Saturday, April 9, 2016

გაზაფხულმა აირია გონი

გაზაფხულმა აირია გონი,
ალუბლის ხემ შემოიცვა კაბა,
საპატარძლო თავის რჩეულს ელის,
წინ უფენენ ყვავილების ფარდაგს.
ვარდმა ტუჩი გამოზნიქა მწველი,
საალერსოდ გაიწვია ღამე,
გულს უსერავს სატრფოს ეჭვი, მღრღნელი,
რით აჯობებს ის მეტოქეს, ნაქებს?!
პატარაა ჩიტუნია, მაგრამ
ოცნებებით გაუვსია გული,
სიმღერებით ის იქარვებს ბალღამს,
ღამეს კიდევ შეპარვია რული.






No comments:

Post a Comment