ყველას გვინდა, მოგვისმინონ, ამბიცია დიდი გვაქვს,
ვერ მივწვდებით, ალბათ მალე, ვერც ნიკოს, ვერც ტიციანს,
მაგრამ ლექსი, როგორც მტრედი, გვინდა ყველგან გავუშვათ,
წერილივით ზედ დავკიდებთ ჩვენი სულის თილისმას,
მწუხარებას თუ სიკეთეს ჩვენს გულში რომ ვერ ვიტევთ,
გადავიტანთ სტრიქონებში, სიტყვათ ვისვრით ტიკინებს,
ზოგჯერ ვიცით ამაოა, დღეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ,
ვცოდვილობთ და მოზაიკას ხან ერთ ნაჭერს ვამეტებთ,
მაინც გვინდა მოგვისმინონ, ვქმნით ცხოვრების მაკეტებს.
No comments:
Post a Comment