Friday, September 13, 2024

სატრფიალოებიდან, მინიმები

 სატრფიალოებიდან

გული ფირუზით ამივსე,
ია- ვარდით და ფიცით,
შენ სიყვარული სხვაგვარი,
მითხარი, თუ კი იცი.

*************
სად არ ვიყავი, მუდამ გულით
დაგატარებდი
და სიყვარული, როგორც კაბა,
ტანზე მემოსა,
ირეკლებოდა, ვით შუქურა
შენს ლურჯ თვალებში,
და მე ვხედავდი აღმაფრენას
ნაზ ანგელოზთა.
მაია დიაკონიძე
11.09.2024 წელი

ეგ თვალები

ეგ თვალები ბნელ ღამესაც მინათებდა,
როცა წმინდა და უმანკო ჩანდი,
მე მეგონა გულს მახვევდი ხვიარებად,
ჩემთვის მღერდა შენი ლაღი ჩანგი.

ჩამობნელდა, ახლა მთვარე მომდევს გვერდით,
ვით პატარას, გამინათებს ტატნობს,
ხელებს მიწვდის და მამშვიდებს დედის მკერდით,
რომ არ ვიგრძნო ჩემი თავი მარტო.

No comments:

Post a Comment