Sunday, September 29, 2024

სულ შენ გეძებდი! (პატრიოტული)

სულ შენ გეძებდი!
სულ შენ გეძებდი, ჩატეულო
ერთ დიდ ზღაპარში,
ანა-ბანაში, ოქროს ვერძში,
ოქროს საწმისში,
ენკი-ბენკის თუ კოჭობანას
თამაშ-თამაშში...
მეხატებოდი იებსა თუ
მარჯნის აისში.
შენი მადლია, თუკი გული
მიძგერს ქართულად,
თუ კი ვერ ვძღები შენი ლექსის
ალერსით, ხოტბით,
მომეცი ნიჭი - ავედევნო
სიტყვათმარულას,
ბედნიერება როცა ჩემკენ
ხალისით მოდის.
მაია დიაკონიძე
29.09.2024 წელი

No comments:

Post a Comment