ამომავალო მზეო,
მათბობ, იმედით მავსებ,
მაგრამ ვერ მიცვლი ფერსო.
ღამე მიბინდავს თვალებს,
ლიბრს გადამაკრავს თეთრსო,
ცა და ვარსკვლავი ძილში
სიზმრებს მანახებს ბევრსო.
თვალებს გავახელ, ბნელა, -
სხეულში სძინავთ იებს,
ფანჯრიდან მოდის სიო,
ის დამიკოცნის თითებს.
ამომავალო მზეო,
შორიდან მაძლევ იმედს...
ღამე მიხუტებს გულში,
სიო მიკოცნის თითებს.
No comments:
Post a Comment