დავიშალო ზურმუხტებად, მწვანე ველო,
დავსხდე ცაზე ვარსკვლავებად, ბნელო ღამევ,
გავუნათო დაღონებულს სხივით არე.
სურვილების ქარგა, მინდა, ჩავდგა გულში,
დავიქარგო ყვავილები - ია ლურჯი,
აყვავებულ ფშატთან გავთქვა ჩემი გული,
თან ვატარო ჩემი ქვეყნის სიყვარული.
No comments:
Post a Comment