Thursday, August 16, 2018

თორემ, ჩიტივით მოვკვდები, ჩემო!

ჩემს გულში სკდება საპნის ბუშტები
და სიყვარულის პირში მაქვს გემო,
როგორც ალერდი, ავფერადდები,
ჩემს თავს მოგიძღვნი, კარგო და ჩემო.
ჟრუანტელივით დამდიან ჩიტნი,
ყელმოხატულნი უცხო ფერებით,
პირს მიკოცნიან თვალებში ღიმით,
მეც წითელ გულზე ნაზად ვეხები.
ალბათ, გინახავს, როგორა რთავენ
თავიანთ ბუდეს ცვრიანი ფოთლით,
მეც სიყვარულით მათებრ ვივსები
და უსაშველოდ განვაგრძობ ლოდინს...
ჩვენც ხომ მოვქარგავთ ნისლისფერ ბუდეს,
ჩვენც ხომ მათსავით სიყვარულს ვჩემობთ,
ნუ, ნუ, გაივლებ ცუდს, კარგო, გულში,
თორემ, ჩიტივით მოვკვდები, ჩემო!


No comments:

Post a Comment