Thursday, April 14, 2016

სულს მიშფოთებენ იასამნები

სულს მიშფოთებენ იასამნები,
მათი ეშხით და სუნით დავთვრები,
ციდან ჩამოვხსნი სამოსელს იის,
მხრებზე მოვისხამ და ტყე-ტყე ვივლი.
მოვეკიდები ხავსსა და ბალახს,
დევს მოვაყოლებ საოცარ არაკს,
მერე დავჯდები წყაროსთან ფიქრით,-
დრო უმოწყალოდ საფლავებს გვითხრის.

No comments:

Post a Comment