როგორ მიღალატე, ვერ გავიგე,
გზაზე მომყვებოდნენ ალუბლები,
მზემ რომ შემომხედა, გავუღიმე,
რაღაც სხვანაირი დაურვებით...
უხმო მსტოვარივით მომყვებოდა
წყალზე ჩატეხილა ძველი ხიდი,
მორევს თავი ვეღარ დავაღწიე, -
გულზე შემომეჭდო არტახივით.
Wednesday, January 28, 2015
Tuesday, January 27, 2015
მე კი შენ გეძებ!
თითქოს იები გადაშლილა ვარდიფერ ქედზე,
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
გართხმულა ღამე თოვლიან ველზე,
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
მთვარის ციალში მესალმება უსასრულობა,
მინდა შევერთო, როგორც ეთერი,
დახრილა მთვარე თოვლიან ველზე,
იმ სითეთრეშიც მხოლოდ შენ გეძებ.
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
გართხმულა ღამე თოვლიან ველზე,
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
მთვარის ციალში მესალმება უსასრულობა,
მინდა შევერთო, როგორც ეთერი,
დახრილა მთვარე თოვლიან ველზე,
იმ სითეთრეშიც მხოლოდ შენ გეძებ.
იას ვეძებ მე კლდის თავზე
იას ვეძებ მე კლდის თავზე,
თურმე ის ჩემს გულში ხარობს,
ზეცას, ირგვლივ გადაჭიმულს,
დავეწაფე, როგორც წყაროს.
თავაშვებულ თერგთან მძინავს,
წყლის შხეფები მაძლევს ძალას,
შევებმები მტერს და ავსულს,
არ გვპატიობს ღმერთი ღალატს.
Monday, January 26, 2015
ვერ ვცანი ქვეყანა სატირე
ო, როგორ დამათრო ცხოვრებამ,
ვერ ვცანი ქვეყანა, სატირე,
დღეს ვითხოვ შენდობას უფლისგან,
განცდების სიმწარე მატირებს.
ვერ ვცანი ქვეყანა, სატირე,
დღეს ვითხოვ შენდობას უფლისგან,
განცდების სიმწარე მატირებს.
Sunday, January 25, 2015
ევროპისაკენ მივიწევით ხელთა ფოტინით
ჟამთაღმწერელმა გადაფურცლა ფურცელი ისევ,
ჯარისკაცები კვლავ დადებენ სიცოცხლეს ფიცზე,
კვლავ დაუკარგავს საქართველოს ორიენტირი
და ევროპისაკენ მივიწევით ხელთა ფოტინით.
სახეს ვეღარ ვცნობ ქართველისას, დაესვა დაღი,
მშიერ-მწყურვალებს ელოდება სამოთხის ბაღი,
გულგატეხილი, დამაშვრალი, სანთლად ქცეული,
მომავლისათვის დაინთება, თავის სხეულით.
ჯარისკაცები კვლავ დადებენ სიცოცხლეს ფიცზე,
კვლავ დაუკარგავს საქართველოს ორიენტირი
და ევროპისაკენ მივიწევით ხელთა ფოტინით.
სახეს ვეღარ ვცნობ ქართველისას, დაესვა დაღი,
მშიერ-მწყურვალებს ელოდება სამოთხის ბაღი,
გულგატეხილი, დამაშვრალი, სანთლად ქცეული,
მომავლისათვის დაინთება, თავის სხეულით.
იესოს! (,,მიყვარხარ, იესო!, სიმღერა შეასრულა მაია სიჭინავამ)
თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან,
მე კი სულ მარტო მეგონა თავი,
დილა ოქროსფერ სამოსში მხვევდა,
იასამანით ვიყავი მთვრალი.
მთვარე მიმღერდა ძილის წინ ნანას,
ქარი მირწევდა ბავშვობის აკვანს,
თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან,
მე კი, უჩინო, ვერ ვგრძნობდი ამას..
მე კი სულ მარტო მეგონა თავი,
დილა ოქროსფერ სამოსში მხვევდა,
იასამანით ვიყავი მთვრალი.
მთვარე მიმღერდა ძილის წინ ნანას,
ქარი მირწევდა ბავშვობის აკვანს,
თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან,
მე კი, უჩინო, ვერ ვგრძნობდი ამას..
Saturday, January 24, 2015
მოიისფერო სანთელი იწვის
მოიისფერო სანთელი იწვის
და თავზე მათოვს,
არ მეკითხება მე არავინ
რისთვის და რატომ,
მოიისფერო სანთლის შუქში
გზა არის ფართო...
