Sunday, April 24, 2016

ჩემი სიბრაზე მოსწყდა ორბიტას

ჩემი სიბრაზე მოსწყდა ორბიტას
და ცეცხლის ალი ძირს გადმოკიდა,
ენები მიწვდა წვრილ-წვრილ კომეტებს, -
ასრულებინებს მოდურ სონეტებს.
შემოუარა ყველა პლანეტას,
ნელ-ნელა ყველა იქცა ნამსხვრევად,
მიმოიფანტა ჰაერში მტვერი...
სამყაროს, ალბათ, დაქცევა ელის.

No comments:

Post a Comment