ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული სამშობლოა!
შენ სამშობლოვ!
რაღად მინდა მე სასმისი
ღვინით სავსე,
თუ კი უკვე მთვრალი ვარ და
შენთვის ვკვდები,
გავეკვრები მე, სამშობლოვ,
შენთვის ჯვარზე,
აღმადგინე, გამომასხი
მერცხლის ფრთები.
გადავუფრენ კლდეებს
მზეზე გაფენილებს,
სადარაჯოდ რომ ჩამდგარან
მოწიწებით,
გვირილები ამოსულა
ქვაფენილზე,
აგვისტოა და გულუხვად
თოვს წიწვები.
ამ ბუნების შემხედვარე,
გავცოცხლდები,
წყაროს წყალი უკვდავებად
დამედინოს,
ზეცას შევთხოვ სასოებით
და ლოცვებით,
შენ, სამშობლოვ, არაფერი
არ გვეტკინოს!
მაია დიაკონიძე
31.08. 2024 წელი
No comments:
Post a Comment