არაგვო!
რომ გიყურებ, ვთამამდები, არაგვო,
ჩემთვისაც ხომ წერე ნაზი ლექსები,
სიყვარულზე მინდა გელაპარაკო,
შხეფს მესვრი და მგონია, მეფერები.
შენს ნაპირზე სულს მოვითქვამ მაშვრალი,
კლდეც მიღიმის, შენ რომ დაგიღარია,
კალაპოტი არ მანახო დამშრალი,
რომ მაცოცხლებს, შენი ნიაღვარია
No comments:
Post a Comment