ლექსები

Tuesday, March 30, 2021

ერთსტროფიანები

ჩვენი გულიდან 
ასხლეტილ სხივებს
ღამე იკრავს და 
ვარსკვლავების  
ათავსებს სკივრში.

ყველა, ვხედავ, 
თავის თავით დაკავდა,
ერთი ქვეყნის გადარჩენა 
რა გახდა?!

ვგრძნობ, რომ გული 
ზევით ცისკენ იწევს,
ვეხვეწები, ჯერ არ გამიფრინდე, 
ადრე არის, მოიცადე კიდევ.

გაიხადა ყველამ, 
პატარამ და დიდმა,
რასაც ფასი ჰქონდა 
და რაც, არად ღირდა,
ჩემს სულში კი წვიმა 
ცრიდა, ცრიდა, ცრიდა...

თვალში თუ არ მოგივედი,
ვერ დაიცავ პარიტეტი,
ვერ შეიცან რარიტეტი, 
აღარც გნახო ამის მეტი.

მე ამ გაზაფხულს გამოვსახავ მბრწყინავ გიშრითაც, 
ერთ დღეს, ერთ ღამით, 
უცნაური რამე მესიზმრა, 
გადმოდიოდა შავზე შავი 
ყველა ფერიდან, 
მე ბანგმორეულს 
ვერა და ვერ გამომეღვიძა.

კარგი ლექსის წაკითხვა
ყველაფერს მირჩევნია, 
პოეტობაც, ნამდვილი, 
რჩეულების ხვედრია.


Posted by Maia Di. at 3:41 PM No comments:
Email ThisBlogThis!Share to XShare to FacebookShare to Pinterest

Monday, March 29, 2021

 პირველად დავინახე, რომ ბაბუა ტიროდა, მოხუცს მხრები უცახცახებდა, ცრემლი ედინებოდა გაყვითლებულ თმა-წვერზე, თითქმის მოთქმით. თავზარი დამცა ამ ამბავმა, ვერაფერი ვკითხე, ბებიას მივადექი, რა მოხდა-მეთქი, ცხენმა უკბინაო თითზე, დავაკვირდი, თითი მართლაც შეხვეული ჰქონდა. არ ვიცი, ასე ძალიან სტკიოდა, თუ ნაწყენი იყო თავის გაზრდილზე, დაბერებულიყო უკვე მის ხელში, ბალანი გაყვითლებოდა. ბაბუას  ძალიან უყვარდა თავისი თეთრი ცხენი, სულ იმას უტრიალებდა, უვლიდა, ბანდა, ასუფთავებდა, ჩუმად ელაპარაკებოდა კიდეც, ჩვენ, ბავშვებს, რომ არ გაგვეგო. დაგვაჯენდა "ტაჩკაზე" შაბათობით, ბაზრობა იმართებოდა ჩვენს სოფელში, მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ თიხის ჭურჭელი, წაგვიყვანდა. ჩამოვურბენდით უზარმაზარ ქვევრებს, დოქებს, დიდსა და პატარებს, ჭინჭილებს, აუცილებლად გვიყიდიდა თითო-თითოს, თვითონ რას ყიდულობდა, არც მახსოვს, მაგრამ ჩვენი სიხარულით რომ კმაყოფილი იყო, ვიცოდი, ულვაშებში ჩაიღიმებდა, ეზოში ჭინჭილებით და დოქებით ხელში რომ შევცვივდებოდით ხოლმე. თავის ცხენს გამოხსნიდა "ტაჩკიდან",მოეფერებოდა, სახეზე ხელს მოუთათუნებდა, თვალებში ჩახედავდა, ისიც შეხედავდა წყნარი, მშვიდი თვალებით, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ცხენის მიმართ ასეთი სიყვარული არც მინახავს მას მერე. ალბათ, იმიტომ ეწყინა-მეთქი ცხენის ასეთი საქციელი, გავიფიქრე. იმ ღამეს ბაბუას საუბარი მოვისმინე, ნამდვილად ავადაა, რაღაც სტკივა, თორემ ასე არ მოიქცეოდაო, ბებიას ეუბნებოდა. ახდა ბაბუას წინასწარმეტყველება, მალე მოკვდა ჩვენი ცხენი. ბაბუაც ავად გახდა, ერთ თვეში ისიც გარდაიცვალა. ვერ გადაიტანა მეგობრის სიკვდილიო, ამბობდა ბებია, მე კი დღესაც წინ მიდგას ჩემი თეთრი ბაბუა, მომღიმარი, გვერდზე თავისი ხურჯინგადაკიდებული თეთრი ცხენით, ასე მგონია, იმ ქვეყანასაც ერთად არიან. 