და თავზე მათოვს,
არ მეკითხება მე არავინ
რისთვის და რატომ,
მოიისფერო სანთლის შუქში
გზა არის ფართო...
Thursday, January 22, 2015
დარჩენილა დარდი მარტო
რია-რია, რია-რია,
გზა და კვალი აირია,
მზემ დაკარგა სამოსახლო,
მთვარე სახლობს მასთან ახლო.
გზა მდინარემ გადაკეტა,
ზღვას გადასცა ესტაფეტა,
ვაჟი გოგოს ისევ ყვარობს,
დარჩა დარდი ზღვასთან მარტო.
გზა და კვალი აირია,
მზემ დაკარგა სამოსახლო,
მთვარე სახლობს მასთან ახლო.
გზა მდინარემ გადაკეტა,
ზღვას გადასცა ესტაფეტა,
ვაჟი გოგოს ისევ ყვარობს,
დარჩა დარდი ზღვასთან მარტო.
Tuesday, January 20, 2015
წვიმას ქოლგად დავუდგები
წვიმას ქოლგად დავუდგები,
მზეს დავჩრდილავ, როცა გცხელა,
ზღვაზე გრიგალს შევებმები,
რომ დაგიცვა, ჩემო ყველა!!!
მზეს დავჩრდილავ, როცა გცხელა,
ზღვაზე გრიგალს შევებმები,
რომ დაგიცვა, ჩემო ყველა!!!
Monday, January 12, 2015
ღამეს დაამარცხებს შუქი
ღამეს დაამარცხებს შუქი,
სანთელს აღარ ვანთებთ უქმად,
გზა კვლავ გაუნათდეს ქართველს,
ღმერთით, მოიშორებს ნაღველს.
სიკვდილს წიწამურში ვებრძვით,
ცოცხლებს სულიწმინდის გვჯერა,
სისხლი გაიღვიძებს ჩვენში,
ცისკარს ვეგებებით ყველა.
Wednesday, January 7, 2015
Новый год нагрянул
Ветер завывает,
Гонит сон старушки,
"Впустите меня в хату",
Шепчет нам на ушки.
Новый год нагрянул,
Взялись за бокалы,
Пригласили в гости
Всех, кого мы знали.
Оглянулись мигом,
С ветром обнимались,
С гостями дорогими
В роскоши купались.
Гонит сон старушки,
"Впустите меня в хату",
Шепчет нам на ушки.
Новый год нагрянул,
Взялись за бокалы,
Пригласили в гости
Всех, кого мы знали.
Оглянулись мигом,
С ветром обнимались,
С гостями дорогими
В роскоши купались.
Tuesday, January 6, 2015
წმინდა ქეთევანს
წმინდა ქეთევანს!
ის უსულგულო გვამივით იდო,
გადაეარა გველსა და ტრიტონს,
დაფლეთილ ხორცში უყრიდნენ დანას,
სულის სიმტკიცე ჩვენს ძვლებში ატანს.
არ დამარცხდება გონება ცულით,
ლაღად დატოვებს ქვეყნიურ სამანს
და დაუმჭკნარი ვარდების ფერში
შეუკერავენ დედოფლის კაბას.
შობის ღამეს
შობის ღამეს, შობის ღამეს
ზეცა ვარსკვლავს გადმოაფენს,
მოგვილოცავს ყველა ჩვენგანს,
დაამარცხებს ავსულს, ეშმაკს.
განათდება მთა და ბარი,
დედას, ღვთისას, მადლსა ვწირავთ,
ჩვენს გულებში ნათლით მოსილ
ყრმა იესოს მივცეთ ბინა.
მაია დიაკონიძე
6.01.2015წელი
ვიცი, ღმერთი არ დამკარგავს!
მაპატიებს, ალბათ, ღმერთი,
რომ სიტყვების ვერ ვცან ძალა,
ვერ ვისმინე იგავები,
მომეკიდა ცოდვა ალად.
სიტყვა სიტყვად დარჩებოდა,
რომ არ მეცნო სამართალი,
სულით, გულით შევიცანი,
ვინ ცრუ არის, ვინ- მართალი.
ზარი მიხმობს ეკლესიის,
სანთლის ალი მწვავს და მდაგავს,
ცოდვებისგან ვეძებ შვებას,
ვიცი, ღმერთი არ დამკარგავს!
რომ სიტყვების ვერ ვცან ძალა,
ვერ ვისმინე იგავები,
მომეკიდა ცოდვა ალად.
