აბსტრაქციის ველში ხარ, ჰორიზონტიც მერყეობს,
თუ ქალაქის ქუჩებიც აცა-ბაცა დადიან,
ვეღარ არჩევ ღამეებს უმთვაროს და მთვარიანს,
თუ ზეცაში ღრუბლები ცხენებივით დაჰქრიან
და შენ, იმათ მესაჭეს, მზის სხივები გაყრია,
და შენ, იმათ მესაჭეს, მზის სხივები გაყრია,
ცის ნაფლეთი ისროლე მინდორ-მინდორ ღიღილოდ,
ნამდვილად გყვარებია და იმიტომ ღიმილობ.
No comments:
Post a Comment