ბაბუ, ჩემო ტკბილო ბაბუ,

რა ხანია ღამეა,

შენთვის ვერცხლის უზანგები
ლურჯას მოუტანია.
ვეღარ ხედავ ნაცნობ შუკას,
ვეღარც სოფლის საჩეხებს...
იქ ლურჯა დგას, შენი ლურჯა,
ღამეს თეთრად ათენებს.
მაგრამ წყვდიადს ვერ ერევა, -
თვალებს ტყუილად აცეცებს,
შენ ნათელში, ის კი -  ბნელში,
სულ ერთმანეთს დაეძებთ.
Posted by Maia Di. at 11:17 PM No comments:
Email ThisBlogThis!Share to XShare to FacebookShare to Pinterest

ერთსტროფიანები

შეუცდომელი არავინ არის, 

შეუცდომელი არც მე ვარ, მგონი, 

ათას მამონებს რომ ვემონებით, 

ნუთუ, სახელი არ გვრჩება მონის?! 


პირფერობას ვერ ვიტან მე ბავშვობიდან,
სისხლში, ხორცში გამდგომია აკვნიდან,
კახაბრობას ვერ ვიტყვი მე ვერავისას,
თუ არა ჰგავს თავითაც და ტანითაც.

როგორ მინდოდა, რომ გყვარებოდი 
და ჩიტებივით მაღლა გვეფრინა. მაგრამ აღმოჩნდა მცირე დრო კმარა, ძირს დაენარცხო აღმაფრენიდან.

გაღმერთება ქალების 
უფალმა დაისახა, 
როცა კაცებს გულის ქვეშ 
ნეკნად შემოუსახლა.

ადამიანები და არა კედლები ჰქმიან ქალაქს. ჩინური ანდაზა, მაშ ჩვენც მოვინდომოთ ქვეყნის აშენება, მოგვეცით ამის ნება, მეგობრებო!

მგონია რომ მიგალობენ ჩიტები,
ყვავილებიც იშლებიან ჩემთვის,
ბოროტებას ამ მიწაზე რა უნდა,
როცა გულიც სიამისგან მღერის.

ხიბლშია ხალხი, 
თავი ყველას ჰგონია გრანდი
და რა დარჩება მომავალში?! 
მტვერიღა მათი!


Posted by Maia Di. at 8:12 PM No comments:
Email ThisBlogThis!Share to XShare to FacebookShare to Pinterest

შაირობა-კაფიაობა: მაია დიაკონიძე, ირინა ხურციძე, თინიკო ჭეჟია, ქეთევან კაკაურიძე

მაია დიაკონიძე:
კი დავწერე მინიმები,
შენ მაინც არ იღიმები,
ახლა დავწერ ვერლიბრსაც
და მოვიგებ შეჯიბრსაც.

ირინა ხურციძე:
თუ გინდ წერო ვერლიბრები,
მაინც ვის შეეჯიბრები,
თეთრი ლექსის ჯაგლაგებმა,
გადაჯეგეს ჯებირები,
ახლა ზიან უნიტაზზე,
მიითვისეს რა პრიზები,
მალე ალბათ ჭინთვებისგან
კი დაჭირდებათ კლიზმები,
შენ კი დაო შენს მინიმებს,
კარებს უღებს ჩემი გვერდი,
ვერბლანი და ვერლიბრები,
არ ახსენო ამის მეტი.

მაია დიაკონიძე:
ვერლიბრსაც აქვს თავის ხიბლი, 
მაგრამ ჩემთვის ეგ არ არის, პოეზიას ეძახიან, 
კი ვერ მივხვდი, ვისთან არის, 
მაგრამ ერთი თევზუნია 
მოვაყოლო იქნებ ბადეს?!

თინიკო ჭეჟია:
ვინ არ იღიმება!?... 
ვინც არ გაიღიმოს იმან, 
ლექსი დაუსველოს წვიმამ, 
მერე გაეთიშოს რითმა, 
თავზე დაასკლინტოს ჩიტმა!

