Tuesday, June 28, 2016

მზესთან მქონდა პაემანი

თმაში ვარდი ჩავიწანი,
მზესთან მქონდა პაემანი,
გზას გავყევი კოჭლი ცხენით,
მიდიოდა რყევა-რყევით,
შემაწუხა ჭია-ღუამ,
დამბზუოდა ბზიკი მტრულად,
წყალშიც ფონი რომ ვერ ვნახე,
მიჯნურს ვთხოვე - " დამენახე!",
საყვარელმა გამიცინა,
თავზე სხივი მომაფინა,
გადმომიგდო ციდან კიბე,
მეც ზედ ფეხი მოვიკიდე!






No comments:

Post a Comment