August 19, 2018

გეძებდი ისე...

მე შენ მწყუროდი, ვით ფლამინგოს მოცეკვავე ქალს სწყურია ტაში,
გეძებდი ისე, როგორც ბავშვი, ახალშობილი, დაეძებს ძუძუს,
მინდვრებში მძინარს მერეოდა ხის ხავსი თმაში, მოტანილს ქარში
ვისმენდი შენი სიტყვების ვალსს, ერთადერთ სოლოს, ნამღერებს ბოლოს
და უსასრულოდ გრძელდებოდა ტანჯვა,  შიმშილი, ვწყევლი ნიჰილიზმს,
ჩემს თავშიც ვეძებ დამნაშავეს, ბუნტის მოთავეს, ავს და მგზნებარეს,
რა თავში ვიხლი ამ სინანულს, თუ არ აქვს აზრი და სისხლსაც მაცლის
შენი დუმილი, იდუმალ ნოტებს ასრულებს ქორო, სულ ტყუილად ვომობ.



No comments:

Post a Comment