მაია დიაკონიძე:
მოუხდებათ დასკლინტება, 
ვინც ვაცივით იჯგიმება,
თავს არავის  უყადრებენ,
თავებს თვითონ გვილაყებენ.

ირინა ხურციძე:
შაირობის ხასიათზე
დაგვაყენე დაიკო,
ჩვენი შაირკაფიობა
ფეისბუქმა გაიგო,
გაგვეპარე, დაიძინე, _
ეს რა გვიყავ მაიკო!!

მაია დიაკონიძე:
მართლაც, თურმე ჩამეძინა, 
სიზმრებში დავიდე ბინა. 
ვერლიბში თუ გვეძალები, 
გაიარე ეტაპები, 
მომძახოდნენ ეშმაკები.

ქეთევან კაკაურიძე:
რა დღეში ხართ გოგოებო. 
რა ლექსი და რა მოთხრობა.
შაირობის დრო დამდგარა, 
ესაა დროის მოთხოვნა.

მაია დიაკონიძე:
შაირსა ვწერთ სახალისოდ, 
წამკითხავიც არ არისო, 
ამ ცხოვრების ლაბირინთში, 
წერასაც ვინ დაგვაცლისო.

ირინა ხურციძე:
მოაყარეთ შაირები,
რას მიქვია ერთი-ორი,
დილა როცა გათენდება,
გაიკვირვებს ბარეორი,
ვინც აგვტეხა საშაიროდ,
თქვენთან დიდი ბოდიშიო,
კურდღელივით გაგვეპარა,
კოტრიალებს ლოგინშიო.

მაია დიაკონიძე:
დილით ვნახე შაირები,
მართლაც ნაირ-ნაირები,
ბრძოლის ველზე ვეღარ დავრჩი,
მეც მაძლევდნენ ჩემს წილ არჩივს
ღამე, შავი კუნაპეტი 
და მორფევსი, ძილის ღმერთი,
იმათ ვეღარ გავუმკლავდი,
კურდღელივით მათ დავნებდი.

ირინე ხურციძე: გაღვიძებისთანავე ხომ
მოგვაგებე ნაკვესები,
პოეტი ხარ, სიტყვა გიჭრის,
არც ვინმეს დაესესხები.

მაია დიაკონიძე: 
ღმერთმა მოგვცეს დიდი დღე და 
პოეტების სახელიო,
ჩვენი ნაკვეს-ნაღვერდალით
სხვას მოვფინოთ ნათელიო.

მაია დიაკონიძე:
მართალი ხართ, მას ვერ წაშლის 
ვერც ქარი და ვერც გრიგალი,
პოეტების ნასახლარიც
ვარდ-ყვავილის ბინა არის. 
.


Posted by Maia Di. at 2:33 PM No comments:
Email ThisBlogThis!Share to XShare to FacebookShare to Pinterest

Saturday, March 27, 2021

ერთსტროფიანები

 

ვერც მაქსიში ვერ ვივარგე

და ვერც მინი მოვირგე,

მწვერვალების დასაპყრობად
გზას ვუთმობ მე დობილებს.

ჩემს გულ-მკერდზე 
გადავლილო 
სიცოცხლევ, 
მშვენიერი 
ვერაფრით ვერ გიწოდე.

გულო, სიყვარულს ეძებდი, ქარში, წვიმაში, თოვლში, ხედავ, რომ ისიც ფული ღირს, მე არ მაქვს ერთი გროშიც.


და მე, შეჩვეულს გრიგალებს, ქარებს, ერთმა ნიავმა ამიწვა თვალი.


სანამ ცოცხალი ვარ,
მანამ მომეფერეთ,
თორემ შევერთვები 
ლამაზ ეფემერებს, 
ვიღას დაუძახებთ: 
"მერე, მერე, მერე!"



Posted by Maia Di. at 11:37 PM No comments:
Email ThisBlogThis!Share to XShare to FacebookShare to Pinterest

სახუმარო (ერთსტროფიანი)


თუ არ გიყვარვარ, გამშორდი,
რაზედ მიბინდავ თვალებს?!
არ ვარ მე შენი ამყოლი,
მიხედე სულ სხვა ქალებს! 
Posted by Maia Di. at 11:36 PM No comments:
Email ThisBlogThis!Share to XShare to FacebookShare to Pinterest

კაფიაობა ზურაბ ქობალიასთან (27.03. 2021წ)

 მაია დიაკონიძე:

ვარდი ვიყავ, შემოვჭკენი,

მუზაც, ვხედავ, ვერ გავხდი,

ერთი ვაზი გავახარე, 

გაშენდება ვენახი.


