არ ჩაიმუხლო, ჩემო ძაღლო!
არ ჩაიმუხლო, ჩემო ძაღლო,
გამომყევ გვერდზე,
სამშვიდობოზე გასვლა ახლა
გვწყურია ძლიერ,
მგლების ხროვაში დარჩენილნი
მშველელებს ვეძებთ,
სანამ კი შევძლებთ, დავატეხავთ
მგლებს კოჭის ძირებს.
გამომყევ გვერდზე,
სამშვიდობოზე გასვლა ახლა
გვწყურია ძლიერ,
მგლების ხროვაში დარჩენილნი
მშველელებს ვეძებთ,
სანამ კი შევძლებთ, დავატეხავთ
მგლებს კოჭის ძირებს.
არ ჩაიმუხლო, ჩემო მურა,
ვიცი, რომ შეგწევს
მტერთან ბრძოლაც და ერთგულება
შენი პატრონის,
ეს კაცებშია რომ ერთგულებს
სანთლებით ვეძებთ
და მივტირივართ იმ ძველ გმირებს:
,,ვახ, დრონი, დრონი".
ვიცი, რომ შეგწევს
მტერთან ბრძოლაც და ერთგულება
შენი პატრონის,
ეს კაცებშია რომ ერთგულებს
სანთლებით ვეძებთ
და მივტირივართ იმ ძველ გმირებს:
,,ვახ, დრონი, დრონი".
მე ვენაცვალე შენს გულს, შენს შუბლს,
შენს ჭკვიან თვალებს,
ახლაც რომ თვალში შემომცქერი,
დამიცვა გინდა,
აგერ შორს ვხედავ შენს მეგობარ
და ერთგულ ძაღლებს...
ჩვენზე თავდასხმა დაუჯდება
მგლის ხროვას ძვირად.
მაია დიაკონიძე
18.09. 2024 წელი
შენს ჭკვიან თვალებს,
ახლაც რომ თვალში შემომცქერი,
დამიცვა გინდა,
აგერ შორს ვხედავ შენს მეგობარ
და ერთგულ ძაღლებს...
ჩვენზე თავდასხმა დაუჯდება
მგლის ხროვას ძვირად.
მაია დიაკონიძე
18.09. 2024 წელი
No comments:
Post a Comment