სიტყვა სიტყვად დარჩებოდა,
რომ არ მეცნო სამართალი,
სულით, გულით შევიცანი,
ვინ ცრუ არის, ვინ- მართალი.
ზარი მიხმობს ეკლესიის,
სანთლის ალი მწვავს და მდაგავს,
ცოდვებისგან ვეძებ შვებას,
ვიცი, ღმერთი არ დამკარგავს!
სიონში ისმის გაბმული ზარი
სიონში ისმის გაბმული ზარი
უმალ დავიწყე თვალების ფშვნეტა,
ერთად შეყრილა ამდენი ქალი,
ამდენი გმირი, ამდენი დედა.
წმინდა ქეთევანს უჭირავს რტონი,
წმინდა თამარი ვაზის ხეს ამყნობს,
არ გადაშენდეს ქართველის ძირი,
ნაზი ღიმილით ლოცვებით ამკობს.
ხერხეულიძეთ ვიხილე დედა,
ისევ უპყრია ქართული დროშა,
სათუთად იკრავს, დაგლეჯილს, მკერდში,
ლოცავს, გაუძლოს ქარიშხალს, ხორშაკს.
დაე, ამღერდეს ამაყად ქნარი,
დაე, სიკვდილმა ჩარაზოს კარი,
სულში გვიძვრება ქართული სიტყვა,
სიონში ისმის გაბმული ზარი.
მაპატიებს, ალბათ, ღმერთი!
ველზე იწვა ფერთა გამა,
მზემ ღიმილი აათმაგა,
გადაცოცდა მთიდან ნისლი,
ყაყაჩოებს ვეღარ ვითვლი.
აუღია თავი თავთავს,
მწყერი მღერის, აღარ კენტობს,
ცას ღრუბლები შესევია,
ცხვარი - მინდვრებს, მთას და ბექობს.
კვნესის ლერწმის სალამური,
ორღანს უკრავს გიჟი თერგი,
ო, რა ძლიერ მყვარებია...
მაპატიებს, ალბათ, ღმერთი!
Sunday, January 4, 2015
ასე უცებ სიყვარულს მე ვერ გაგიმხელ (სიმღერა)
ასე უცებ სიყვარულს მე ვერ გაგიმხელ,
ზღვების წყალმა მინდა ბევრი იდინოს,
მზეს ეწვევა მზეწვია და მაღლა ცაში,
ზედ ღრუბლებზე დაგიხატავ ღიღილოს.
გაიცინებს მთვარე, სხივებს გადმოაფენს,
დამეფანტა ველზე ოქროს თავთავი,
დამეწვიე, ერთხელ კიდევ გამიღიმე,
არ მინდა რომ შეგიყვარდეს სხვა ქალი.
ზღვების წყალმა მინდა ბევრი იდინოს,
მზეს ეწვევა მზეწვია და მაღლა ცაში,
ზედ ღრუბლებზე დაგიხატავ ღიღილოს.
გაიცინებს მთვარე, სხივებს გადმოაფენს,
დამეფანტა ველზე ოქროს თავთავი,
დამეწვიე, ერთხელ კიდევ გამიღიმე,
არ მინდა რომ შეგიყვარდეს სხვა ქალი.
Saturday, January 3, 2015
მადლი ჩვენს გამჩენს, იესოს
მადლი ჩვენს გამჩენს, იესოს,
როგორც შვილები მიგვიღო,
ბევრი სიკეთე დათესა,
ჩვენ იაგუნდით ვამკეთა.
წიგნად ავკინძეთ სიტყვები,
მისი სახე კი-ხატია,
ვილოცოთ, გავცეთ, მოვიმკოთ,
ეს არის, რაც გვაბადია!
Thursday, January 1, 2015
აყვავდება გაზაფხული
ზამთარია კიდით კიდე,
გულში სიყვარული მიდევს,
მივადგები წყლისპირს ბორანს,
სად გიჟმაჟი ქარი ოხრავს,
სად ქათქათებს მთებზე თოვლი,
როგორც მზეზე - წმინდა ბროლი...
აყვავდება გაზაფხული,
ყვავილებით ალანძული.
გულში სიყვარული მიდევს,
მივადგები წყლისპირს ბორანს,
სად გიჟმაჟი ქარი ოხრავს,
სად ქათქათებს მთებზე თოვლი,
როგორც მზეზე - წმინდა ბროლი...
აყვავდება გაზაფხული,
ყვავილებით ალანძული.
Subscribe to:
Posts (Atom)