ზურაბ ქობალია:

მუზა როგორ ვერ გახდი?!
ვაზიც ხარ და ვენახიც!..
ნეტავ, გზები მასწავლა, 
მოვაღწიო შენამდი!..

მაია დიაკონიძე:

სტვენა კარგი გცოდნია,
ბუმბულც გაქვს ფერადი,
მაგრამ ტრფობას ვარდისას
ვერ შესწვდება ვერავინ,
თუ არ არის ბულბული,
მე ვერ ავწევ ცერა თითს.

ზურაბ ქობალია:

სტვენა თუკი მცოდნია,
ვარდის თუ ვარ ერთგული,
ცერას რად ვერ ამიწევ?..
კი ვყოფილვარ ბულბული...

მაია დიაკონიძე:

ბულბულობა, მზესა ვფიცავ,
არ გეგონოს ადვილი,
დღე-ღამეს თუ არ ათენებ,
ტყუილი არის ქადილი.

ზურაბ ქობალია:

განა არის ადვილობა,
მაგრამ თუ ხარ, რას შობი?!.
მართალ გითხრა, არც მინდოდა,
არც რად მინდა საშვები?!

მაია დიაკონიძე:
ვარდმა ნაზმა ბევრი დაჭრა
ეკლიანი საცეცით,
შენც რომ ეგრე მოგივიდეს,
სად მიდიხარ, რას შვრები?!


      Posted by Maia Di. at 10:09 PM No comments:
      Email ThisBlogThis!Share to XShare to FacebookShare to Pinterest
      Newer Posts Older Posts Home
      Subscribe to: Posts (Atom)

      ბლოგზე ძიება

      გამიწერეთ

      Posts
      Atom
      Posts
      All Comments
      Atom
      All Comments

      Blog Archive

      • ▼  2026 (206)
        • ▼  August (3)
          • მინიმა
          • შემომხსენ ჯაჭვი! (სატრფიალო)
          • ჩამქრალია უკვე ცეცხლი!
        • ►  July (24)
        • ►  June (42)
        • ►  May (32)
        • ►  April (36)
        • ►  March (15)
        • ►  February (31)
        • ►  January (23)
      • ►  2025 (543)
        • ►  December (21)
        • ►  November (29)
        • ►  October (29)
        • ►  September (31)
        • ►  August (28)
        • ►  July (56)
        • ►  June (55)
        • ►  May (61)
        • ►  April (47)
        • ►  March (57)
        • ►  February (65)
        • ►  January (64)
      • ►  2024 (837)
        • ►  December (51)
        • ►  November (64)
        • ►  October (92)
        • ►  September (52)
        • ►  August (88)
        • ►  July (68)
        • ►  June (77)
        • ►  May (93)
        • ►  April (37)
        • ►  March (72)
        • ►  February (68)
        • ►  January (75)
      • ►  2023 (878)
        • ►  December (45)
        • ►  November (50)
        • ►  October (95)
        • ►  September (73)
        • ►  August (103)
        • ►  July (80)
        • ►  June (76)
        • ►  May (77)
        • ►  April (78)
        • ►  March (64)
        • ►  February (56)
        • ►  January (81)
      • ►  2022 (975)
        • ►  December (54)
        • ►  November (93)
        • ►  October (99)
        • ►  September (74)
        • ►  August (72)
        • ►  July (84)
        • ►  June (65)
        • ►  May (48)
        • ►  April (101)
        • ►  March (116)
        • ►  February (59)
        • ►  January (110)
      • ►  2021 (1268)
        • ►  December (84)
        • ►  November (167)
        • ►  October (163)
        • ►  September (166)
        • ►  August (171)
        • ►  July (175)
        • ►  June (119)
        • ►  May (34)
        • ►  April (74)
        • ►  March (31)
        • ►  February (34)
        • ►  January (50)
      • ►  2020 (402)
        • ►  December (34)
        • ►  November (25)
        • ►  October (37)
        • ►  September (34)
        • ►  August (42)
        • ►  July (33)
        • ►  June (19)
        • ►  May (24)
        • ►  April (33)
        • ►  March (50)
        • ►  February (37)
        • ►  January (34)
      • ►  2019 (341)
        • ►  December (24)
        • ►  November (52)
        • ►  October (22)
        • ►  September (27)
        • ►  August (40)
        • ►  July (31)
        • ►  June (24)
        • ►  May (22)
        • ►  April (13)
        • ►  March (13)
        • ►  February (39)
        • ►  January (34)
      • ►  2018 (273)
        • ►  December (40)
        • ►  November (35)
        • ►  October (27)
        • ►  September (14)
        • ►  August (15)
        • ►  July (33)
        • ►  June (20)
        • ►  May (10)
        • ►  April (14)
        • ►  March (27)
        • ►  February (18)
        • ►  January (20)
      • ►  2017 (254)
        • ►  December (31)
        • ►  November (41)
        • ►  October (30)
        • ►  September (12)
        • ►  August (10)
        • ►  July (15)
        • ►  June (17)
        • ►  May (16)
        • ►  April (9)
        • ►  March (10)
        • ►  February (34)
        • ►  January (29)
      • ►  2016 (280)
        • ►  December (40)
        • ►  November (49)
        • ►  October (24)
        • ►  September (28)
        • ►  August (16)
        • ►  July (13)
        • ►  June (32)
        • ►  May (24)
        • ►  April (19)
        • ►  March (6)
        • ►  February (9)
        • ►  January (20)
      • ►  2015 (207)
        • ►  December (12)
        • ►  November (5)
        • ►  October (46)
        • ►  September (9)
        • ►  August (22)
        • ►  July (36)
        • ►  June (11)
        • ►  May (4)
        • ►  April (15)
        • ►  March (17)
        • ►  February (11)
        • ►  January (19)
      • ►  2014 (213)
        • ►  December (6)
        • ►  November (19)
        • ►  October (16)
        • ►  September (21)
        • ►  August (17)
        • ►  July (28)
        • ►  June (26)
        • ►  May (11)
        • ►  April (12)
        • ►  March (27)
        • ►  February (9)
        • ►  January (21)
      • ►  2013 (283)
        • ►  December (14)
        • ►  November (22)
        • ►  October (54)
        • ►  September (39)
        • ►  August (13)
        • ►  July (25)
        • ►  June (32)
        • ►  May (19)
        • ►  April (14)
        • ►  March (14)
        • ►  February (17)
        • ►  January (20)
      • ►  2012 (149)
        • ►  December (38)
        • ►  November (47)
        • ►  October (30)
        • ►  September (5)
        • ►  August (1)
        • ►  July (4)
        • ►  June (11)
        • ►  May (5)
        • ►  April (8)

      გაუზიარე

      Labels

      • პოეზია (2)
      • საბავშვო (1)

      Map

      Print Friendly and PDF

      Large Visitor Globe

      პოპულარული ლექსები ამჟამად

      • მინიატურა
        მინდა წვიმის წვეთი ვიყო, ხის ფოთლიდან მიწაში ჩაღვრილი; მინდა მზის სხივი ვიყო, დედამიწის გულში შეღწევას და მის გათბობას რომ ლამობს; მინდ...
      • ჩემო ლამაზო გურია!
        ჩემო ლამაზო გურია! სიყვარულს ვერსად გავექეც, შენ ერთადერთი მწყურიხარ, მიწად მექეც და ცად მექეც, ჩემო ლამაზო გურია. გიყურებ, ცქერით ვერ ვძღე...
      • ჩამქრალია უკვე ცეცხლი!
          ჩამქრალია უკვე ცეცხლი! ჩამქრალია უკვე ცეცხლი, ნაღვერდალიც ჩამქრალია, გამერია თმაში ვერცხლი, ოქრო გაქრა რა ხანია. გარეშემო თეთრი მთების, ჩე...
      • ტკბილი გურია
        წიგნის ფურცლებზე ამოვნიშნე მთების სითეთრე, სავანეთია, მინდვრის ყვავილებს ამოვუღე ყვითელი გული, დასაბამიდან, გნოლი დავაფრთხე და თავად ...
      • მინიმა
        ხეზე ჩამომხრჩვალ ჩრდილებთან ვცხოვრობ, ჩემი ძმაკაცი ოჩოპინტრეა, ყველა გაგითხრის საფლავს და ორმოს, ხიდი ზეცისკენ ბოლო ტირეა.
      Simple theme. Theme images by nicodemos. Powered by Blogger.